Author: tea tea

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაფერი აღიარა – “ვერ წარმოიდგენთ რა თქვა…”

    ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაფერი აღიარა – “ვერ წარმოიდგენთ რა თქვა…”

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლის მიღების ფაქტი.

    „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ინტენსიური, კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც წინა დღეების განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა, მათ შორის, ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები.

    მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე და ხსენებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ერთ-ერთ დაკავებულ პირთან დაკავშირებით.

    დამატებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ, როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ.

  • “სავარაუდოდ აივნიდან გადმოვარდა… რომ მივედი ექიმები ეხვივნენ გარშემო” – ტრაგედია გლდანში, გარდაცვლილია მცირეწლოვანი: რა დეტალებია ცნობილი

    “სავარაუდოდ აივნიდან გადმოვარდა… რომ მივედი ექიმები ეხვივნენ გარშემო” – ტრაგედია გლდანში, გარდაცვლილია მცირეწლოვანი: რა დეტალებია ცნობილი

    ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­შინ თბი­ლის­ში. გლ­დან­ში, მეშ­ვი­დე სარ­თუ­ლი­დან 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვი გად­მო­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

    სან­დრო ბე­რი­ძე თბი­ლი­სის N205-ე სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლი იყო. ბა­ღის ად­მი­ნის­ტრა­ცია სამ­ძიმ­რის წე­რილს ავ­რცე­ლებს.

    “გლ­და­ნის მე-7 მიკ­რო-რა­ი­ონ­ში გუ­შინ სა­ღა­მოს, უბე­დურ­მა შემ­თხვე­ვამ იმ­სხვერ­პლა 205-ე ბაგა-ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლი-სან­დრო ბე­რი­ძე. ეს მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლი იქ­ნე­ბა მუ­დამ ჩვენ­თვის. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახს” – წერს თბი­ლი­სის N205-ე სა­ბავ­შვო ბაგა-ბაღი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

    უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა გუ­შინ, ღა­მით მოხ­და.

    “შემ­თხვე­ვით შე­ვეს­წა­რი ამ სა­ში­ნელ ტრა­გე­დი­ას. მე­ზო­ბე­ლი არ ვარ, უბ­რა­ლოდ იქ აღ­მოვ­ჩნდი იმ დროს და სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებ­და. სას­წრა­ფო მო­სუ­ლი იყო და ექი­მე­ბი ეხ­ვივ­ნენ გარს და მცდე­ლო­ბას არ აკ­ლებ­დნენ, მაგ­რამ ბავ­შვი ად­გილ­ზე იყო გარ­დაც­ვლი­ლი. არ ვიცი გო­ნე­ბი­დან ალ­ბათ არა­სო­დეს ამო­ვა ეს უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი. ნე­ტა­ვი სა­კუ­თა­რი თვა­ლით არ და­მე­ნა­ხა, რო­გორ იწვა ბე­ტონ­ზე ბავ­შვი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ალ­ბათ თვალ­წინ მექ­ნე­ბა ეს ტრა­გე­დია. დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, რა და რო­გორ მოხ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ აივ­ნი­დან გად­მო­ვარ­და პა­ტა­რა. უფალ­მა გაძ­ლე­ბა მის­ცეს ოჯახს” – გვიყ­ვე­ბა ერთ ერთი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის შემ­დეგ ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

    “არ ვიცი რო­გორ უნდა გა­უძ­ლოს ოჯახ­მა ამ ტკი­ვილს. ჩვენ სო­ფელ­ში ვართ მე­ზობ­ლე­ბი. აჭარ­ლე­ბი არი­ან. რა და რო­გორ მოხ­და, დე­ტა­ლე­ბი არ ვი­ცით, ხომ იცით ასეთ დროს ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში ხდე­ბა. დე­დას შვი­ლი არ უნდა უკ­ვდე­ბო­დეს. გამ­ძლე­ო­ბა ნა­ტოს და ყვე­ლა ოჯა­ხის წევ­რს. დიდი უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებს” – გვიყ­ვე­ბა ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

  • გადაწყვეტილება, რომელიც 2026 წლიდან ამოქმედდება – “ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებას…”

    გადაწყვეტილება, რომელიც 2026 წლიდან ამოქმედდება – “ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებას…”

    https://video.ambebi.ge/files-6/2025/09-03/kaladze-istoriul-shenoba-nagebobebis-gamosqidvaze-586175.mp4?_=1
    2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება.

    როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას.

  • როგორია უმშვენიერესი “დარინა” დღეს – სად და როგორ ცხოვრობს ანდრეა ჩუნდერლიკოვა, ქალი, რომელმაც ქარ­თვე­ლე­ბის გული სა­მუ­და­მოდ მო­ი­ნა­დი­რა 🌐ვრცლად იხილეთ კომენტარში⤵️

    როგორია უმშვენიერესი “დარინა” დღეს – სად და როგორ ცხოვრობს ანდრეა ჩუნდერლიკოვა, ქალი, რომელმაც ქარ­თვე­ლე­ბის გული სა­მუ­და­მოდ მო­ი­ნა­დი­რა 🌐ვრცლად იხილეთ კომენტარში⤵️

    ცნობილი დარინა ფილმიდან “რაჭა, ჩემო სიყვარულო” ყველამ შეიყვარა. განსაკუთრებული გარეგნობის ჩეხი გოგონა დარინას შემდეგ ექთნის როლით წარდგა სერიალში “საავადმყოფო ქალაქის განაპირას”, რომელიც ასევე წარმატებით გადიოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და ანდრეა ჩუნდერლიკოვაც კიდევ უფრო ცნობილი გახადა.

     

    ანდრეა 1952 წლის 6 მაისს დაიბადა პრაღაში. ცოტა ხნის წინ მსახიობი 72 წლის გახდა. 1964 წელს მოხვდა გადასაღებ მოედანზე, ჩეხური ფილმისთვის რომ ეძებდნენ ლამაზ გოგონას და 12 წლისამ პირველი როლი ითამაშა.

    ყველაზე ნაყოფიერი ჰქონდა 1970-იანი წლების ბოლო, როცა გადაიღეს ზემოხსენებულ მინისერიალში და 1977 წელს აღმოჩნდა ასევე ქართულ კომედიაში “რაჭა, ჩემო სიყვარულო”.

    ფილმის გადაღებებიდან მალევე შექმნა ანდრეამ ოჯახი. მისი მეუღლე ცნობილი როკ-მუსიკოსი და გიტარისტი ლადისლავ კლეინია, რომელთანაც დღემდე ქორწინებაშია.

    წყვილს ერთი შვილი ჰყავს – ჩეხი ჩოგბურთელი სანდრა კლეინი.

    თავად ანდრეა კინოსამყაროს ჩამოშორდა და სხვა სფეროში განაგრძობს საქმიანობას.

    ნახეთ მისი ფოტოები

  • მუშა მშენებარე ბინიდან გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა

    მუშა მშენებარე ბინიდან გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა

    🔻 მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, მუშა მშენებარე ბინიდან გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა. Marneulinews.ge-ის ცნობით, ინციდენტი დილით მოხდა.

  • ახლახანს დააკავეს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ჟირნალისტი

    ახლახანს დააკავეს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ჟირნალისტი

    პოლიციამ ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავა

    პო­ლი­ცი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტი ირაკ­ლი წუ­ლა­ია და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ძმა გაბ­რი­ელ წუ­ლა­ია წერს.

    „ჩემი ალა­ლი ძმა, ჟურ­ნა­ლის­ტი ირაკ­ლი წუ­ლა­ია ახლა და­ი­ჭი­რეს სახ­ლთან, არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი მი­ყავ­და და ეზო­ში „ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი“ იყ­ვნენ ეტყო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ გზის გა­და­კეტვის გამო და­ი­ჭი­რეს! იმე­დია ზამ­თარ­ში რო­გორც მო­ექ­ცნენ და გა­უ­ერ­თი­ა­ნეს ცხვირ-პირი უსა­მარ­თლო ძა­ლოვ­ნებ­მა, იგი­ვე­ნა­ი­რად არ მო­იქ­ცე­ვი­ან!

    4 ოქ­ტომ­ბრის ე.წ. “მშვი­დო­ბი­ა­ნი დამ­ხო­ბის” მერე სა­ერ­თოდ სურ­ვი­ლი არ მქონ­და ქუ­ჩა­ში გას­ვლის, მაგ­რამ „ოც­ნე­ბა“ მა­ი­ძუ­ლებს, რომ შევ­ცვა­ლო ჩემი ძმა და დღე­ი­დან მეც აქ­ცი­ა­ზე ვიქ­ნე­ბი, ამ და­ჭე­რე­ბით კი­დევ უფრო ცუდ შე­დე­გებს მი­ი­ღებთ!” – წერს გაბ­რი­ელ წუ­ლა­ია.

  • ვინ არის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომლის ბიძაც ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს?

    ვინ არის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომლის ბიძაც ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს?

    ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ 464 496 ლა­რის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მით­ვი­სე­ბის­თვის ხელ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ა­კა­ვა.

    რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა, 2019-2021 წლებ­ში, სა­კუ­თარ მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის ბიზ­ნეს­ბა­რა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი­დან სხვა­დას­ხვა ბან­კო­მა­ტის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­სნა და პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა ა(ა)იპ „სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის“ კუთ­ვნი­ლი 464 496 ლარი, რა­მაც დიდი ოდე­ნო­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია.
    გა­მო­ძი­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ან­გა­რი­შის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო.
    ამ წლებ­ში ხელ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი იყო ზუ­რაბ კა­კა­ბა­ძე.

    იგი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ მო­ვი­და. 2012 წლის 22 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის სა­ან­გა­რი­შო-სა­არ­ჩევ­ნო ყრი­ლო­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც კა­კა­ბა­ძე პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს. მე­ო­რე ვა­დით ის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2016 წელს გა­მარ­თუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად დარ­ჩა.

    ის 1959 წელს და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ხელ­ბურთს 70-იან წლებ­ში თა­მა­შობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რებ­ში და თბი­ლი­სის “ქა­რიშ­ხა­ლა­ში”. ხელ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მუ­შა­ობს 2004 წლი­დან – სა­შე­ჯიბ­რო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რედ, გე­ნე­რა­ლურ მდივ­ნად.

    რო­გორც ირ­კვე­ვა ის არის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რის ოთარ კა­კა­ბა­ძის ბიძა.

    ის ერთ-ერთი იყო იმ ფეხ­ბურ­თე­ლი­დან, რომ­ლებ­მაც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ბოლო სა­არ­ჩევ­ნო კლიპ­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

    555-1761123956.jpeg

    წყარო: ​palitravideo.ge

  • ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს

    ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა, – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    „საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს – ვაშენებთ ახალ პორტებს, ვახდენთ რკინიგზის მოდერნიზებას, ვქმნით ციფრულ და ენერგეტიკულ მაგისტრალებს, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც რეგიონის განახლებად ენერგიას ევროპის ბაზართან დააკავშირებს. ეს ყველაფერი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ბიზნესისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი, რაც თბილისს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს.

    „დღეს კავშირები ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ფიზიკური ინფრასტრუქტურა. შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ კონცეფცია; ის იქცა რეალობად, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუწყობთ ხელს. მაგრამ XXI საუკუნეში მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია კავშირების ახალი განზომილებების ათვისება – ეს არის ენერგეტიკული დერეფნები, ციფრული მაგისტრალები და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა. ამდენად, ბუნებრივია, რომ დღევანდელი ფორუმის პანელური დისკუსიები სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება: გლობალური ვაჭრობის მომავალს, შუა დერეფნის პოტენციალს, ენერგეტიკულ ინტეგრაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციას.

    სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი. ეს საეტაპო მნიშვნელობის სიახლე, რომელიც სინგაპურელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება, ჩვენს დედაქალაქს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს“, – განაცხადა პრემიერმა.

  • „დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება!“ – ქვეყანაში ახალი რეგულაცია ამოქმედდება

    „დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება!“ – ქვეყანაში ახალი რეგულაცია ამოქმედდება

    პლასტმასის დანები, ჩანგლები, თეფშები და სხვა ნივთები მაღაზიების დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება. მომხმარებლებს, მათ ნაცვლად, ალტერნატიული, უსაფრთხო მასალისგან დამზადებული პროდუქცია დახვდებათ. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 3-იდან 6 000 ტონამდე პლასტმასის პროდუქტი გამოიყენება, რაც სერიოზულ ეკოლოგიურ გამოწვევად რჩება.

    საკვებთან შემხებლობაში მყოფი პლასტმასის მასალის გამოყენების შეზღუდვის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჯანდაცვის სამინისტროა.

    ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, რეგულაციებს მიესალმებიან გარემოს დამცველებიც. მათი თქმით, ყველაზე მეტად დაბინძურებულია ტურისტული ზონები, ტყეები, მდინარეები და საპიკნიკე ადგილები. ბუნებაში მოხვედრის შემდეგ მავნე ნივთიერებები საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებსა და ზღვის ეკოსისტემას.

     

    მანამ, სანამ ქვეყანა ახალ რეგულაციებს მიიღებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას ატარებს. მიმდინარეობს შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან – ბიზნესთან, გარემოს დამცველებთან და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან. ბოლო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან შედგა.

    მოსალოდნელ ცვლილებებთან ადაპტაციას ბიზნესი უკვე იწყებს. მეწარმეებმა სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პლასტმასის ნაწარმის იმპორტი და ადგილობრივი ბაზრებისთვის მიწოდება აიკრძალება, ხოლო წარმოება მხოლოდ ექსპორტისთვის იქნება ნებადართული. კომპანიები უსაფრთხო ალტერნატივებზე გადადიან – ხე, ბამბუკი და ქაღალდი, მათ შორის ყველაზე პოპულარული მასალებია. დაგეგმილია თანამშრომლების გადამზადებაც.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგულაციის სამუშაო ვერსია უკვე მზადაა. ინიციატივის მიხედვით, საქართველოში აიკრძალება პლასტმასის დანების, თეფშების, ჩხირების, ჭიქების და მათი თავსახურების გაყიდვა.

    ახალი რეგულაციების დანერგვის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, ქვეყნის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და გარემოს, მათ შორის შავი ზღვის დაბინძურების ხარისხის შემცირება. ცვლილებები ქვეყანაში სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება.

  • დააკავეს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი! ვინაობას ვერ წარმოიდგენთ

    დააკავეს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი! ვინაობას ვერ წარმოიდგენთ

    დაკავებების ახალი სერია საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში – „პირველების“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სახელმწიფო კომპანიის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი დააკავეს, რომელსაც  დიდი ოდენობით ფინანსურ დანაშაულს ედავებიან.

    როგორც ცნობილია, მამაკაცს ხელბორკილები კორუფციული სქემაში მონაწილეობის ბრალდებით დაადეს. გამოძიება ამ ეტაპზე დეტალებს არ ამჟღავნებს, თუმცა წყაროების ინფორმაციით, საქმე დაკავშირებულია ბიუჯეტის მნიშვნელოვანი თანხების არამიზნობრივ გამოყენებასთან.

    კითხვას ვერ პასუხობენ ვერც უწყების თანამშრომლები.

    საქართველოს რკინიგზა ქვეყნის უმსხვილესი მაღალშემოსავლიანი კომპანიაა. მისი ხელმძღვანელი 2025 წლის გაზაფხულზე შეიცვალა.

    უწყების ახალი ხელმძღვანელი ვერ იხსენებს, რომელ თანამშრომლისგან ითხოვა გამოძიება კითხვებზე პასუხების მიღებას.

    წყარო: tv pirveli