ვრცელდება ვიდეო “ტიკ ტოკზე”, რომელმაც ერთ დღეში მილიონამდე ნახვა დააგროვა.
“ბოლო ვაგონი მოწყდა…
რომ არ მოგატყუოთ 17 ჯერ ვუყურე…” – წერენ კომენტარებში.

ვრცელდება ვიდეო “ტიკ ტოკზე”, რომელმაც ერთ დღეში მილიონამდე ნახვა დააგროვა.
“ბოლო ვაგონი მოწყდა…
რომ არ მოგატყუოთ 17 ჯერ ვუყურე…” – წერენ კომენტარებში.

დედამიწა ყოველთვის საცხოვრებლად ვარგისი არ იქნება. NASA-ს მეცნიერებისა და ტოჰოს უნივერსიტეტის გამოთვლებით, დაახლოებით ერთ მილიარდ წელიწადში პლანეტის ატმოსფეროდან ჟანგბადი გაქრება, რაც შეუძლებელს გახდის სიცოცხლის არსებობას.
მკვლევრები განმარტავენ, რომ მზის თანდათანობით დათბობასთან ერთად, ნახშირორჟანგის მოლეკულები დაიწყებენ დაშლას. CO₂-ის გარეშე მცენარეები ვერ შეძლებენ ფოტოსინთეზს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შეწყვეტენ ჟანგბადის გამომუშავებას. ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას: ტყეები გაქრება, ატმოსფერული ჟანგბადი გამოილევა და ცხოველები და ადამიანები ვეღარ შეძლებენ გადარჩენას.
როდესაც პროცესი შეუქცევადი გახდება, დედამიწაზე მხოლოდ ანაერობული მიკროორგანიზმები გადარჩებიან, რომლებსაც ჟანგბადის გარეშე ცხოვრება შეუძლიათ. ამავდროულად, მეთანის კონცენტრაცია გაიზრდება, ჰაერი ტოქსიკური გახდება და პლანეტა თანდათან უნაყოფო კლდედ გადაიქცევა, ისევე როგორც მილიარდობით წლის წინ იყო.
ოზონის ფენა და რადიაცია
ჟანგბადთან ერთად, ოზონის შრეც გაქრება. ეს პლანეტის ზედაპირს მზის რადიაციისგან დაუცველს დატოვებს, რაც ნებისმიერ სიცოცხლეს კიდევ უფრო დაუცველს გახდის.
„ის პლანეტაც კი, რომელსაც ჩვენ მარადიულად სტუმართმოყვარედ აღვიქვამთ, სინამდვილეში დროებითია“, – ხაზს უსვამენ კვლევის ავტორები.
მათი თქმით, ეს დასკვნები ხელს უწყობს დედამიწის ევოლუციის და საცხოვრებლად ვარგისი ეგზოპლანეტების პოვნის კრიტერიუმების უკეთ გაგებას.
მიუხედავად იმისა, რომ „ჟანგბადის ეპოქის“ დასასრული მალე არ არის მოსალოდნელი, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აღმოჩენა ჩვენი ატმოსფეროს მყიფეობისა და მისი შენარჩუნების მნიშვნელობის შეხსენებაა.

ფინანსები ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა. ადამიანები ხშირად ბანკებს არ ენდობიან და როდესაც გარკვეული თანხის დაგროვებას იწყებენ, სახლში ტოვებენ.
თანხის შესანახად ეზოთერიკოსებმა მიგვითითებენ კონკრეტულ ადგილებზე. ადგილის დადებითმა ან ნეგატიურმა ენერგიამ შიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენს კეთილდღეობაზე.
მოდით გავარკვიოთ, რომელ ხუთ ადგილას არ უნდა შევინახოთ სახლში თანხა.
იცოდით, რომ ფულს ნეგატიური ენერგია აქვს? როდესაც იგი ადამიანის სხეულს უახლოვდება, ის მათ ენერგიას შთანთქავს. ამის მიუხედავად, ლეიბების ქვეშ თანხის შენახვა კვლავ პოპულარულია ხანდაზმულებში, რომელთაც მათი შემოწმება სულ შეუძლიათ. ასე, რომ გაითვალისწინეთ ეს მეთოდი ძალიან პოპულარულია და ნუ შეინახავთ თანხას ლეიბის ქვეშ.
ჩვენ არ გვაქვს მხედველობაში ის ტანსაცმელი, რაც ახლა გაცვიათ, არამედ კარადაში არსებული სამოსი. კარადა ისეთი ადგილია, სადაც უცხო ადამიანი მარტივად იპოვის თქვენს მიერ შენახულ თანხას, ან შესაძლებელია ტანსაცმელის ჯიბეში დატოვებული თანხა დაგავიწყდეთ და შემდეგ ის ტანსცმელი სხვას ათხოვოთ.
რა თქმა უნდა, ბურღულელის ქილაში შენახული თანხა ნეგატიური ენერგიებით იქნება სავსე. არ ღირს იმის შეხსენება, რომ მინის ქილა უცხო ადამიანებისათვის ძალზე ხელმისაწვდომი ადგილია.
საჭირო ოთახი ალბათ ერთ-ერთი პოპულარული ადგილია ფულის შენახვისთვის. არა ერთხელ ნახავდით ფილმებში, თუ როგორ იღებენ შენახულ ფულს უნიტაზის ბაჩოკიდან. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს ადგილი ნამდვილად სარიკსოა ფულის შეასანახად.
ზოგადად, სამზარეულო პოზიტივისა და დადებითი ენერგიებით სავსე ადგილია, თუმცა არა ფულის შესანახად. სამზარეულო ფულზე უარყოფითად მოქმედებს.
ასევე გაითვალისწინეთ და თავი აარიდეთ დერეფანში დაგროვებული ფულის შენახვას. ეს ისეთი ადგილია, სადა სხვდასხვა ადამიანი გადის და შესაბამისად ფულზეც მოქმედებს ცვალებადი ენერგიები.
გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხარებილი შემზარავ ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ თევზში პარაზიტები აღმოაჩინა:
სამწუხარო ამბავია, ყურადღებით და ფრთხილად იყავით, მეთევზეებო – წერს ვიდეოს ავტორი სოციალურ ქსელში.

თავად დედოფალ სავსკაის უყვარდა კანის ზეთებით განებივრება: ის სილამაზის შენარჩუნებისთვის ბუნების ძალას იყენებდა, რომელზეც სხვადასხვა უძველეს წყაროებში ბევრი ინფორმაცია არის.
სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის ქაცვის ზეთის ფასეულობის შესახებ. ის იმდენად ძლიერ მოქმედია, რომ შეუძლია მეძუძურ დედას ძუძუსთავები მოუშუშოს, ჩვეულებრივ ასეთი დაზიანება ძალიან ნელა და მტკივნეულად ხორცდება. პროდუქტის მდიდარი ქიმიური შემადგენლობა გვახარებს. А, Е, С ვიტამინები კანისთვის შეუცვლელია, ასევე მიკროელემენტები, რომელთაც ანტისეპტიკური თვისება აქვთ და კაროტინი. ამასთან ეს სასწაული ზეთი თეთრები ღირს.
ქაცვის ზეთი სახისთვის
სუფთა სახით ქაცვის ზეთი ანთების ნებისმიერ წერტილში წერტილოვნად შეგიძლიათ წაისვათ: პროდუქტი კანს სწრაფად აღადგენს, მხოლოდ წერტილოვნად წაისვით, რადგან ზეთში ბევრი ნივთიერებაა, რომელსაც კანის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი საფარის შესუსტება და დამცავი ფენის ბალანსის დარღვევა შეუძლია.
ძლიერი საშუალება! ნარინჯისფერ ზეთს ჩვეულებრივ იყენებენ, როგორც სხვადასხვა ნიღბის მთავარი ინგრედიენტი. თუ ნიღბის გაკეთების დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ სხვა გზას მიმართოთ. საკმარისია 1 წვეთი ზეთი დაუმატოთ ჩვეულებრვი დღის კრემს, რომლის წასმასაც აპირებთ. მცირე რაოდენობის ზეთიც კი კანზე ჯადოსნურ ეფექტს მოახდენს.
ნიღაბი, რომელსაც დღეს “რჩევების” რედაქცია გთავაზობთ მშრალ კანს კვებას და აღადგენს, აქრობს ნაოჭებს. ელასტიურობა და ნათელი სახე – აი გამოყენების შედეგი. სხვათა შორის, ქაცვის ზეთს მათეთრებელი ეფექტიც აქვს. თუ თქვენ ჭორფლი ან პიგმენტური ლაქა გაქვთ, დროა მათ შეებრძოლოთ!
ინგრედიენტები:
მომზადება
ქაცვის ზეთი შეგიძლიათ სიმაღლეში ზრდისა და წამწამების გასაძლიერებლად გამოიყენოთ. შეგიძლიათ მოამზადოთ ნატურალური კრემი კაკაოს ზეთისა და ქაცვის ზეთისგან თვალის ირგვლივ მგრძნობიარე კანისთვის.
გამაძლიერებელი ნიღაბი თმისთვის ქაცვის ზეთით
ამ ნიღბის შემდეგ თმები უფრო ხავერდოვანი ხდება. რაც მთავარია – სწრაფად ზრდას იწყებს. საკმაოდ ეფექტურია ნიღაბი გამელოტების დროს, რადგან ის კანს კურნავს და კვებავს, ასევე თმის ბოლქვებს აძლიერებს. საქმე დიდებული ვიტამინების შემადგენლობაშია
ინგრედიენტები
მომზადება
ზეთში არსებული ცხიმოვანი მჟავები, განსაკუთრებით შეღებილი თმისთვის არის სასარგებლო, ასევე ულამაზო გაყოფილი ბოლოების მოშორებაში დაგეხმარებათ.
ქაცვის ზეთი მუცლისთვის
ქაცვის ზეთი შესანიშნავად კურნავს კუჭის ლორწოვანს და აღადგენს მას. ეს წამალი გასტრიტის და წყლულის დროს ინიშნება. ქაცვის ზეთი მკურნალობს ხელს უწყობს. რა თქმა უნდა, უმჯობესია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია, სანამ წამალს დალევთ.
როგორ გამოვიყენოთ ქაცვის ზეთი
მიიღეთ 1 ს/კ ქაცვის ზეთი დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 30 დღე.
ასევე ქაცვის ზეთი გულძმარვის დროს დაგეხმარებათ. თუ ეს პრობლემა მოსვენებას არ გაწუხებთ, დილით 1 ჩ/კ ზეთი შეურიეთ 1 ს/კ სოდას და დალიეთ. ასეთი პრევენციული ღონისძიება დისკომფორტს მოგიხსნით, საჭმლის მომნელებელი პროცესი დარეგულირდება.
ურჩიეთ მეგობრებს ქაცვის ზეთი, უამბეთ მათ ამ სტატიის შესახებ. ნატურალური საშუალება ადამიანის ორგანიზმში ჯადოქრობას ჩადის.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 35 წლამდე ასაკის კაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ოჯახის წევრები და მეზობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
გარდაცვლილს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც ტყის განაპირას მისი ავტომობილი შენიშნეს.
ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც
მამაკაცის გარდაცვალების რეალური მიზეზი უნდა დადგინდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

სასტიკად არის მოკლული 26 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი. მას საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, ავალიანს სადარბაზოსთან რამდენიმე არასრულწლოვანი დახვდა, მათ შორის 16 წლის გოგო. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება. მოკლული ბიჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყვარებული “გიგასთან მიმოწერით აეჭვიანა”, რასაც ქალის თქმით, ჩასაფრება და მკვლელობა მოჰყვა.
“ნ.ი-მ (რედ: გოგონას ვინაობას შეგნებულად არ ვასაჯაროებთ) (16 წლის) ამ მიმოწერით (ავრცელებს ვიდეო სქრინს, გიგა ავალიანსა და ნ.ი-ს შორის) აეჭვიანა შეყვარებული ა. გ. (17 წლის). ა.გ.-მ რ-სთან (არასრულწლოვანი) და ნ.ი.-სთან ერთად დაგეგმა მკვლელობა. ნ.ი-მ ზუსტად აჩვენა, სად შეეძლებოდათ ენახათ გიგა, რამდენიმე დღის განმავლობაში სისტემატურად უთვალთვალებდნენ, მაგრამ რადგან ჩემთან ერთად დადიოდა ვერ მოკლეს, ნახეს ხელსაყრელი მომენტი, აედევნენ სახლამდე და ბნელ ადგილზე მოკლეს” – წერს მოკლული ბიჭის დედა.
AMBEBI.GE-ს შსს-ში უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი ა.გ. დააკავეს.
გიგა ავალიანზე წარსულში საუბარი უჭირთ მის ახლობლებს. გვიყვებიან, რომ ახალგაზრდას დიდი მომავალი ჰქონდა, მუშაობდა მასწავლებლად, ასევე სწავლობდა სამედიცინოზე და ექიმობაზე ოცნებობდა. უამრავი პოსტი იწერება სოციალურ ქსელში:
“სამმა არასრულწლოვანმა სიცოცხლე წაართვა ჩემს მასწავლებელს – გიგას, რომელიც ჭკვიანი, ნიჭიერი და კეთილი ადამიანი იყო”.
“შემზარავი ტრაგედია დატრიალდა, უაღრესად განათლებული, მომავალი ექიმი გამოგვაკლდა, ჩვენ ხელში გაზრდილი ვაჟკაცი, ჩვენი გიგა ავალიანი… ჩვენს ეკას რამდენი რამ გადახდა თავს, მაგრამ მაინც მედგრად ედგა თავის შვილებს, დააფრთიანა, გამოზარდა საუკეთესო ვაჟკაცები. ახლა კი რაღაა მისი სიცოცხლე… გული მიკვდება მისი ჯავრით”.
“ბიჭი, რომელსაც ცხოვრება წინ ედგა, ოცნებები ჰქონდა, გონიერებითა და ტალანტით სავსე, ჩვენი ქვეყნის მომავალი შეიძლებოდა ყოფილიყო. მკვლელობის მიზეზი, უაზრო ეჭვიანობა. როგორი საშინელი სიტყვებია ეს ორი ერთად, როცა მათ უკან ადამიანის სიცოცხლე დგას. საზოგადოება, სადაც ბავშვები ერთმანეთს კლავენ, დაავადებულია სიძულვილით, ძალადობითა და გულგრილობით. როცა ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში ვერავინ ასწავლის სიყვარულს, პატივისცემას და ღირსებას,როცა ოჯახში ძალადობა “ნორმაა”, როცა სიბრაზე და შური ხდება ყოველდღიურობა, ასეთ შედეგამდე მივდივართ.დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან!!!!” – წერენ ახლობლები.
წყარო: Ambebi.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული ა.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ა. -ს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

„ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით! ჩვენ გვჯერა დემოკრატიის!“, — თქვა ამერიკელმა მომღერალმა, კეტი პერიმ საკუთარ კონცერტზე ქართველ გულშემატკივართან გამოლაპარაკების შემდეგ, რომელმაც საქართველოში არსებული ვითარება გააცნო და უთხრა, რომ ქვეყანაში არის პრორუსული ხელისუფლება

ვერძი
ახალი ნაცნობობა და ახალი ურთიერთობები დიდ სიხარულს მოგიტანთ, მთავარია, იმოქმედოთ სწორად და გულწრფელად, ახლა შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვთ.
კურო
სასურველია, თქვენი ძალები ფინანსური საკითხებისა და ბიზნესპროექტების განხილვისკენ მიმართოთ. იყავით უფრო მოქნილი კოლეგებისა და პარტნიორების მიმართ, ერიდეთ გაუგებრობებს.
ტყუპები
ნუ იტყვით უარს სხვების დახმარებაზე. დიდი ალბათობით, ეს ადამიანები მეტად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სამომავლოდ თქვენს საქმიანობაში.
კირჩხიბი
გადაანაწილეთ დრო და საქმეები სწორად, რათა თავიდან აიცილოთ საყვედურები და სიტუაციის გართულება. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას.
ლომი
სასიკეთოდ ვითარდება ფინანსური საკითხები, იზრდება შემოსავლებიც, მაგრამ ნუ გადაამეტებთ, სჯობს, გადახედოთ ფულთან თქვენს დამოკიდებულებას.
ქალწული
ნუ გაამახვილებთ ყურადღებას წვრილმან შეცდომებზე, ან ნეგატივზე, შეეცადეთ, იპოვოთ გამოსავალი არეული სიტუაციიდან და მოირგოთ „მშვიდობის მტრედის“ როლი.
სასწორი
მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებთან კონტაქტს, ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, კომუნიკაციებს. შემოიკრიბეთ ის ადამიანები, რომელიც თქვენს გუნება-განწყობას ამაღლებენ.
მორიელი
დღეს, მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან, შეხედეთ პრობლემებს ფილოსოფიურ ჭრილში.
მშვილდოსანი
იყავით უფრო თავდაჯერებული და ინიციატივიანი, როგორც საქმიან, ასევე პირად სფეროში, ახლა შეძლებთ, კარგად წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები. ნურავის დაჰპირდებით იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ.
თხის რქა
შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ, სანამ ნაბიჯს გადადგამთ, გაიაზრეთ ყველაფერი, მათ შორის, რისკებიც, ნუ გამოცდით იღბალს, იყავით ფრთხილად.
მერწყული
მნიშვნელოვანია, იყოთ ოპტიმისტურად განწყობილი, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ახლობლებს, გაინებივრეთ თავი ახალი შენაძენით. იზრუნეთ იმაზე, რომ კომფორტულად გამოიზამთროთ.
თევზები
იყავით აქტიური და ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე. სამყარო ახლა თქვენს მიმართ მეტად კეთილგანწყობილია, გამოიყენეთ ეს შანსი, რათა ირგვლივ მიმდინარე ცვლილებები სასიკეთოდ აისახოს თქვენს ცხოვრებაზე