„რუსთავი 2 -ზე“ ახალი რეალითი შოუ „ჰაუსი” იწყება. ქასთინგი, ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს, 17:00-20:00 საათამდე იქნება.
მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ნახეთ, ვიდეო:

„რუსთავი 2 -ზე“ ახალი რეალითი შოუ „ჰაუსი” იწყება. ქასთინგი, ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს, 17:00-20:00 საათამდე იქნება.
მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ნახეთ, ვიდეო:

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავმა [THY7JD] დღეს, 29 ოქტომბერს, ბათუმის აეროპორტში დაჯდომა მეორე მცდელობაზეც [17:22 სთ] ვერ მოახერხა.
მიზეზი სავარაუდოდ უამინდობაა.
თვითმფრინავი ამ წუთებში ბათუმთან ზღვის თავზე მანევრირებს.

“ჯერ ცოლად არ მოუყვანია და სკანდალი მოაწყო” – ვრცელდება სკანდალური ვიდეო ქორწილიდან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


ნახეთ, ნოემბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:
ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
ნოემბერი ვერძებისთვის ენერგიისა და ახალი იდეების თვე იქნება. კარიერული შესაძლებლობები შეიძლება გაჩნდეს, ხოლო პირად ურთიერთობებში გახსნილობა და მეტი კომუნიკაცია აუცილებელია.
კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ეს თვე კუროებისთვის ფინანსურ საკითხებზე ყურადღებას მოითხოვს. სასურველია, რომ ფული ფრთხილად მართოთ და არ გარისკოთ. სიყვარულში შესაძლოა მყუდრო, ინტიმური მომენტები გადაიტანოთ პარტნიორთან.
ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ტყუპებისთვის ნოემბერი კომუნიკაციაზეა ორიენტირებული. პირად ურთიერთობებში გამჭრიახობა და ემპათია დიდ სარგებელს მოიტანს. სამსახურში, შეიძლება ახალი შესაძლებლობები გამოჩნდეს.
კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
კირჩხიბისთვის ეს თვე შინაგან ზრდას და დასვენებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია ფოკუსირება საკუთარ ჯანმრთელობაზე და სტრესისგან თავის არიდება. სიყვარულში მეტი ღიაობა პარტნიორთან სასარგებლო იქნება.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ნოემბერი ლომებისთვის შემოქმედებითი პერიოდია. კარგი დროა ახალი იდეებისა და პროექტების წამოწყებისთვის. სიყვარულში მეტი გართობა და ემოციური სიახლოვე გელით.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ეს თვე ქალწულისთვის ფინანსებზე ფოკუსირებას მოითხოვს. სავარაუდოდ, თქვენ შეძლებთ დანახარჯების შემცირებას და უფრო სარგებელის მომტანი ინვესტიციების მოძიებას.
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
სასწორისთვის ნოემბერი პირად ურთიერთობებში ცვლილებებს მოიტანს. თქვენი მეგობრები და ოჯახი შესაძლოა უფრო დიდ როლს ითამაშონ, ხოლო კარიერაში მოტივაცია და ენერგია გაიზრდება.
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
მორიელისთვის ნოემბერი თქვენი ნიშნის ენერგიით არის გაჯერებული. ეს დროა, რომ ყურადღება საკუთარ მიზნებზე გაამახვილოთ. პირად ურთიერთობებში მეტი გამჭრიახობა და გრძნობა მოგიწევთ.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
ნოემბერი მშვილდოსნისთვის იდეალური პერიოდია საკუთარი თავის განვითარებისთვის. ამ თვეში თქვენ სულიერ საზრდოს უფრო მეტად ესწრაფვით, რაც მოგცემთ ახალ სულიერ სიმშვიდესა და ენერგიას.
თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
ნოემბერი თხის რქებისთვის მიზნების განსაზღვრის დროა. კარიერაში შესაძლოა ახალი პასუხისმგებლობები გაჩნდეს. პირად ურთიერთობებში მეტი სიფრთხილეა საჭირო.
მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
მერწყულისთვის ნოემბერი კომუნიკაციისა და ახალი იდეების თვეა. შესაძლოა, გაემგზავროთ მოგზაურობაში ან დაეხმაროთ მეგობრებს ახალ პროექტებში.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)ნოემბერი თევზებისთვის საკუთარი ენერგიის აღდგენის დროა. ემოციებზე ფოკუსირება დაგეხმარებათ, რომ უკეთესად იგრძნოთ თავი.

რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს? “პრაიმტაიმის” მკითხველს ზოგად რჩევებს ლეგენდარული კარდიოლოგი – 92 წლის გულიკო ჩაფიძე აძლევს;
გულიკო ჩაფიძე: მათ, ვინც იცის, რომ გულის დაავადებები აქვს, გაზაფხულ-შემოდგომაზე ექიმის გამოწერილი წამლების მიღება აუცილებელია. გარდამავალი პერიოდია და დაავადებების გამწვავება ხდება.
ფეხით სიარული და აქტიურად ყოფნა ძალიან კარგია. თუმცა ზომიერების დაცვა საჭიროა. ზოგი საერთოდ არ დადის ფეხით, ზოგიც იმაზე მეტს დადის, ვიდრე უნდა დადიოდეს.
ძნელია იმის თქმა, დღეში საშუალოდ რამდენი კილომეტრი უნდა გაიაროს ადამიანმა. ინდივიდუალურია და ადამიანის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ზოგს ნახევარი კილომეტრის გავლა უჭირს, ზოგი სამ და ხუთ კილომეტრს თავისუფლად გადის. თუ რაიმეს უჩივით, ექიმისგან უნდა აიღოთ კონსულტაცია, რამდენი კილომეტრის გავლაა კონკრეტულად თქვენთვის რეკომენდებული.
ზოგადად ფეხით სიარული გულისთვისაც სასარგებლოა და ბევრი სხვა რამისთვის. მაგრამ ფეხით სიარულში ჰაერზე სიარული იგულისხმება და არა ოთახებში. დიასახლისები მეუბნებიან ხშირად, ყოველდღიურად იმდენს გავდივარო. სამზარეულოდან საძინებლამდე და უკან, არ ითვლება. გარეთ უნდა იაროთ, თორემ სახლში რაც არ უნდა ბევრი საქმე აკეთოთ, ეს ფეხით სიარულში არ ჩაგეთვლებათ.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებულთათვის სირბილი არ არის საჭირო. მხოლოდ მშვიდი სიარული.
აქტიურობა საჭიროა. წოლა და პასიურობა არ არის კარგი.
რაც შეეხება კვებას. გულისთვის შაქრიანი და ზედმეტად ცხიმიანი საკვები სასარგებლო არ არის. წონა უნდა აკონტროლოთ. როგორც გასუქება არ ვარგა, ასევე – ძალიან გახდომაც. როგორც სიმსუქნეა პრობლემური, შეიძლება ზომაზე მეტად სიგამხდრე იმაზე პრობლემური გახდეს. აქაც ზომიერებაა საჭირო.
ძილის წინ უნდა ვეცადოთ გარეთ გავიდეთ, ფეხით გავიაროთ ნახევარი საათი. მშვიდად ისეირნეთ, დაბრუნდით და დაწექით დასაძინებლად. საერთოდ ძილის წინ ეცადეთ მშვიდად იყოთ. მოფერება, თბილი სიტყვა – ეს აუცილებელია სიმშვიდისთვის როგორც დილას, ასევე საღამოს.
არაჩვეულებრივია მუსიკის მოსმენა. ეს თერაპიაა. ვისაც რა ჟანრის მუსიკა უყვარს, იმას უსმინოს.
გავთავისუფლდეთ ნეგატივისგან.
ქართველებს ღამით კვება გვიყვარს. არ არის სასურველი. გამოიმუშავეთ წესად, რომ გვიან არ ჭამოთ.
უარყოფითი სტრესი რომ არაფრისთვის ვარგა, ყველამ იცის. გარემო და ხალხი უნდა იყოს დაწყნარებული. მეტი სიყვარული და პატივისცემა უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ. ადამიანიც უკეთ იგრძნობს თავს. გარემოა აგრესიული და ეს უნდა დაითრგუნოს, არ შეიძლება. რაც მეტი სიმშვიდე იქნება, ადამიანებიც კარგად იქნებიან.
მოფერება ყველას და ყველაფერს სჭირდება. ხომ გაგიგიათ, ბავშვი რომ ავად გახდებოდა და ინფექციური დაავადება (ბატონებს რომ ეძახიან) ემართებოდა, დედა, დეიდა თუ ბებია გიტარას უკრავდა, უმღეროდა, დადებითი ემოციით ავსებდა ბავშვს, ამშვიდებდა, ახალისებდა.
სიყვარული და სითბოა საჭირო. სიყვარული, სიყვარული და სიყვარული! ნუ დაგვენანება, ვუთხრათ, მიყვარხარ, მომწონხარ.
ბევრი თბილი გვაქვს და გავიმეტოთ ერთმანეთისთვის. ეს განწყობაზე მოქმედებს და ადამიანი უკეთ ხდება…
წყარო: primetime.ge
ავტორი: თამარ გონგაძე

მომღერალი ბექა ჩხაიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.
როგორც თავად ჩხაიძე ამბობს, ლაშა ბასლანძე იტალიაში გარდაიცვალა და ჯერ ჩამოსვენებული არაა.
ნახეთ ვიდეო.

86 წლის ასლან აბაშიძე შვილიშვილებთან ერთად – ფოტოებს სოციალურ ქსელში რძალი, სალომე ბაჯელიძე ავრცელებს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის ფოტოები სოციალურ ქსელში, საქართველოდან რუსეთში გაქცევის შემდეგ ვრცელდება.

წლებია, რაც აბაშიძე მოსკოვში ცხოვრობს. სწორედ იქ შეეძინა მესამე შვილი ალექსანდრე, რომლის დაბადებისას აბაშიძე 78 წლის გახლდათ, ხოლო ბავშვის დედა – 45 წლის.
მოგვიანებით პოლიტიკოსმა ბავშვის დედაზე ოფიციალურად იქორწინა. მისი რჩეული ქალი ანაიდა ოვაკუმიანია ჯერ კიდევ ბათუმში მათ ოჯახში მზარეულად მუშაობდა.
ასლან აბაშიძეს გარდაცვლილ მეუღლესთან – მაგული გოგიტიძესთან ორი შვილი – დიანა და გიორგი ჰყავს.

გიორგის მეუღლის სალომე ბაჯელიძის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების კომენტარებში წერენ:
„ეს ყველას ბაბუ იყო. მთელი ბავშვობა გვიხაროდა ახალი წლის მოსვლა ბაბუ ტკბილეულს გვირიგებდა. დიდხანს სიცოცხლე და ჯამრთელობა.“
„გვიყვარს აჭარლებს ჩვენი ბაბუ“
„აუუუ, რა მაგარია სალო ჩვენი ასლან ბაბუ. გამახსენდა ბავშვობა და ის პერიოდი. მენატრება ის დრო. ჯამრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ასლან ბაბუს.
„მონატრებული “ბაბუ”! ძალიან კარგი სურათებია! იხარეთ! ბავშვობაში დავბრუნდი“.

ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი 27 წლის იყო როდესაც 17 წლის ბათუმელ გოგონაზე სალომე ბაჯელიძეზე იქორწინა. ქორწინება 2003 წელს შედგა, მაგრამ გრანდიოზული ქორწილისა და ჯვრისწერის გარეშე. ოჯახის შექმნიდან ძალიან მალე სალომეს მამა გარდაიცვალა, გიორგის დედას კი, მაგული გოგიტიძეს სიმსივნე აღმოაჩნდა და რამდენიმე თვეში ისიც დაიღუპა.

საყვარელი ადამიანების გამო დაგროვილ სტრესს ახალდაქორწინებულებმა ვერ გაუძლეს და რვა თვეში დაშორდნენ. მაშინ ამბობდნენ, რომ სალომე დედამთილის რჩეული იყო და მათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. დაშორების მიუხედავად ყოფილი დედამთილის საფლავზე ქალი ხშირად დადიოდა. სალომეს ძალიან უყვარდა მამამთილი და მისივე თხოვნით, ბაბუთი მიმართავდა…

მომხდარის შემდეგ წყვილს შერიგება არ უცდიათ, თუმცა მეგობრულ ურთიერთობას აგრძელებდნენ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ასლან აბაშიძემ ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მოსკოვში ცხოვრობდა გიორგი აბაშიძეც, რომელსაც იქ ახალი რჩეული ჰყავდა, თუმცა არ დაოჯახებულა.

თერთმეტწლიანი დაშორების შემდეგ, სალომე და გიორგი შერიგდნენ და ხელი 2015 წელს ბათუმში მოაწერეს. მალე წყვილს ტყუპი გოგონა შეეძინა, 2022 წელს კი ვაჟი.

4 ოქტომბრის ეპიზოდი ხელისუფლების მხრიდან იყო პროვოცირებული – მის მიერ კონტროლირებადი ე.წ. სახელმწიფო გადატრიალება საჭირო იყო, რადგან ეს საფუძვლად დასდებოდა საკონსტიტუციო სარჩელს – ხაბეიშვილმა, კლასიკური პროვოკატორის როლი შეასრულა, ხელი შეუწყო ხელისუფლებას ამ სარჩელის მომზადების პროცესში მისი გეგმებიდან გამომდინარე,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, რა პროცესიც დღეს ქვეყანაში მიდის, “სამართლის მიღმა პროცესია“.
“ხელისუფლების სტრატეგიული ამოცანაა, რომ ქვეყანაში ჩამოაყალიბოს რუსული ტიპის ე.წ. სუვერენული დემოკრატიული სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთი დომინანტური ძალა, დომინანტური პარტია და მისი სატელიტები, რომლებიც დათანხმდებიან ძალაუფლების მუდმივობის თამაშის წესებზე. მოუზომავენ რაღაც ბოსტანს და იმ ბოსტნის ფარგლებში იმოძრავებ ისე, რომ ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაზე პრეტენზია არ ექნებათ. ეს არის რუსული მოდელი, რომელიც მუშაობს კვაზ დემოკრატიულ ქვეყნებში და ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ამ მიმართულებით, ამ საქმეს ემსახურება. ოპოზიციური ძალები, რომლებიც ამ თამაშის წესებზე არ თანხმდებიან, უნდა იქნან სახელდებული, ე.წ. არასისტემურ ოპოზიციად და ნახევრად არალეგალურ მდგომარეობაზე უნდა იყვნენ გადაყვანილები.
დღეს რა პროცესიც მიდის, ეს არის სამართლის მიღმა პროცესი. რაც შეეხება უშუალოდ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის ბრალდებას, სრულად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 4 ოქტომბრის ეპიზოდი იყო ხელისუფლების მხრიდან პროვოცირებული, რომლის ინსტრუმენტადაც შეგნებულად თუ შეუგნებლად, გამოყენებულები იყვნენ კონკრეტული ადამიანები. ყველას ჰქონდა თავისი როლი. ვიღაც იყო ჩანერგილი პროვოკატორი, ვიღაც სასარგებლო ბრიყვი და ა.შ. ზუსტად იმისთვის იყო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ეს ე.წ. სახელმწიფო გადატრიალება საჭირო, რომ ეს მერე საფუძვლად დასდებოდა ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, რომ ხაბეიშვილმა, არ ვამბობ, რომ ის “დავერბოვკებული“ პროვოკატორია, მაგრამ მან კლასიკური პროვოკატორის როლი შეასრულა. მერე ის პროცესს გაარიდეს. ის სასარგებლო ბრიყვი იყო ამ პროცესში თუ რა იყო, ეს ცალკე თემაა. ხაბეიშვილმა, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო ხელისუფლებას ამ სარჩელის მომზადების პროცესში მისი გეგმებიდან გამომდინარე. ეს ჩემთვის სრულად აშკარაა. ამაზე გაბრაზდებიან, მაგრამ თუ ვინმეს თვალების დახუჭვა უნდა, ხუჭოს რამდენიც უნდა. ეს პოლიტიკის “ორჯერ ორი ოთხია“. უნდათ გაბრაზდნენ, უნდათ ცივი წყალი დალიონ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, მიზეზი, რის გამოც, საკონსტიტუციო სარჩელი აღარ მოიაზრებს ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით მიმართვას, შეიძლება იყოს ის, რომ “შავ სიაში“ “ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბევრი პორტირებული მოხვდებოდა“.
“თავიდან უნდოდათ დაკავშირებული პირების “შავი სიის“ გაკეთება. ეს გადაიფიქრეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს “შავი სია“ რომ გაკეთებულიყო, მასში “ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბევრი პორტირებული მოხვდებოდა. შეიძლებოდა საფრთხე შეჰქმნოდა “ქართულ ოცნებასაც“, მისი ლიკვიდაციისა და გაუქმების საკითხი შეიძლება დამდგარიყო დღის წესრიგში.
პაპუაშვილმა აღიარა, რომ ამოცანა მართლმსაჯულება და სახელმწიფო უსაფრთხოება კი არ არის, ამოცანა არის პარტიული, “ქართული ოცნების“ უსაფრთხოება, რომ ლეგალურ სივრცეში მარტო სუსტი ძალები უნდა იყვნენ და არა ძლიერები. ვფიქრობ, რომ “ლელოც“ აქ მოხვედრილია არა იმ სრული პაკეტით, რასაც სახელმწიფო გადატრიალება, მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაული ა.შ. ჰქვია. ეს ეხება უფრო “ნაციონალურ მოძრაობას“ და “კოალიცია ცვლილებისთვის“. ამ კრიტერიუმებში “ლელო“ ვერ ჯდება. “ლელო“ ჩასვეს აბსოლუტურად ბელეტრისტიკული კრიტერიუმებით. ეს არის გარკვეული ტაქტიკური სვლა “ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ გარკვეულწილად სახე შეუნარჩუნოს საკონსტიტუციო სასამართლოს. გათვლილია სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, ეს არის მათი ვირეშმაკული ტაქტიკა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, თითქოს ობიექტურმა მართლმსაჯულების ინსტიტუტმა, სარჩელი დააკმაყოფილოს ორი პარტიის შემთხვევაში და მესამეს შემთხვევაში არა“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგის მოსაზრებით, გახარიას პარტიის არ შეყვანა სარჩელში, მის “დისკრედიტაციას და ელექტორალურ დასუსტებას ემსახურება“. მისივე თქმით, გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის შორის შესაძლო გარიგება “ტყუილია, რადგან ბიძინა ივანიშვილი გახარიასთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს“.
“გახარიას დატოვება ამ სიის მიღმა, ვინაიდან ის პარლამენტში შევიდა, ეს უფრო მეტად, მის დისკრედიტაციას ემსახურება. “ლელოსა“ და გახარიას შორის იმ კრიტერიუმების მიხედვით, რაზეც საუბარია, განსხვავების პოვნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ხელისუფლების გათვლაა, რომ მოხდება ამ პარტიის ელექტორალური დასუსტება. პარლამენტში ისინი უბრალოდ, “განტევების ვაცები“ და ფასადის შემქმნელი ოპოზიცია გახდებიან. გახარიას პარტიის არ ეშინიათ, იმიტომ, რომ მის ლიდერზე უმძიმესი ბრალდებებით შეკერილი საქმე აქვთ აღძრული.
ერთ-ერთი მოტივი, რატომ დაიწყეს ეს შეტევა და ამ სარჩელის ინიციირება, არის ის, რომ მიმდინარეობს “ქართული ოცნებისთვის“ ბევრად უფრო მძიმე, პარალელური პროცესი – ქონების, ბიზნესების გადანაწილება, შიდა გავლენის სფეროების გადანაწილება. ფულისა და ძალაუფლების ფლობაზე ექსკლუზივის მიღებისთვის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს “ქართულ ოცნებაში“. შესაბამისად, ამის გამო საზოგადოება ვერ ფოკუსირდება ძირითად პროცესზე. გადაფარვის ამოცანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ამ ყველაფერში“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, “პოლიტიკური შედეგის წონის მხრივ, ამ პროცესს უბრალოდ აზრი არ აქვს, რადგან პოლიტიკური ფასი, რასაც ხელისუფლება ამაში იხდის, ბევრად აღემატება იმ სარგებელს, რაც მათ ამ ე.წ. საკონსტიტუციო სარჩელის მხრივ შეიძლება მიიღონ“.
გარდა ამისა, ხუხაშვილი გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის განცხადებას “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის საპასუხოდ, სადაც მან აღნიშნა რომ “ახლა არის დრო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, გამოვიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და ვაჩვენოთ რეალური ერთიანობა“. ხუხაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას მნიშვნელობა არ აქვს, სანამ ისინი “ხალხის ნდობას არ დაიბრუნებენ“.
“დიდი ბოდიში, მაგრამ კიდევ გვაქვს ჩვენ ილუზია, რომ პარტიების გაერთიანება-არ გაერთიანებას რაიმე მნიშვნელობა აქვს?! მათ აქვთ ილუზია ან არ აქვთ და რატომღაც მუდმივად ამ მანკიერ წრეზე ტრიალებენ, რომ პარტიების გაერთიანებას რაიმე აზრი აქვს. ხალხის აზრს და კონსოლიდაციას აქვს აზრი. ძალაუფლების წყარო პარტიები კი არ არიან, რომლებიც ისეთივე არალეგიტიმურები არიან ამ საზოგადოებაში, როგორც ხელისუფლება. პარტიები ერთმანეთთან გაერთიანებაზე კი არ უნდა ზრუნავდნენ, ხალხის ნდობის დაბრუნებაზე უნდა ზრუნავდნენ. ხალხის ნდობას რომ დაიბრუნებენ, მერე უნდათ ერთად დასხდნენ და რაც უნდათ ქნან. როგორც უნდათ ისე დასხდნენ, დაკვრას მაინც ვერ ისწავლიან. ხალხზე იფიქრონ!“ – აღნიშნა ხუხაშვილმა.

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე, ასლან აბაშიძე. მთავარმა გაარკვია, რომ ცნობები ასლან აბაშიძის გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, არ დაკმაყოფილდება არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მოთხოვნა, რომ 29 ოქტომბერს, ეპარქიული კომისიის სხდომა მედიის თანდასწრებით გაიმართოს.
საპატრიარქოს განმარტებით, დოროთე ყურაშვილის ეს მოთხოვნა დაუშვებელი და უპრეცედენტოა.
„მიუხედავად იმისა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნისგან, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისაგან არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეცნობა, რომ ტელეკომპანიების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ეპარქიული კომისია „ვერ და არ გაიმართება“, (25.10.2025), იგი კვლავ იმეორებდა (27.10.2025), რომ კომისიაზე გამოცხადების შესახებ თავის პირობებს ამ მხრივ არ შეცვლიდა.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეპარქიულ კომისიაზე (29.10.2025) არქიმანდრიტ დოროთეს მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება, რადგან ეს არის უპრეცედენტო და დაუშვებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.