Author: tea tea

  • “ღმერთო დაგვიფარე” – ყველაზე დიდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს ის ძალიან ახლოს არის დედამიწასთან

    “ღმერთო დაგვიფარე” – ყველაზე დიდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს ის ძალიან ახლოს არის დედამიწასთან

    ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს ას­ტრო­ნო­მებ­მა მზის სის­ტე­მის სი­ახ­ლო­ვეს მა­სი­უ­რი შავი ხვრე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც გი­გან­ტუ­რი ვარ­სკვლა­ვი იყო.

    უხი­ლა­ვი მე­ზობ­ლის მასა (რო­მელ­საც Gaia BH3 უწო­დეს) და­ახ­ლო­ე­ბით 33-ჯერ აღე­მა­ტე­ბა მზის მა­სას. ამ მო­ნა­ცე­მე­ბით, ის ყვე­ლა­ზე დიდი ვარ­სკვლა­ვი ყო­ფი­ლა შეს­წავ­ლილ ვარ­სკვლა­ვურ კლას­ში.

    მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს გა­ლაქ­ტი­კა­ში უკვე არა­ერ­თი ვარ­სკვლა­ვუ­რი შავი ხვრე­ლია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, მათ­გან ყვე­ლა­ზე მა­სი­უ­რიც კი – ახლა უკვე ყო­ფი­ლი რე­კორდსმე­ნია, რად­გან სულ ცოტა ერ­თნა­ხე­ვარ­ჯერ მსუ­ბუ­ქია ახ­ლა­ხან აღ­მო­ჩე­ნილ­ზე.

    მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა ისიც, რომ შავი ხვრე­ლი კოს­მო­სუ­რი სტან­დარ­ტე­ბით, დე­და­მი­წის­გან მხო­ლოდ 2000 სი­ნათ­ლის წლი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი, რაც ძა­ლი­ან ახ­ლოს მდე­ბა­რედ მი­იჩ­ნე­ვა.

    დე­და­მი­წას­თან კი­დევ უფრო ახ­ლოს 1500 სი­ნათ­ლის წლის მან­ძილ­ზე მდე­ბა­რე­ობს Gaia BH1, რო­მე­ლიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს სამი წლის წინ Monoceros-ის თა­ნა­ვარ­სკვლა­ვედ­ში.

    “ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ასე­თი მა­სი­უ­რი შავი ხვრე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩვენს გვერ­დით“, – ამ­ბობს პას­კუ­ა­ლე პა­ნუ­ცო, პა­რი­ზის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის ას­ტრო­ნო­მი.

    “ასე­თი აღ­მო­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთხელ მოხ­დეს ადა­მი­ა­ნის სა­მეც­ნი­ე­რო კა­რი­ე­რა­ში!” – დას­ძენს ის.

    აღ­მო­ჩე­ნის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტი­დან 300-ზე მეტი მეც­ნი­ე­რის­გან შექ­მნი­ლი გუნ­დი ჩა­ერ­თო.

    ხი­ლუ­ლი დი­ა­პა­ზო­ნის მიღ­მა მოქ­მე­დი სპექტროგ­რა­ფე­ბის დახ­მა­რე­ბით, მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს BH3-ის მასა.

    მსგავ­სი ობი­ექ­ტე­ბი ად­რეც იყო ნა­პოვ­ნი, ოღონდ ჩვე­ნი გა­ლაქ­ტი­კის გა­რეთ, რა­მაც არ მის­ცა ას­ტრო­ნო­მებს შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა.

    მეც­ნი­ე­რებს ბევ­რი თე­ო­რია აქვთ მსგავ­სი მა­სი­უ­რი შავი ხვრე­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ისი­ნი წარ­მო­იქ­მნე­ბა მე­ტა­ლით ღა­რი­ბი ვარ­სკვლა­ვე­ბის დაშ­ლის შე­დე­გად, რო­მელ­თა ქი­მი­ურ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში წყალ­ბად­ზე და ჰე­ლი­უმ­ზე მძი­მე ელე­მენ­ტე­ბი თით­ქმის არ არ­სე­ბობს. წყა­რო

    • რა არის შავი ხვრე­ლი?

    ეს არის არე სივ­რცე­ში, რო­მელ­შიც გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი ველი იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ არა­ფერს, სი­ნათ­ლე­საც კი, არ ძა­ლუძს მისი მი­ზი­დუ­ლო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა მისი მოქ­მე­დე­ბის არე­ალ­ში მოხ­ვედ­რი­სას. შავი ხვრე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, წარ­მო­იქ­მნე­ბა მა­შინ, რო­დე­საც გი­გან­ტუ­რი ვარ­სკვლა­ვი ამო­წუ­რავს მთელ თა­ვის ენერ­გი­ას და კვდო­მას იწყებს.

    ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჰი­პო­თე­ზის თა­ნახ­მად, იგი სა­კუ­თა­რი მი­ზი­დუ­ლო­ბის ძა­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბით იწყებს შე­კუმ­შვას და რო­დე­საც მი­აღ­წევს შე­კუმ­შვის პიკს, ხდე­ბა რა­ღაც აფეთ­ქე­ბის­მაგ­ვა­რი მოვ­ლე­ნა, რის შემ­დე­გაც ვარ­სკვლა­ვი ქრე­ბა, ხოლო მისი გრა­ვი­ტა­ცია იმ ზო­მამ­დე გა­იზ­რდე­ბა, რომ იგი და­ი­წყებს ყვე­ლაფ­რის შეს­რუტ­ვას – სი­ნათ­ლის ჩათ­ვლით. სწო­რედ ამ თვი­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ამ ობი­ექ­ტის სა­ხე­ლი “შავი ხვრე­ლი“, ანუ სხე­უ­ლი, რო­მელ­საც სი­ნათ­ლეც კი ვერ უსხლტე­ბა და უხი­ლა­ვი ხდე­ბა.

    იმის გამო, რომ სი­ნათ­ლეც ვერ გა­ურ­ბის, შავი ხვრე­ლე­ბი უხი­ლა­ვია. თუმ­ცა, მათი ძებ­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის მქო­ნე კოს­მო­სუ­რი ტე­ლეს­კო­პე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. მათ შე­უძ­ლი­ათ მსგავს ობი­ექ­ტებ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს მი­სულ მა­ტე­რი­ა­სა და ვარ­სკვლა­ვებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა.

  • ეს სახუმარო აღარაა, მთავრობის წარმომადგენელი მოკვდება… – რა წინასწარმეტყველებას ავრცელებს ლელა კაკულია

    ეს სახუმარო აღარაა, მთავრობის წარმომადგენელი მოკვდება… – რა წინასწარმეტყველებას ავრცელებს ლელა კაკულია

    სოციალურ ქსელში ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას სხვადასხვა წლებით დათარიღებული წინასწარმეტყველებები ქვეყნდება.

    ლელა კაკულია: ვხედავ, საქართველოსთვის ახალი ერა იწყება…

    ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება – ქვეყნდება პირველად.

    2022 წლის 5 ოქტომბერი

    მე მრავალი წლის წინ, ჯერ კიდევ 1994 წელს ჩავწერე და გამოვაქვეყნე, ჯერ ის ვრცელი პროგრამა უნდა ასრულდეს ბოლომდე, რასაც ვიწინასწარმეტყველებ, და მხოლოდ მერე მაქვს უფლება, გავიდე წინ, ანუ კიდევ უფრო შორს გავიხედო, შორი მომავალი ვიწინასწარმეტყველო-მეთქი.

    და ახლა ვხედავ, რომ ეს დრო მოახლოვდა.

    ვხედავ, ინთება ახალი ვარსკვლავი, იხსნება ახალი კარი კოსმოსში, წინასწარმეტყველებები წამოვა ოკეანესავით და მეც, ახლა რომ დაყუდებული ბერივით ვდუმვარ, ისევ ავლაპარაკდები.

    სხვათა შორის, ჩემი დადუმებაც ნაწინასწარმეტყველები მქონდა ბევრი, ბევრი წლის წინ. მაშინ ასეთი რამ ვთქვი: დადგება დრო, როცა დავდუმდები; მოვა დრო, როცა ჰაერივით დასჭირდებათ ჩემი წინასწარმეტყველება და მაშინ ერთ სიტყვასაც არ ვიტყვი — ხომ არიან გენიოსები და თვითონ გადაწყვიტონ პრობლემები-მეთქი…

    რაც შეეხება იმას, რასაც ახლა ვხედავ, ეს ისაა, რომ რუსეთი, როგორც სახელმწიფო, ფაქტობრივად განადგურებულია, არ არსებობს.

    მაგრამ ვხედავ, მოდიან ახალგაზრდები, ასე, 27-30 წლისა, სამხედრო ფორმები აცვიათ. ზუსტად ეს ხალხი დაიკავებს რუსეთის მთავრობაში ადგილებს.

    ეს ჭკვიანი ახალგაზრდები არიან, სწორ ანალიზებს აკეთებენ, პუტინმა კი რუსეთი თითქმის დაღუპა. ამერიკა, ევროპა, მთელი მსოფლიო — რუსეთს არ ენდობიან. ამ ახალი ხალხის წყალობით კი რუსეთი აუცილებლად გამოვა მდგომარეობიდან, აუცილებლად გამოვა. მერე ნელ-ნელა ყველაფერი მშვიდდება.

  • “ვიცი, რომ ჩემს ვიდეოს ბევრი კომენტარი მოჰყვება… ვმუშაობდი ლაშა ბასლაძნესთან, რესტორან “ქვევრში” მიმტანად” – რას ამბობს ვლად მგელაძე?

    “ვიცი, რომ ჩემს ვიდეოს ბევრი კომენტარი მოჰყვება… ვმუშაობდი ლაშა ბასლაძნესთან, რესტორან “ქვევრში” მიმტანად” – რას ამბობს ვლად მგელაძე?

    “ვმუშაობდი ლაშა ბასლაძნესთან, რესტორან “ქვევრში” მიმტანად… ” – ვლად მგელაძე ვიდეომიმართვას აქვეყნებს.

    ცნობისთვის, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

  • თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

    თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

    🔴 თურქეთში მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა | ამის ამსახველი ფოტოები ადგილობრივ Telegram-არხებში ვრცელდება. ცნობილია, რომ შენობების ნაწილი ჩამოინგრა ბალიქესირის პროვინციის სინდირის რაიონში
    🔻 თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ცოტა ხნის წინ მოხდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა
  • „გული მეგლიჯება…“ – მარიამ შენგელია ლაშა ბასლანძის გარდაცვალებაზე

    „გული მეგლიჯება…“ – მარიამ შენგელია ლაშა ბასლანძის გარდაცვალებაზე

    რესტორან „ქვევრის“ მფლობელი  და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.

    სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერალი მარიამ შენგელია ეხმაურება და წერს:

    „ლაშ, კააარგი რააა, გული მეგლიჯება…“.

  • თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

    თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

    თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამით თაღლითური სქემის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

    „ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • გიორგი მამარდაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    გიორგი მამარდაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელი, ხოსე მანუელ ოჩოტორენა, რომელიც ქართველ მეკარეს ვალენსიაში ავარჯიშებდა, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ლა ლიგის კლუბი ავრცელებს.

    მომხდარს სოციალურ ქსელში მამარდაშვილიც გამოეხმაურა:

    „ადამიანი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაზე და ცხოვრებაზე, გაქრა. მადლობა ყველაფრისთვის, რაც მასწავლე, მადლობა ნდობისთვის და არამარტო როგორც ფეხბურთელად, ისე ადამიანად გაზრდაში დახმარებისთვის. შენი მემკვიდრეობა სამუდამოდ იცხოვრებს ჩვენში, გვქონდა იღბალი, შენგან გვესწავლა. მშვიდად განისვენე ოჩოტო,“ – წერს მამარდაშვილი.

  • ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა – ცნობილია მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი

    ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა – ცნობილია მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი

    რესტორან „ქვევრის“ მფლობელი  და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, ამიკო ჯანელიძე ავრცელებს.

    როგორც ირკვევა, ლაშა ბასლანძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა.

    წყარო : Primetime.ge

  • “ღმერთო, ეს რა უბედურება დაგვატყდა თავს…” – ბიზნესმენ ლაშა ბასლანძეს გარდაცვალებას ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება

    “ღმერთო, ეს რა უბედურება დაგვატყდა თავს…” – ბიზნესმენ ლაშა ბასლანძეს გარდაცვალებას ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება

    ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ცნობილი სახეები ეხმაურებიან:

    “ვინმემ გამაღვიძეთ მითხარით რომ ტყუილია, ლაშიკო” – წერს მომღერალი ინდირა ჯგერნაია.

    “დაუჯერებელი ტრაგედიაა! ნათელში იყოს შენი სული, ლაშა” – ნოე სულაბერიძე.

    “ღმერთო ეს რა უბედურება დაგვატყდა თავს,ეს რა სასჯელია,ვინც გვიყვარს ესე ნაადრევად რომ მიგყავს შენთან!

    უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი სადაც მართალნი განისვენებენ! ამინ ძალიან მაგარი ბიჭი აღარ გვყავს ბასლა! ” – წერს მომღერალი ზურა ხაჩიძე.

    “ვაახ! ბასლა.ყველანაირი შესავლის და მაგრამების გარეშე, ძალიან გამიტყდა ეს ამბავი. სალომე ბაკურაძე, ვიზიარებ” – ნანუკა ჟორჟოლიანი.

    “ჩემო გულიანო და კარგო ბიჭო რა დავწერო ….დამადუმა შენმა გარდაცვალებამ….” – მომღერალი ნატო გელაშვილი.

     

    ცნობისთვის,ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა ამიკო ჯანელიძემ გაავრცელა.

    ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ბიზნესმენის გარდაცვალების მიზეზი. არსებული ინფორმაციით, ლაშა ბასლანძე იტალიაში იმყოფებოდა.