“ღმერთო დაგვიფარე” – ყველაზე დიდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს ის ძალიან ახლოს არის დედამიწასთან

ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს ას­ტრო­ნო­მებ­მა მზის სის­ტე­მის სი­ახ­ლო­ვეს მა­სი­უ­რი შავი ხვრე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც გი­გან­ტუ­რი ვარ­სკვლა­ვი იყო.

უხი­ლა­ვი მე­ზობ­ლის მასა (რო­მელ­საც Gaia BH3 უწო­დეს) და­ახ­ლო­ე­ბით 33-ჯერ აღე­მა­ტე­ბა მზის მა­სას. ამ მო­ნა­ცე­მე­ბით, ის ყვე­ლა­ზე დიდი ვარ­სკვლა­ვი ყო­ფი­ლა შეს­წავ­ლილ ვარ­სკვლა­ვურ კლას­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს გა­ლაქ­ტი­კა­ში უკვე არა­ერ­თი ვარ­სკვლა­ვუ­რი შავი ხვრე­ლია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, მათ­გან ყვე­ლა­ზე მა­სი­უ­რიც კი – ახლა უკვე ყო­ფი­ლი რე­კორდსმე­ნია, რად­გან სულ ცოტა ერ­თნა­ხე­ვარ­ჯერ მსუ­ბუ­ქია ახ­ლა­ხან აღ­მო­ჩე­ნილ­ზე.

მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა ისიც, რომ შავი ხვრე­ლი კოს­მო­სუ­რი სტან­დარ­ტე­ბით, დე­და­მი­წის­გან მხო­ლოდ 2000 სი­ნათ­ლის წლი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი, რაც ძა­ლი­ან ახ­ლოს მდე­ბა­რედ მი­იჩ­ნე­ვა.

დე­და­მი­წას­თან კი­დევ უფრო ახ­ლოს 1500 სი­ნათ­ლის წლის მან­ძილ­ზე მდე­ბა­რე­ობს Gaia BH1, რო­მე­ლიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს სამი წლის წინ Monoceros-ის თა­ნა­ვარ­სკვლა­ვედ­ში.

“ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ასე­თი მა­სი­უ­რი შავი ხვრე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩვენს გვერ­დით“, – ამ­ბობს პას­კუ­ა­ლე პა­ნუ­ცო, პა­რი­ზის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის ას­ტრო­ნო­მი.

“ასე­თი აღ­მო­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთხელ მოხ­დეს ადა­მი­ა­ნის სა­მეც­ნი­ე­რო კა­რი­ე­რა­ში!” – დას­ძენს ის.

აღ­მო­ჩე­ნის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტი­დან 300-ზე მეტი მეც­ნი­ე­რის­გან შექ­მნი­ლი გუნ­დი ჩა­ერ­თო.

ხი­ლუ­ლი დი­ა­პა­ზო­ნის მიღ­მა მოქ­მე­დი სპექტროგ­რა­ფე­ბის დახ­მა­რე­ბით, მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს BH3-ის მასა.

მსგავ­სი ობი­ექ­ტე­ბი ად­რეც იყო ნა­პოვ­ნი, ოღონდ ჩვე­ნი გა­ლაქ­ტი­კის გა­რეთ, რა­მაც არ მის­ცა ას­ტრო­ნო­მებს შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა.

მეც­ნი­ე­რებს ბევ­რი თე­ო­რია აქვთ მსგავ­სი მა­სი­უ­რი შავი ხვრე­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ისი­ნი წარ­მო­იქ­მნე­ბა მე­ტა­ლით ღა­რი­ბი ვარ­სკვლა­ვე­ბის დაშ­ლის შე­დე­გად, რო­მელ­თა ქი­მი­ურ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში წყალ­ბად­ზე და ჰე­ლი­უმ­ზე მძი­მე ელე­მენ­ტე­ბი თით­ქმის არ არ­სე­ბობს. წყა­რო

  • რა არის შავი ხვრე­ლი?

ეს არის არე სივ­რცე­ში, რო­მელ­შიც გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი ველი იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ არა­ფერს, სი­ნათ­ლე­საც კი, არ ძა­ლუძს მისი მი­ზი­დუ­ლო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა მისი მოქ­მე­დე­ბის არე­ალ­ში მოხ­ვედ­რი­სას. შავი ხვრე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, წარ­მო­იქ­მნე­ბა მა­შინ, რო­დე­საც გი­გან­ტუ­რი ვარ­სკვლა­ვი ამო­წუ­რავს მთელ თა­ვის ენერ­გი­ას და კვდო­მას იწყებს.

ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჰი­პო­თე­ზის თა­ნახ­მად, იგი სა­კუ­თა­რი მი­ზი­დუ­ლო­ბის ძა­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბით იწყებს შე­კუმ­შვას და რო­დე­საც მი­აღ­წევს შე­კუმ­შვის პიკს, ხდე­ბა რა­ღაც აფეთ­ქე­ბის­მაგ­ვა­რი მოვ­ლე­ნა, რის შემ­დე­გაც ვარ­სკვლა­ვი ქრე­ბა, ხოლო მისი გრა­ვი­ტა­ცია იმ ზო­მამ­დე გა­იზ­რდე­ბა, რომ იგი და­ი­წყებს ყვე­ლაფ­რის შეს­რუტ­ვას – სი­ნათ­ლის ჩათ­ვლით. სწო­რედ ამ თვი­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ამ ობი­ექ­ტის სა­ხე­ლი “შავი ხვრე­ლი“, ანუ სხე­უ­ლი, რო­მელ­საც სი­ნათ­ლეც კი ვერ უსხლტე­ბა და უხი­ლა­ვი ხდე­ბა.

იმის გამო, რომ სი­ნათ­ლეც ვერ გა­ურ­ბის, შავი ხვრე­ლე­ბი უხი­ლა­ვია. თუმ­ცა, მათი ძებ­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის მქო­ნე კოს­მო­სუ­რი ტე­ლეს­კო­პე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. მათ შე­უძ­ლი­ათ მსგავს ობი­ექ­ტებ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს მი­სულ მა­ტე­რი­ა­სა და ვარ­სკვლა­ვებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა.