რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ხელსყრელი დღეა თვითგანვითარებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის. გირჩევთ საღამოსთვის სალონში ვიზიტი დაგეგმოთ და ვარცხნილობა შეიცვალოთ. სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. ამ დღეს ბავშვებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.
კურო
ამ დღეს მოულოდნელი შეთავაზება ან ბიზნესპარტნიორთან საქმიანი შეხვედრა გელით. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა ახალი იდეებით შთაგაგონებთ. დღის პირველ ნახევარში მომხდარი შემთხვევის გამო შესაძლებელია გეგმები შეცვალოთ.
ტყუპები
უფროს თაობასთან ურთიერთობაში პრობლემებია მოსალოდნელი – მშობლები აზრის შეცვლას არ აპირებენ და მათთან კამათი უშედეგოა. ეცადეთ, უფროსებთან ურთიერთობის დროს ზომიერებისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. ხელსაყრელი დროა რემონტის დაწყებისა და ბინაში ცვლილებების განხორციელებისთვის. სასურველია, რომ საღამო სპორტდარბაზში გაატაროთ.
კირჩხიბი
მტკიცე ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ამ დღეს ერთდროულად ბევრი საქმის კეთება მოგიწევთ, თუმცა საეჭვოა, ამან სარგებელი მოგიტანოთ. ჯილდო ან პირიქით, სასჯელი გელით – ყველაფერი წარსულში თქვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული. საღამოს გაღიზიანება მოიმატებს.ლომი
თამამი იდეების განხორციელებისთვის ხელსაყრელი დღეა. ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ დააკავშიროთ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებთან. გამორიცხული არ არის, რომ იპოვოთ ის, რასაც დიდი ხანია ეძებთ. ხელფასის მომატებასთან დაკავშირებულმა მცდელობამ შესაძლებელია, სასურველი შედეგი მოგიტანოთ.
ქალწული
გირჩევთ, ამ დღისთვის საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. მოსალოდნელია შემოსავლების განაწილება და გადასახადების გადახდა. ნუ აჩქჯახის წევრებთან ერთად, მშვიდ გარემოში გაატარეთ.
სასწორი
გამორჩეულად ნაყოფიერი სამუშაო დღე გელით, თუმცა ახალი საქმის დაწყებას მაინც უნდა მოერიდოთ. ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო გაუქმდება. ეცადეთ, ბავშვებს მეტი დრო დაუთმოთ.
მორიელი
დილიდან ოჯახის უფროს წევრებთან კმათი გელით. სასიყვარულო პაემანი უმჯობესია, გადადოთ, რადგან წყენისა და გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. სურვილის მიუხედავად, უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ. მოულოდნელი შემთხვევა გეგმების შეცვლას გაიძულებთ.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა საქმიანი მოგზაურობისა და მოლაპარაკებებისთვის. მატერიალური ხასიათის კითხვები გაწუხებთ და დიდი ალბათობით, სწორედ ეს დღე მოგცემთ საშუალებას, ამ საკითხზე პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ. ეცადეთ, საღამო სპორტდარბაზში გაატაროთ.
თხის რქა
პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. ოჯახში დაძაბული ატმოსფერო გაიძულებთ საღამო მეგობრებთან ერთად გაატაროთ. სავარაუდოდ, საყვარელი ადამიანის მშობლები რჩევისთვის ან დახმარებისთვის მოგმართავენ.
მერწყული
ამ დღეს უმჯობესია დაისვენოთ, რადგან მონდომების მიუხედავად წარმატებას არ უნდა ელოდოთ. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი და შრომატევადი სამუშაოების შესრულებისგან. მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს, შესაძლოა, მდგომარეობა გაუმწვავდეთ. გირჩევთ, დაავადების პირველივე სიმპტომებზე ექიმს მიმართოთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო თავგადასავალი გელით. ეცადეთ, ცდუნებას გაუმკლავდეთ – წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სამსახურში და ოჯახში უამრავ პრობლემას შეგიქმნით.




















