Category: Uncategorized

  • 27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    ამ დღეს გირჩევთ, თავისუფალი დრო საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობაში გაატაროთ. მით უმეტეს, რომ ამ ეტაპზე აქტიური ქმედებების ხასიათზე არ ხართ. ასეთი განწყობის დროს კი სასარგებლო საუბრები სწორედ რომ საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

    კურო

    პერიოდულად თვითგვემის შემოტევებს ებრძვით. გეჩვენებათ, რომ რაღაც არასწორად გააკეთეთ და მომხდარში დამნაშავე მხოლოდ თქვენ ხართ. შეწყვიტეთ საკუთარი თავის დადანაშაულება, სწორი დასკვნები გამოიტანეთ და აღარასდროს დაუბრუნდეთ ამ თემას.

    ტყუპები

    მთელი დღეს იმაზე ფიქრში გაატარებთ რა, როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა გააკეთოთ. ამასთან დაკავშირებით შესანიშნავი გეგმები და იდეები გაქვთ, მაგრამ საეჭვოა, უახლოეს მომავალში აქედან რამე განხორციელდეს.

    კირჩხიბი

    ცდილობთ, ემოციები აკონტროლოთ და სამწუხარო გაუგებრობებს, რომლებიც ამ დღეს მრავლად იქნება, მშვიდად შეხვდეთ. თავის შეკავებას შეძლებთ, მაგრამ შინაგანი ფორიაქი დიდხანს გაგყვებათ. მაშინ იქნებ თავის შეკავება არც ღირს და ყველაფრის დროულად გარკვევა უკეთესი გადაწყვეტილებაა?

    ლომი

    ლომისთვის ისეთი საქმის დავალება, რომელიც მის პირდაპირ მოვალეობებში არ შედის, უშედეგო იქნება. ეს დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, პრობლემის მოგვარება კი შეგიძლიათ სამომავლოდ გადადოთ.

    ქალწული

    შესაძლოა, სახლში დიდი რემონტის დაწყების ან ინტერიერის შეცვლის იდეა დაგებადოთ. იდეა მიმზიდველია, მაგრამ მისი განხორციელება ჯერჯერობით არ ღირს – ამ ეტაპზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდებათ.

    სასწორები

    ამ დღეს გიჭირთ საქმეზე ფოკუსირება. ზოგიერთ სასწორს დღის მეორე ნახევარში იმის სურვილიც გაუჩნდება, რომ დაწყებული საქმე მიატოვოს და რაღაც ახალს მოჰკიდოს ხელი. მაგრამ ამის გაკეთება არ ღირს – ეს დიდ გაუგებრობას და არეულობას გამოიწვევს.

    მორიელი

    ეს დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, მაგრამ ეს მოჩვენებითი სიმშვიდეა. სინამდვილეში, ფინანსური ან ურთიერთობის პრობლემებისგან ცოტა ხნით გაქცევა გსურთ. ზოგჯერ თვალის დახუჭვის ასეთი პოლიტიკა შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თავად პრობლემები არსად ქრება და მათი გადაჭრა მაინც მოგიწევთ.

    მშვილდოსანი

    თქვენს სულში სრული ქაოსია. ერთ მხრივ, ცდილობთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, მეორე მხრივ, ამის გაკეთებას ვერ ახერხებთ და უფრო ნერვიულობთ. ახლა ემოციების დრო არაა. ჯობს, ადამიანს პირდაპირ უთხრათ ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობთ, ვიდრე სიტუაციის დამალვა სცადოთ.

    თხის რქა

    ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დინებას მიჰყვეთ და ყველა პრობლემა თუ გაუგებრობა დაივიწყოთ. საღამომდე ამ ბედნიერ იდილიაში იქნებით, საღამოს კი გაოცებული აღმოაჩენთ, რომ პრობლემები არსად გამქრალა. ასე რომ, ადრე თუ გვიან, ისინი მაინც უნდა მოაგვაროთ.

    მერწყული

    მერწყულებს ქვიშაში თავის ჩამალვა და ემოციების შეკავება არ გამოგდით, თუმცა ახლა ეს საუკეთესო გამოსავალია, თუ მოახერხებთ.

    თევზები

    ამ დღეს თქვენი საოცარი უნარი სისულელეების კეთების საშუალებას არ მოგცემთ – რაც არ უნდა ღრუბლებში დაცურავდეთ, ტვინის სიღრმეში ყურადღებიანი ბუღალტერი ხართ, რომელიც ყოველ თეთრს ითვლის. ეს ბუღალტერი მეოცნებე თევზებს სწორ გზაზე დააყენებს. ასე რომ, არ ინერვიულოთ.

  • ამ ნიგვზინი რულეტის რეცეპტი ხუთჯერ გვკითხეს გუშინ 😃 რადგან ასეთი მოთხოვნადია, თამამად გიზიარებთ 👇

    ამ ნიგვზინი რულეტის რეცეპტი ხუთჯერ გვკითხეს გუშინ 😃 რადგან ასეთი მოთხოვნადია, თამამად გიზიარებთ 👇

    მეტი ტკბილეულობის რეცეპტების სანახავად, შემოგვიერთდით ფეისბუქჯგუფში.

    ინგრედიენტები

    ინგრედიენტები გულსართისთვის

    • დარიჩინი – 1.00 ჩკ
    • ლიმონის, ან ლაიმის ცედრა – 1.00 ცალი
    • შაქარი – 600.00 გრ
    • ქიშმიში – 500.00 გრ
    • კვერცხი – 2.00 ცალი
    • ნიგოზი – 700.00 გრ

    ინგრედიენტები

    • ფქვილი – 600.00 გრ
    • მწიკვი მარილი
    • ვანილი – 10.00 გრ
    • არაჟანი – 250.00 გრ
    • კარაქი – 250.00 გრ
    • კვერცხი – 1.00 ცალი
    ტაბულა

    მომზადების წესი

    ფქვილში ავფშვნიტეთ კარაქი, დაამატეთ არაჟანი, ვანილი, მარილი,1ცალი კვერცხი.მოზილეთ ერთგვაროვანი მასა და შეინახეთ მაცივარში, 40 წუთის განმავლობაში.

    გაატარეთ ნიგოზი და აურიეთ ქიშმიშში, დაამატეთ ლიმონის ცედრა, ასევე შეგიძლიათ 2ცალი კვერცხის დამატებაც. გააბტყელეთ ცომი თხლად, გაშალეთ გულსართი თანაბრად და გადაახვიეთ. ზემოდანწაუსვით კვერცხის გული და შედგით ღუმელში.

  • საუკუნის ვიდეო, რომ არ მოგატყუოთ, 17-ჯერ ვუყურე

    საუკუნის ვიდეო, რომ არ მოგატყუოთ, 17-ჯერ ვუყურე

    ვრცელდება ვიდეო “ტიკ ტოკზე”, რომელმაც ერთ დღეში მილიონამდე ნახვა დააგროვა.

    ბოლო ვაგონი მოწყდა…

    რომ არ მოგატყუოთ 17 ჯერ ვუყურე…” – წერენ კომენტარებში.

  • “ღმერთო დაგვიფარე..” – NASA-ს მეცნიერებმა პროგნოზი გააკეთეს

    “ღმერთო დაგვიფარე..” – NASA-ს მეცნიერებმა პროგნოზი გააკეთეს

    დედამიწა ყოველთვის საცხოვრებლად ვარგისი არ იქნება. NASA-ს მეცნიერებისა და ტოჰოს უნივერსიტეტის გამოთვლებით, დაახლოებით ერთ მილიარდ წელიწადში პლანეტის ატმოსფეროდან  ჟანგბადი გაქრება, რაც შეუძლებელს გახდის სიცოცხლის არსებობას.

    მკვლევრები განმარტავენ, რომ მზის თანდათანობით დათბობასთან ერთად, ნახშირორჟანგის მოლეკულები დაიწყებენ დაშლას. CO₂-ის გარეშე მცენარეები ვერ შეძლებენ ფოტოსინთეზს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შეწყვეტენ ჟანგბადის გამომუშავებას. ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას: ტყეები გაქრება, ატმოსფერული ჟანგბადი გამოილევა და ცხოველები და ადამიანები ვეღარ შეძლებენ გადარჩენას.

    როდესაც პროცესი შეუქცევადი გახდება, დედამიწაზე მხოლოდ ანაერობული მიკროორგანიზმები გადარჩებიან, რომლებსაც ჟანგბადის გარეშე ცხოვრება შეუძლიათ. ამავდროულად, მეთანის კონცენტრაცია გაიზრდება, ჰაერი ტოქსიკური გახდება და პლანეტა თანდათან უნაყოფო კლდედ გადაიქცევა, ისევე როგორც მილიარდობით წლის წინ იყო.

    ოზონის ფენა და რადიაცია

    ჟანგბადთან ერთად, ოზონის შრეც გაქრება. ეს პლანეტის ზედაპირს მზის რადიაციისგან დაუცველს დატოვებს, რაც ნებისმიერ სიცოცხლეს კიდევ უფრო დაუცველს გახდის.

    „ის პლანეტაც კი, რომელსაც ჩვენ მარადიულად სტუმართმოყვარედ აღვიქვამთ, სინამდვილეში დროებითია“, – ხაზს უსვამენ კვლევის ავტორები.

    მათი თქმით, ეს დასკვნები ხელს უწყობს დედამიწის ევოლუციის და საცხოვრებლად ვარგისი ეგზოპლანეტების პოვნის კრიტერიუმების უკეთ გაგებას.

    მიუხედავად იმისა, რომ „ჟანგბადის ეპოქის“ დასასრული მალე არ არის მოსალოდნელი, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აღმოჩენა ჩვენი ატმოსფეროს მყიფეობისა და მისი შენარჩუნების მნიშვნელობის შეხსენებაა.

  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    ფინანსები ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა. ადამიანები ხშირად ბანკებს არ ენდობიან და როდესაც გარკვეული თანხის დაგროვებას იწყებენ, სახლში ტოვებენ.

    თანხის შესანახად ეზოთერიკოსებმა მიგვითითებენ კონკრეტულ ადგილებზე. ადგილის დადებითმა ან ნეგატიურმა ენერგიამ შიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენს კეთილდღეობაზე.

     

    მოდით გავარკვიოთ, რომელ ხუთ ადგილას არ უნდა შევინახოთ სახლში თანხა.

    1. ლეიბი

     

    იცოდით, რომ ფულს ნეგატიური ენერგია აქვს? როდესაც იგი ადამიანის სხეულს უახლოვდება, ის მათ ენერგიას შთანთქავს. ამის მიუხედავად, ლეიბების ქვეშ თანხის შენახვა კვლავ პოპულარულია ხანდაზმულებში, რომელთაც მათი შემოწმება სულ შეუძლიათ. ასე, რომ გაითვალისწინეთ ეს მეთოდი ძალიან პოპულარულია და ნუ შეინახავთ თანხას ლეიბის ქვეშ.

    1. ტანსაცმელი

     

    ჩვენ არ გვაქვს მხედველობაში ის ტანსაცმელი, რაც ახლა გაცვიათ, არამედ კარადაში არსებული სამოსი. კარადა ისეთი ადგილია, სადაც უცხო ადამიანი მარტივად იპოვის თქვენს მიერ შენახულ თანხას, ან შესაძლებელია ტანსაცმელის ჯიბეში დატოვებული თანხა დაგავიწყდეთ და შემდეგ ის ტანსცმელი სხვას ათხოვოთ.

    1. ბურღულელის ქილები

     

    რა თქმა უნდა, ბურღულელის ქილაში შენახული თანხა ნეგატიური ენერგიებით იქნება სავსე. არ ღირს იმის შეხსენება, რომ მინის ქილა უცხო ადამიანებისათვის ძალზე ხელმისაწვდომი ადგილია.

    1. საჭირო ოთახი

    საჭირო ოთახი ალბათ ერთ-ერთი პოპულარული ადგილია ფულის შენახვისთვის. არა ერთხელ ნახავდით ფილმებში, თუ როგორ იღებენ შენახულ ფულს უნიტაზის ბაჩოკიდან. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს ადგილი ნამდვილად სარიკსოა ფულის შეასანახად.

    1. სამზარეულო

     

    ზოგადად, სამზარეულო პოზიტივისა და დადებითი ენერგიებით სავსე ადგილია, თუმცა არა ფულის შესანახად. სამზარეულო ფულზე უარყოფითად მოქმედებს.

    ასევე გაითვალისწინეთ და თავი აარიდეთ დერეფანში დაგროვებული ფულის შენახვას. ეს ისეთი ადგილია, სადა სხვდასხვა ადამიანი გადის და შესაბამისად ფულზეც მოქმედებს ცვალებადი ენერგიები.

    გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია.

  • ღმერთო, ეს რა საშინელებაა, ძალიან ფრთხილად იყავით ხალხო… – ამ წუთებში შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა

    ღმერთო, ეს რა საშინელებაა, ძალიან ფრთხილად იყავით ხალხო… – ამ წუთებში შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა

    სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხარებილი შემზარავ ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ თევზში პარაზიტები აღმოაჩინა:

    სამწუხარო ამბავია, ყურადღებით და ფრთხილად იყავით, მეთევზეებო – წერს ვიდეოს ავტორი სოციალურ ქსელში.

  • ამ ზეთის ზუსტად 5 წვეთი ასწორებს ნაოჭებს, აქრობს თვალის ირგვლივ ლაქებს, ბალიშებს და შავ წრეებს!

    ამ ზეთის ზუსტად 5 წვეთი ასწორებს ნაოჭებს, აქრობს თვალის ირგვლივ ლაქებს, ბალიშებს და შავ წრეებს!

    თავად დედოფალ სავსკაის უყვარდა კანის ზეთებით განებივრება: ის სილამაზის შენარჩუნებისთვის ბუნების ძალას იყენებდა, რომელზეც სხვადასხვა უძველეს წყაროებში ბევრი ინფორმაცია არის.

    სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის ქაცვის ზეთის ფასეულობის შესახებ. ის იმდენად ძლიერ მოქმედია, რომ შეუძლია მეძუძურ დედას ძუძუსთავები მოუშუშოს, ჩვეულებრივ ასეთი დაზიანება ძალიან ნელა და მტკივნეულად ხორცდება. პროდუქტის მდიდარი ქიმიური შემადგენლობა გვახარებს. А, Е, С ვიტამინები კანისთვის შეუცვლელია, ასევე მიკროელემენტები, რომელთაც ანტისეპტიკური თვისება აქვთ და კაროტინი. ამასთან ეს სასწაული ზეთი თეთრები ღირს.

    ქაცვის ზეთი სახისთვის

    სუფთა სახით ქაცვის ზეთი ანთების ნებისმიერ წერტილში წერტილოვნად შეგიძლიათ წაისვათ: პროდუქტი კანს სწრაფად აღადგენს, მხოლოდ წერტილოვნად წაისვით, რადგან ზეთში ბევრი ნივთიერებაა, რომელსაც კანის  ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი საფარის შესუსტება და დამცავი ფენის ბალანსის დარღვევა შეუძლია.

    ძლიერი საშუალება! ნარინჯისფერ ზეთს ჩვეულებრივ იყენებენ, როგორც სხვადასხვა ნიღბის მთავარი ინგრედიენტი. თუ ნიღბის გაკეთების დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ სხვა გზას მიმართოთ. საკმარისია 1 წვეთი ზეთი დაუმატოთ ჩვეულებრვი დღის კრემს, რომლის წასმასაც აპირებთ. მცირე რაოდენობის ზეთიც კი კანზე ჯადოსნურ ეფექტს მოახდენს.

    ნიღაბი, რომელსაც დღეს “რჩევების” რედაქცია გთავაზობთ მშრალ კანს კვებას და აღადგენს, აქრობს ნაოჭებს. ელასტიურობა და ნათელი სახე – აი გამოყენების შედეგი. სხვათა შორის, ქაცვის ზეთს მათეთრებელი ეფექტიც აქვს. თუ თქვენ ჭორფლი ან პიგმენტური ლაქა გაქვთ, დროა მათ შეებრძოლოთ!

    ინგრედიენტები:

    • 1 ჩ/კ თაფლი
    • 3 ს/კ თბილი რძე
    • 1 ს/კ ხაჭო
    • 1 ს/კ ქაცვის ზეთი

    მომზადება

    1. თაფლი თბილ რძეს კარგად აურიეთ.
    2. დაუმატეთ ხაჭო და ქაცვის ზეთი, კარგად აურიეთ.
    3. ნიღაბი სუფთა გაწმენდილ სახეზე დაიდეთ.
    4. 15 წუთის შემდეგ სველი თითებით ფრთხილად მოიშორეთ, თითქოსდა პილინგის ნიღაბს იშორებთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დამატენიანებელი კრემი წაისვით.

    ქაცვის ზეთი შეგიძლიათ სიმაღლეში ზრდისა და წამწამების გასაძლიერებლად გამოიყენოთ. შეგიძლიათ მოამზადოთ ნატურალური კრემი კაკაოს ზეთისა და ქაცვის ზეთისგან თვალის ირგვლივ მგრძნობიარე კანისთვის.

    გამაძლიერებელი ნიღაბი თმისთვის ქაცვის ზეთით

    ამ ნიღბის შემდეგ თმები უფრო ხავერდოვანი ხდება. რაც მთავარია – სწრაფად ზრდას იწყებს.  საკმაოდ ეფექტურია ნიღაბი გამელოტების დროს, რადგან ის კანს კურნავს და კვებავს, ასევე თმის ბოლქვებს აძლიერებს. საქმე დიდებული ვიტამინების შემადგენლობაშია

    ინგრედიენტები

    • 2 ს/კ ქაცვის ზეთი
    • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
    • 1 კვერცხი
    • 1 ს/კ არაჟანი

    მომზადება

    1. აურიეთ ქაცვის და ზეითუნის ზეთები კვერცხს. შემდეგ დაუმატეთ არაჟანი.
    2. წაისვით ნიღაბი მთელ სიგრძეზე – ძირიდან ბოლოებამდე. თავი შეიხვიეთ და ნიღაბი მინიმუმ 1 საათით გაიჩერეთ.
    3. თავი შამპუნით დაიბანეთ.

    ზეთში არსებული ცხიმოვანი მჟავები, განსაკუთრებით შეღებილი თმისთვის არის სასარგებლო, ასევე ულამაზო გაყოფილი ბოლოების მოშორებაში დაგეხმარებათ.

    ქაცვის ზეთი მუცლისთვის

    ქაცვის ზეთი შესანიშნავად კურნავს კუჭის ლორწოვანს და აღადგენს მას. ეს წამალი გასტრიტის და წყლულის დროს ინიშნება. ქაცვის ზეთი მკურნალობს ხელს უწყობს. რა თქმა უნდა, უმჯობესია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია, სანამ წამალს დალევთ.

    როგორ გამოვიყენოთ ქაცვის ზეთი

    მიიღეთ 1 ს/კ ქაცვის ზეთი დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 30 დღე.

    ასევე ქაცვის ზეთი გულძმარვის დროს დაგეხმარებათ. თუ ეს პრობლემა მოსვენებას არ გაწუხებთ, დილით 1 ჩ/კ ზეთი შეურიეთ 1 ს/კ სოდას და დალიეთ. ასეთი პრევენციული ღონისძიება დისკომფორტს მოგიხსნით, საჭმლის მომნელებელი პროცესი დარეგულირდება.

    ურჩიეთ მეგობრებს ქაცვის ზეთი, უამბეთ მათ ამ სტატიის შესახებ. ნატურალური საშუალება ადამიანის ორგანიზმში ჯადოქრობას ჩადის.

  • 🔴 35 წლამდე კაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

    🔴 35 წლამდე კაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 35 წლამდე ასაკის კაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
    ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ოჯახის წევრები და მეზობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

    გარდაცვლილს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც ტყის განაპირას მისი ავტომობილი შენიშნეს.
    ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც
    მამაკაცის გარდაცვალების რეალური მიზეზი უნდა დადგინდეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

  • სა­დარ­ბა­ზოს­თან არას­რულწლოვნები დახვდნენ, მათ შო­რის 16 წლის გოგო… ,,მიზეზი ეჭვიანობა არისო” – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

    სა­დარ­ბა­ზოს­თან არას­რულწლოვნები დახვდნენ, მათ შო­რის 16 წლის გოგო… ,,მიზეზი ეჭვიანობა არისო” – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

    სას­ტი­კად არის მოკ­ლუ­ლი 26 წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნი. მას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დახ­ვდნენ და თა­ვის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს.

    არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­ლი­ანს სა­დარ­ბა­ზოს­თან რამ­დე­ნი­მე არას­რულ­წლო­ვა­ნი დახ­ვდა, მათ შო­რის 16 წლის გოგო. და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა. მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი “გი­გას­თან მი­მო­წე­რით აეჭ­ვი­ა­ნა”, რა­საც ქა­ლის თქმით, ჩა­საფ­რე­ბა და მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

    “ნ.ი-მ (რედ: გო­გო­ნას ვი­ნა­ო­ბას შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ჯა­რო­ებთ) (16 წლის) ამ მი­მო­წე­რით (ავ­რცე­ლებს ვი­დეო სქ­რინს, გიგა ავა­ლი­ან­სა და ნ.ი-ს შო­რის) აეჭ­ვი­ა­ნა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ა. გ. (17 წლის). ა.გ.-მ რ-სთან (არას­რულ­წლო­ვა­ნი) და ნ.ი.-სთან ერ­თად და­გეგ­მა მკვლე­ლო­ბა. ნ.ი-მ ზუს­ტად აჩ­ვე­ნა, სად შე­ეძ­ლე­ბო­დათ ენა­ხათ გიგა, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ტე­მა­ტუ­რად უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, მაგ­რამ რად­გან ჩემ­თან ერ­თად და­დი­ო­და ვერ მოკ­ლეს, ნა­ხეს ხელ­საყ­რე­ლი მო­მენ­ტი, აე­დევ­ნენ სახ­ლამ­დე და ბნელ ად­გილ­ზე მოკ­ლეს” – წერს მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დედა.

    AMBEBI.GE-ს შსს-ში უთხრეს, რომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი ა.გ. და­ა­კა­ვეს.

    გიგა ავა­ლი­ან­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი უჭირთ მის ახ­ლობ­ლებს. გვიყ­ვე­ბი­ან, რომ ახალ­გაზ­რდას დიდი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­და, მუ­შა­ობ­და მას­წავ­ლებ­ლად, ასე­ვე სწავ­ლობ­და სა­მე­დი­ცი­ნო­ზე და ექი­მო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. უამ­რა­ვი პოს­ტი იწე­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში:

    “სამ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა სი­ცო­ცხლე წა­არ­თვა ჩემს მას­წავ­ლე­ბელს – გი­გას, რო­მე­ლიც ჭკვი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო”.

    “შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, უაღ­რე­სად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, მო­მა­ვა­ლი ექი­მი გა­მოგ­ვაკ­ლდა, ჩვენ ხელ­ში გაზ­რდი­ლი ვაჟ­კა­ცი, ჩვე­ნი გიგა ავა­ლი­ა­ნი… ჩვენს ეკას რამ­დე­ნი რამ გა­დახ­და თავს, მაგ­რამ მა­ინც მედგრად ედგა თა­ვის შვი­ლებს, და­აფრ­თი­ა­ნა, გა­მო­ზარ­და სა­უ­კე­თე­სო ვაჟ­კა­ცე­ბი. ახლა კი რა­ღაა მისი სი­ცო­ცხლე… გული მიკ­ვდე­ბა მისი ჯავ­რით”.

    “ბიჭი, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა წინ ედგა, ოც­ნე­ბე­ბი ჰქონ­და, გო­ნი­ე­რე­ბი­თა და ტა­ლან­ტით სავ­სე, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, უაზ­რო ეჭ­ვი­ა­ნო­ბა. რო­გო­რი სა­ში­ნე­ლი სი­ტყვე­ბია ეს ორი ერ­თად, როცა მათ უკან ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე დგას. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­დაც ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნეთს კლა­ვენ, და­ა­ვა­დე­ბუ­ლია სი­ძულ­ვი­ლით, ძა­ლა­დო­ბი­თა და გულ­გრი­ლო­ბით. როცა ოჯახ­ში, სკო­ლა­ში, ქუ­ჩა­ში ვე­რა­ვინ ას­წავ­ლის სიყ­ვა­რულს, პა­ტი­ვის­ცე­მას და ღირ­სე­ბას,როცა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა “ნორ­მაა”, როცა სიბ­რა­ზე და შური ხდე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, ასეთ შე­დე­გამ­დე მივ­დი­ვართ.დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბი­ან!!!!” – წე­რენ ახ­ლობ­ლე­ბი.

    წყარო: Ambebi.ge