“არავის წინააღმდეგ არ მიმიცია ჩვენება”, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, სასამართლო სხდომიდან გამოსვლის შემდეგ.
მან სასამართლოს შენობა არა ცენტრალური, არამედ გვერდითა გასასვლელიდან დატოვა და ჟურნალისტების მიერ დამულ მხოლოდ ერთ კითხვას უპასუხა: “მისცა თუ არა ვინმეს წინააღმდეგ ჩვენება”.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.
პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ, ასევე პასპორტის ჩაბარებისა და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ დააკმაყოფილა და ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის გირაოს გადასახდელად 30 დღის ვადა მისცეს.