Author: tea tea
-

ამ ნიგვზინი რულეტის რეცეპტი ხუთჯერ გვკითხეს გუშინ 😃 რადგან ასეთი მოთხოვნადია, თამამად გიზიარებთ 👇
მეტი ტკბილეულობის რეცეპტების სანახავად, შემოგვიერთდით ფეისბუქჯგუფში.
ინგრედიენტები
ინგრედიენტები გულსართისთვის
- დარიჩინი – 1.00 ჩკ
- ლიმონის, ან ლაიმის ცედრა – 1.00 ცალი
- შაქარი – 600.00 გრ
- ქიშმიში – 500.00 გრ
- კვერცხი – 2.00 ცალი
- ნიგოზი – 700.00 გრ
ინგრედიენტები
- ფქვილი – 600.00 გრ
- მწიკვი მარილი
- ვანილი – 10.00 გრ
- არაჟანი – 250.00 გრ
- კარაქი – 250.00 გრ
- კვერცხი – 1.00 ცალი
მომზადების წესი
ფქვილში ავფშვნიტეთ კარაქი, დაამატეთ არაჟანი, ვანილი, მარილი,1ცალი კვერცხი.მოზილეთ ერთგვაროვანი მასა და შეინახეთ მაცივარში, 40 წუთის განმავლობაში.
გაატარეთ ნიგოზი და აურიეთ ქიშმიშში, დაამატეთ ლიმონის ცედრა, ასევე შეგიძლიათ 2ცალი კვერცხის დამატებაც. გააბტყელეთ ცომი თხლად, გაშალეთ გულსართი თანაბრად და გადაახვიეთ. ზემოდანწაუსვით კვერცხის გული და შედგით ღუმელში.
-

საუკუნის ვიდეო, რომ არ მოგატყუოთ, 17-ჯერ ვუყურე
ვრცელდება ვიდეო “ტიკ ტოკზე”, რომელმაც ერთ დღეში მილიონამდე ნახვა დააგროვა.
“ბოლო ვაგონი მოწყდა…
რომ არ მოგატყუოთ 17 ჯერ ვუყურე…” – წერენ კომენტარებში.
-

“ღმერთო დაგვიფარე..” – NASA-ს მეცნიერებმა პროგნოზი გააკეთეს
დედამიწა ყოველთვის საცხოვრებლად ვარგისი არ იქნება. NASA-ს მეცნიერებისა და ტოჰოს უნივერსიტეტის გამოთვლებით, დაახლოებით ერთ მილიარდ წელიწადში პლანეტის ატმოსფეროდან ჟანგბადი გაქრება, რაც შეუძლებელს გახდის სიცოცხლის არსებობას.
მკვლევრები განმარტავენ, რომ მზის თანდათანობით დათბობასთან ერთად, ნახშირორჟანგის მოლეკულები დაიწყებენ დაშლას. CO₂-ის გარეშე მცენარეები ვერ შეძლებენ ფოტოსინთეზს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შეწყვეტენ ჟანგბადის გამომუშავებას. ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას: ტყეები გაქრება, ატმოსფერული ჟანგბადი გამოილევა და ცხოველები და ადამიანები ვეღარ შეძლებენ გადარჩენას.
როდესაც პროცესი შეუქცევადი გახდება, დედამიწაზე მხოლოდ ანაერობული მიკროორგანიზმები გადარჩებიან, რომლებსაც ჟანგბადის გარეშე ცხოვრება შეუძლიათ. ამავდროულად, მეთანის კონცენტრაცია გაიზრდება, ჰაერი ტოქსიკური გახდება და პლანეტა თანდათან უნაყოფო კლდედ გადაიქცევა, ისევე როგორც მილიარდობით წლის წინ იყო.
ოზონის ფენა და რადიაცია
ჟანგბადთან ერთად, ოზონის შრეც გაქრება. ეს პლანეტის ზედაპირს მზის რადიაციისგან დაუცველს დატოვებს, რაც ნებისმიერ სიცოცხლეს კიდევ უფრო დაუცველს გახდის.
„ის პლანეტაც კი, რომელსაც ჩვენ მარადიულად სტუმართმოყვარედ აღვიქვამთ, სინამდვილეში დროებითია“, – ხაზს უსვამენ კვლევის ავტორები.
მათი თქმით, ეს დასკვნები ხელს უწყობს დედამიწის ევოლუციის და საცხოვრებლად ვარგისი ეგზოპლანეტების პოვნის კრიტერიუმების უკეთ გაგებას.
მიუხედავად იმისა, რომ „ჟანგბადის ეპოქის“ დასასრული მალე არ არის მოსალოდნელი, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აღმოჩენა ჩვენი ატმოსფეროს მყიფეობისა და მისი შენარჩუნების მნიშვნელობის შეხსენებაა.
-

🔴 35 წლამდე კაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 35 წლამდე ასაკის კაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ოჯახის წევრები და მეზობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.გარდაცვლილს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც ტყის განაპირას მისი ავტომობილი შენიშნეს.
ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც
მამაკაცის გარდაცვალების რეალური მიზეზი უნდა დადგინდეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
-

სადარბაზოსთან არასრულწლოვნები დახვდნენ, მათ შორის 16 წლის გოგო… ,,მიზეზი ეჭვიანობა არისო” – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
სასტიკად არის მოკლული 26 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი. მას საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, ავალიანს სადარბაზოსთან რამდენიმე არასრულწლოვანი დახვდა, მათ შორის 16 წლის გოგო. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება. მოკლული ბიჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყვარებული “გიგასთან მიმოწერით აეჭვიანა”, რასაც ქალის თქმით, ჩასაფრება და მკვლელობა მოჰყვა.
“ნ.ი-მ (რედ: გოგონას ვინაობას შეგნებულად არ ვასაჯაროებთ) (16 წლის) ამ მიმოწერით (ავრცელებს ვიდეო სქრინს, გიგა ავალიანსა და ნ.ი-ს შორის) აეჭვიანა შეყვარებული ა. გ. (17 წლის). ა.გ.-მ რ-სთან (არასრულწლოვანი) და ნ.ი.-სთან ერთად დაგეგმა მკვლელობა. ნ.ი-მ ზუსტად აჩვენა, სად შეეძლებოდათ ენახათ გიგა, რამდენიმე დღის განმავლობაში სისტემატურად უთვალთვალებდნენ, მაგრამ რადგან ჩემთან ერთად დადიოდა ვერ მოკლეს, ნახეს ხელსაყრელი მომენტი, აედევნენ სახლამდე და ბნელ ადგილზე მოკლეს” – წერს მოკლული ბიჭის დედა.
AMBEBI.GE-ს შსს-ში უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი ა.გ. დააკავეს.
გიგა ავალიანზე წარსულში საუბარი უჭირთ მის ახლობლებს. გვიყვებიან, რომ ახალგაზრდას დიდი მომავალი ჰქონდა, მუშაობდა მასწავლებლად, ასევე სწავლობდა სამედიცინოზე და ექიმობაზე ოცნებობდა. უამრავი პოსტი იწერება სოციალურ ქსელში:
“სამმა არასრულწლოვანმა სიცოცხლე წაართვა ჩემს მასწავლებელს – გიგას, რომელიც ჭკვიანი, ნიჭიერი და კეთილი ადამიანი იყო”.
“შემზარავი ტრაგედია დატრიალდა, უაღრესად განათლებული, მომავალი ექიმი გამოგვაკლდა, ჩვენ ხელში გაზრდილი ვაჟკაცი, ჩვენი გიგა ავალიანი… ჩვენს ეკას რამდენი რამ გადახდა თავს, მაგრამ მაინც მედგრად ედგა თავის შვილებს, დააფრთიანა, გამოზარდა საუკეთესო ვაჟკაცები. ახლა კი რაღაა მისი სიცოცხლე… გული მიკვდება მისი ჯავრით”.
“ბიჭი, რომელსაც ცხოვრება წინ ედგა, ოცნებები ჰქონდა, გონიერებითა და ტალანტით სავსე, ჩვენი ქვეყნის მომავალი შეიძლებოდა ყოფილიყო. მკვლელობის მიზეზი, უაზრო ეჭვიანობა. როგორი საშინელი სიტყვებია ეს ორი ერთად, როცა მათ უკან ადამიანის სიცოცხლე დგას. საზოგადოება, სადაც ბავშვები ერთმანეთს კლავენ, დაავადებულია სიძულვილით, ძალადობითა და გულგრილობით. როცა ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში ვერავინ ასწავლის სიყვარულს, პატივისცემას და ღირსებას,როცა ოჯახში ძალადობა “ნორმაა”, როცა სიბრაზე და შური ხდება ყოველდღიურობა, ასეთ შედეგამდე მივდივართ.დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან!!!!” – წერენ ახლობლები.
წყარო: Ambebi.ge
-

🔴 შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული ა.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ა. -ს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
-

katty perry საქართველოს შესახებ განცხადებს ავრცელებს! – ვერ წარმოიდგენთ რა თქვა მომღერალმა
„ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით! ჩვენ გვჯერა დემოკრატიის!“, — თქვა ამერიკელმა მომღერალმა, კეტი პერიმ საკუთარ კონცერტზე ქართველ გულშემატკივართან გამოლაპარაკების შემდეგ, რომელმაც საქართველოში არსებული ვითარება გააცნო და უთხრა, რომ ქვეყანაში არის პრორუსული ხელისუფლება -

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ახალი ნაცნობობა და ახალი ურთიერთობები დიდ სიხარულს მოგიტანთ, მთავარია, იმოქმედოთ სწორად და გულწრფელად, ახლა შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვთ.
კურო
სასურველია, თქვენი ძალები ფინანსური საკითხებისა და ბიზნესპროექტების განხილვისკენ მიმართოთ. იყავით უფრო მოქნილი კოლეგებისა და პარტნიორების მიმართ, ერიდეთ გაუგებრობებს.
ტყუპები
ნუ იტყვით უარს სხვების დახმარებაზე. დიდი ალბათობით, ეს ადამიანები მეტად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სამომავლოდ თქვენს საქმიანობაში.
კირჩხიბი
გადაანაწილეთ დრო და საქმეები სწორად, რათა თავიდან აიცილოთ საყვედურები და სიტუაციის გართულება. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას.
ლომი
სასიკეთოდ ვითარდება ფინანსური საკითხები, იზრდება შემოსავლებიც, მაგრამ ნუ გადაამეტებთ, სჯობს, გადახედოთ ფულთან თქვენს დამოკიდებულებას.
ქალწული
ნუ გაამახვილებთ ყურადღებას წვრილმან შეცდომებზე, ან ნეგატივზე, შეეცადეთ, იპოვოთ გამოსავალი არეული სიტუაციიდან და მოირგოთ „მშვიდობის მტრედის“ როლი.
სასწორი
მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებთან კონტაქტს, ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, კომუნიკაციებს. შემოიკრიბეთ ის ადამიანები, რომელიც თქვენს გუნება-განწყობას ამაღლებენ.
მორიელი
დღეს, მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან, შეხედეთ პრობლემებს ფილოსოფიურ ჭრილში.
მშვილდოსანი
იყავით უფრო თავდაჯერებული და ინიციატივიანი, როგორც საქმიან, ასევე პირად სფეროში, ახლა შეძლებთ, კარგად წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები. ნურავის დაჰპირდებით იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ.
თხის რქა
შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ, სანამ ნაბიჯს გადადგამთ, გაიაზრეთ ყველაფერი, მათ შორის, რისკებიც, ნუ გამოცდით იღბალს, იყავით ფრთხილად.
მერწყული
მნიშვნელოვანია, იყოთ ოპტიმისტურად განწყობილი, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ახლობლებს, გაინებივრეთ თავი ახალი შენაძენით. იზრუნეთ იმაზე, რომ კომფორტულად გამოიზამთროთ.
თევზები
იყავით აქტიური და ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე. სამყარო ახლა თქვენს მიმართ მეტად კეთილგანწყობილია, გამოიყენეთ ეს შანსი, რათა ირგვლივ მიმდინარე ცვლილებები სასიკეთოდ აისახოს თქვენს ცხოვრებაზე
-

“ამ მიმოწერით აეჭვიანა შეყვარებული” – რა მიმოწერას ასაჯაროებს ახალგზრდა მასწავლებლის დედა, რომლის შვილი თბილისში, მოკლეს
ტრაგედია დატრიალდა თბილისში. 26 წლის ახალგაზრდა მოკლეს. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გიგა ავალიანს საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენეს. შემთხვევა პირველ ოქტომბერს მოხდა. მას შემდეგ ახალგაზრდა კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში მის დასახმარებლად ჯგუფიც შეიქმნა, სადაც უამრავი ადამიანი გაწევრიანდა. სამწუხაროდ, ახალგაზრდას გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის დღეს დაიღუპა.
“გიგა ძალიან კარგი და ჭკვიანი ბიჭი იყო, როგორც ვიცით, პოლიციას უკვე ჰყავს ამ საქმეზე დაკავებული. ამბობენ, რომ გოგოს გამო მოხდა ყველაფერი. ვიცი, რომ სამი პირი დახვდა სადარბაზოსთან, მათ შორის თავად ის გოგოც. თავში ჩაარტყეს რაღაც გიგას, მთელი ეს პერიოდი კლინიკაში იყო, საშინელება ხდება” – უყვებიან AMBEBI.GE-ს ახლობლები.
“არაჩვეულებრივი, გონიერი, ზრდილი ბიჭი, გიგა ავალიანი შეეწირა თავხედი გოგოს ქარაფშუტობას, რომელმაც აეჭვიანა შეყვარებული, მის გასაღიზიანებლად გამოიყენა გიგა, რომელთანაც მათემატიკაში ემზადებოდა. სამნი დახვდნენ გიგას და სიცოცხლეს გამოასალმეს ეს მზესავით ბიჭი, ბიჭი, რომელიც ნამდვილად გამოადგებოდა ქვეყანას, რომელიც ფერებით და სულის ბერვით გაზარდა არაჩვეულებრივმა დედამ, რომელიც ახლა განადგურებულია” – წერს ოჯახის კიდევ ერთი ახლობელი სოციალურ ქსელში.
რას წერს მოკლული ბიჭის დედა?
“ნ.ი-მ (რედ: გოგონას ვინაობას შეგნებულად არ ვასაჯაროებთ) (16 წლის) ამ მიმოწერით (ავრცელებს ვიდეო სქრინს, გიგა ავალიანსა და ნ.ი-ს შორის) აეჭვიანა შეყვარებული ა. გ. (17 წლის). ა.გ.-მ რ-სთან (არასრულწლოვანი) და ნ.ი.-სთან ერთად დაგეგმა მკვლელობა. ნ.ი-მ ზუსტად აჩვენა, სად შეეძლებოდათ ენახათ გიგა, რამდენიმე დღის განმავლობაში სისტემატურად უთვალთვალებდნენ, მაგრამ რადგან ჩემთან ერთად დადიოდა ვერ მოკლეს, ნახეს ხელსაყრელი მომენტი, აედევნენ სახლამდე და ბნელ ადგილზე მოკლეს”. ვიდეოსქრინი, რომელსაც მოკლული ბიჭის დედა ავრცელებს, ჩანს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის საქმიანი მიმოწერა.



AMBEBI.GE-ს შსს-ში უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, დაკავებულია ერთი პირი.
