სა­დარ­ბა­ზოს­თან არას­რულწლოვნები დახვდნენ, მათ შო­რის 16 წლის გოგო… ,,მიზეზი ეჭვიანობა არისო” – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

სას­ტი­კად არის მოკ­ლუ­ლი 26 წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნი. მას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დახ­ვდნენ და თა­ვის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­ლი­ანს სა­დარ­ბა­ზოს­თან რამ­დე­ნი­მე არას­რულ­წლო­ვა­ნი დახ­ვდა, მათ შო­რის 16 წლის გოგო. და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა. მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი “გი­გას­თან მი­მო­წე­რით აეჭ­ვი­ა­ნა”, რა­საც ქა­ლის თქმით, ჩა­საფ­რე­ბა და მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

“ნ.ი-მ (რედ: გო­გო­ნას ვი­ნა­ო­ბას შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ჯა­რო­ებთ) (16 წლის) ამ მი­მო­წე­რით (ავ­რცე­ლებს ვი­დეო სქ­რინს, გიგა ავა­ლი­ან­სა და ნ.ი-ს შო­რის) აეჭ­ვი­ა­ნა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ა. გ. (17 წლის). ა.გ.-მ რ-სთან (არას­რულ­წლო­ვა­ნი) და ნ.ი.-სთან ერ­თად და­გეგ­მა მკვლე­ლო­ბა. ნ.ი-მ ზუს­ტად აჩ­ვე­ნა, სად შე­ეძ­ლე­ბო­დათ ენა­ხათ გიგა, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ტე­მა­ტუ­რად უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, მაგ­რამ რად­გან ჩემ­თან ერ­თად და­დი­ო­და ვერ მოკ­ლეს, ნა­ხეს ხელ­საყ­რე­ლი მო­მენ­ტი, აე­დევ­ნენ სახ­ლამ­დე და ბნელ ად­გილ­ზე მოკ­ლეს” – წერს მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დედა.

AMBEBI.GE-ს შსს-ში უთხრეს, რომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი ა.გ. და­ა­კა­ვეს.

გიგა ავა­ლი­ან­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი უჭირთ მის ახ­ლობ­ლებს. გვიყ­ვე­ბი­ან, რომ ახალ­გაზ­რდას დიდი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­და, მუ­შა­ობ­და მას­წავ­ლებ­ლად, ასე­ვე სწავ­ლობ­და სა­მე­დი­ცი­ნო­ზე და ექი­მო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. უამ­რა­ვი პოს­ტი იწე­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში:

“სამ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა სი­ცო­ცხლე წა­არ­თვა ჩემს მას­წავ­ლე­ბელს – გი­გას, რო­მე­ლიც ჭკვი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო”.

“შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, უაღ­რე­სად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, მო­მა­ვა­ლი ექი­მი გა­მოგ­ვაკ­ლდა, ჩვენ ხელ­ში გაზ­რდი­ლი ვაჟ­კა­ცი, ჩვე­ნი გიგა ავა­ლი­ა­ნი… ჩვენს ეკას რამ­დე­ნი რამ გა­დახ­და თავს, მაგ­რამ მა­ინც მედგრად ედგა თა­ვის შვი­ლებს, და­აფრ­თი­ა­ნა, გა­მო­ზარ­და სა­უ­კე­თე­სო ვაჟ­კა­ცე­ბი. ახლა კი რა­ღაა მისი სი­ცო­ცხლე… გული მიკ­ვდე­ბა მისი ჯავ­რით”.

“ბიჭი, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა წინ ედგა, ოც­ნე­ბე­ბი ჰქონ­და, გო­ნი­ე­რე­ბი­თა და ტა­ლან­ტით სავ­სე, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, უაზ­რო ეჭ­ვი­ა­ნო­ბა. რო­გო­რი სა­ში­ნე­ლი სი­ტყვე­ბია ეს ორი ერ­თად, როცა მათ უკან ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე დგას. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­დაც ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნეთს კლა­ვენ, და­ა­ვა­დე­ბუ­ლია სი­ძულ­ვი­ლით, ძა­ლა­დო­ბი­თა და გულ­გრი­ლო­ბით. როცა ოჯახ­ში, სკო­ლა­ში, ქუ­ჩა­ში ვე­რა­ვინ ას­წავ­ლის სიყ­ვა­რულს, პა­ტი­ვის­ცე­მას და ღირ­სე­ბას,როცა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა “ნორ­მაა”, როცა სიბ­რა­ზე და შური ხდე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, ასეთ შე­დე­გამ­დე მივ­დი­ვართ.დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბი­ან!!!!” – წე­რენ ახ­ლობ­ლე­ბი.

წყარო: Ambebi.ge