გადაწყვეტილება, რომელიც 2026 წლიდან ამოქმედდება – “ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებას…”

https://video.ambebi.ge/files-6/2025/09-03/kaladze-istoriul-shenoba-nagebobebis-gamosqidvaze-586175.mp4?_=1
2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას.