Category: Uncategorized

  • 🔴 შსს განცხადებას ავრცელებს

    🔴 შსს განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული ა.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ა. -ს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

    დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • katty perry საქართველოს შესახებ განცხადებს ავრცელებს! – ვერ წარმოიდგენთ რა თქვა მომღერალმა

    katty perry საქართველოს შესახებ განცხადებს ავრცელებს! – ვერ წარმოიდგენთ რა თქვა მომღერალმა

    💬 „ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით! ჩვენ გვჯერა დემოკრატიის!“, — თქვა ამერიკელმა მომღერალმა, კეტი პერიმ საკუთარ კონცერტზე ქართველ გულშემატკივართან გამოლაპარაკების შემდეგ, რომელმაც საქართველოში არსებული ვითარება გააცნო და უთხრა, რომ ქვეყანაში არის პრორუსული ხელისუფლება

  • 26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ახალი ნაცნობობა და ახალი ურთიერთობები დიდ სიხარულს მოგიტანთ, მთავარია, იმოქმედოთ სწორად და გულწრფელად, ახლა შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვთ.

    კურო

    სასურველია, თქვენი ძალები ფინანსური საკითხებისა და ბიზნესპროექტების განხილვისკენ მიმართოთ. იყავით უფრო მოქნილი კოლეგებისა და პარტნიორების მიმართ, ერიდეთ გაუგებრობებს.

    ტყუპები

    ნუ იტყვით უარს სხვების დახმარებაზე. დიდი ალბათობით, ეს ადამიანები მეტად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სამომავლოდ თქვენს საქმიანობაში.

    კირჩხიბი

    გადაანაწილეთ დრო და საქმეები სწორად, რათა თავიდან აიცილოთ საყვედურები და სიტუაციის გართულება. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას.

    ლომი

    სასიკეთოდ ვითარდება ფინანსური საკითხები, იზრდება შემოსავლებიც, მაგრამ ნუ გადაამეტებთ, სჯობს, გადახედოთ ფულთან თქვენს დამოკიდებულებას.

    ქალწული

    ნუ გაამახვილებთ ყურადღებას წვრილმან შეცდომებზე, ან ნეგატივზე, შეეცადეთ, იპოვოთ გამოსავალი არეული სიტუაციიდან და მოირგოთ „მშვიდობის მტრედის“ როლი.

    სასწორი

    მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებთან კონტაქტს, ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, კომუნიკაციებს. შემოიკრიბეთ ის ადამიანები, რომელიც თქვენს გუნება-განწყობას ამაღლებენ.

    მორიელი

    დღეს, მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან, შეხედეთ პრობლემებს ფილოსოფიურ ჭრილში.

    მშვილდოსანი

    იყავით უფრო თავდაჯერებული და ინიციატივიანი, როგორც საქმიან, ასევე პირად სფეროში, ახლა შეძლებთ, კარგად წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები. ნურავის დაჰპირდებით იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ.

    თხის რქა

    შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ, სანამ ნაბიჯს გადადგამთ, გაიაზრეთ ყველაფერი, მათ შორის, რისკებიც, ნუ გამოცდით იღბალს, იყავით ფრთხილად.

    მერწყული

    მნიშვნელოვანია, იყოთ ოპტიმისტურად განწყობილი, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ახლობლებს, გაინებივრეთ თავი ახალი შენაძენით. იზრუნეთ იმაზე, რომ კომფორტულად გამოიზამთროთ.

    თევზები

    იყავით აქტიური და ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე. სამყარო ახლა თქვენს მიმართ მეტად კეთილგანწყობილია, გამოიყენეთ ეს შანსი, რათა ირგვლივ მიმდინარე ცვლილებები სასიკეთოდ აისახოს თქვენს ცხოვრებაზე

  • “ამ მი­მო­წე­რით აეჭ­ვი­ა­ნა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი” – რა მიმოწერას ასაჯაროებს ახალგზრდა მასწავლებლის დედა, რომლის შვილი თბილისში, მოკლეს

    “ამ მი­მო­წე­რით აეჭ­ვი­ა­ნა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი” – რა მიმოწერას ასაჯაროებს ახალგზრდა მასწავლებლის დედა, რომლის შვილი თბილისში, მოკლეს

    ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და თბი­ლის­ში. 26 წლის ახალ­გაზ­რდა მოკ­ლეს. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გიგა ავა­ლი­ანს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დახ­ვდნენ და თა­ვის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს. შემ­თხვე­ვა პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. მას შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის და­სახ­მა­რებ­ლად ჯგუ­ფიც შე­იქ­მნა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­წევ­რი­ან­და. სამ­წუ­ხა­როდ, ახალ­გაზ­რდას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ის დღეს და­ი­ღუ­პა.

    “გიგა ძა­ლი­ან კარ­გი და ჭკვი­ა­ნი ბიჭი იყო, რო­გორც ვი­ცით, პო­ლი­ცი­ას უკვე ჰყავს ამ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ გო­გოს გამო მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. ვიცი, რომ სამი პირი დახ­ვდა სა­დარ­ბა­ზოს­თან, მათ შო­რის თა­ვად ის გო­გოც. თავ­ში ჩა­არ­ტყეს რა­ღაც გი­გას, მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი კლი­ნი­კა­ში იყო, სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა” – უყ­ვე­ბი­ან AMBEBI.GE-ს ახ­ლობ­ლე­ბი.

    “არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, გო­ნი­ე­რი, ზრდი­ლი ბიჭი, გიგა ავა­ლი­ა­ნი შე­ე­წი­რა თავ­ხე­დი გო­გოს ქა­რაფ­შუ­ტო­ბას, რო­მელ­მაც აეჭ­ვი­ა­ნა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მის გა­სა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა გიგა, რო­მელ­თა­ნაც მა­თე­მა­ტი­კა­ში ემ­ზა­დე­ბო­და. სამ­ნი დახ­ვდნენ გი­გას და სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მეს ეს მზე­სა­ვით ბიჭი, ბიჭი, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად გა­მო­ად­გე­ბო­და ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ფე­რე­ბით და სუ­ლის ბერ­ვით გა­ზარ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა დე­დამ, რო­მე­ლიც ახლა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია” – წერს ოჯა­ხის კი­დევ ერთი ახ­ლო­ბე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

    რას წერს მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დედა?

    “ნ.ი-მ (რედ: გო­გო­ნას ვი­ნა­ო­ბას შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ჯა­რო­ებთ) (16 წლის) ამ მი­მო­წე­რით (ავ­რცე­ლებს ვი­დეო სქ­რინს, გიგა ავა­ლი­ან­სა და ნ.ი-ს შო­რის) აეჭ­ვი­ა­ნა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ა. გ. (17 წლის). ა.გ.-მ რ-სთან (არას­რულ­წლო­ვა­ნი) და ნ.ი.-სთან ერ­თად და­გეგ­მა მკვლე­ლო­ბა. ნ.ი-მ ზუს­ტად აჩ­ვე­ნა, სად შე­ეძ­ლე­ბო­დათ ენა­ხათ გიგა, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ტე­მა­ტუ­რად უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, მაგ­რამ რად­გან ჩემ­თან ერ­თად და­დი­ო­და ვერ მოკ­ლეს, ნა­ხეს ხელ­საყ­რე­ლი მო­მენ­ტი, აე­დევ­ნენ სახ­ლამ­დე და ბნელ ად­გილ­ზე მოკ­ლეს”. ვიდეოსქრინი, რომელსაც მოკლული ბიჭის დედა ავრცელებს, ჩანს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის საქმიანი მიმოწერა.

    33-1761410813.png

    55-1761410832.png

    66-1761410853.png

    AMBEBI.GE-ს შსს-ში უთხრეს, რომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი.

  • 🔴 კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც თემქაზე მძიმედ დაჭრეს

    🔴 კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც თემქაზე მძიმედ დაჭრეს

    კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, 26 წლის გიგა ავალიანი, რომელსაც არსებული ინფორმაციით, თბილისში, თემქაზე ჩაუსაფრდნენ, სცემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს.

    მასწავლებელი კომაში იყო და ექიმები მის გადარჩენას გუშინდელ დღემდე ცდილობდნენ.

    შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის  117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

    უწყების ცნობით მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.

  • 10 მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომ უნდა ვჭამოთ ყოველდღე კარაქი

    10 მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომ უნდა ვჭამოთ ყოველდღე კარაქი

    კარაქი ტიბეტელების ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი პროდუქტია. ყველაზე მეტად პოპულარული კი ამ ქვეყანაში არის პროდუქტი სახელწოდებით “tsocha”. მის შემადგენლობაში შედის იაკის რძის ცხიმი, მწვანე ჩაი და მარილი. ამ სასმელს ტიბეტელები დღეში რამდენჯერმე სვამენ.

     

    იაკის რძის ცხიმი აუცილებელია კომპონენტია სპეციალური მეთოდით მომზადებული ქერის ფაფის მომზადებისას.
    კარაქი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ტიბეტელი ვეგეტარიანელების რაციონში.

    აი, 10 მიზეზი, რის გამოც ყოველდღიურად უნდა ვჭამოთ კარაქი:

    1. კარაქი A ვიტამინის ყველაზე ადვილად შესათვისებელი წყაროა. ეს ვიტამინ კი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლის ჯანმრთლობისთვის.

    2. კარაქში შემავალი ცხიმოვანი მჟავები ამარტივებს ვიტამინების A, E, D, K-ს შეთვისებას. აქედან გამომდინარე, ხილი ბევრად უფრო სასარგებლო იქნება, თუკი მას კარაქთან ერთად მივიღებთ.

    3. კარაქი არ ასუქებს. მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავების ქიმიური სტრუქრტურა ისეთია, რომ შეწოვის შემდეგ ის მალევე იწვება და ცხიმის სახით ორგანიზმში არ გროვდება. კარაქის მირთმევის შემდეგ მალევე დგება ნაყროვანების შეგრძნება, რაც ბევრი საკვების მიღების სურვილს მოგვიკლავს.

    4. კარაქი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ანტიოქსიდანტები კი ყველაზე უკეთ გვიცავს კიბოსა და ათეროსკლეროზისგან.

    5. არაპასტერიზებული კარაქი შეიცავს ეგრედწოდებულ, ანტიმძიმემოძრაობის ფაქტორს (Wulzenფაქტორს). ეს უკანასკნელი კურნავს ართრიტს, კატარაქტას და არტერიებს უფრო ელასტიკურს ხდის.

    6. კარაქი იოდის საუკეთესო წყაროა. ამასთან ამ პროდუქტიდან იოდი ძალიან ეფექტურად შეითვისება.

    7. კარაქი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ის ამცირებს ბავშვებში დიარეის, ხოლო უფროსებში კუჭის აშლილობის შემთხვევებს.

    8. ვიტამინ K2-ის მაღალი შემცველობის გამო კარაქი ამცირებს კარიესისა და ოსტეოპოროზის განვითერების რისკს.

    9. კარაქის ცხიმოვანი მოლეკულები ანეიტრალებენ ქრონიკულ ანთებებს, თავიდან აგვაცილებს ტოქსინების შეჭრას საჭმლის მომნელებელ სისტემაში.

    10. დაბოლოს, კარაქში შემავალი ყველაზე ფასეული ინგრედიენტია – ნივთიერება ბიტურატი. ის დაბლა წევს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების (ლიპიდების) დონეს სისხლში, ამაღლებს ინსულინის მგრძნობელობას ძალიან შთამბეჭდავი რაოდენობით, 300 %-ით. კარაქის ხშირი მიღებისას იშვიათად ემართებათ ინფარქტი.

  • “ეს პროდუქტები ტვინს მუშაობაში ეხმარება…” – რას გირჩევთ ნუტრიციოლოგი?

    “ეს პროდუქტები ტვინს მუშაობაში ეხმარება…” – რას გირჩევთ ნუტრიციოლოგი?

    21-ე საუკუნის საქართველოში მეხსიერების გაუარესება არავის უკვირს. ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებს მათ, ვინც კოვიდ-19 და სხვა ვირუსული დაავადებები გადაიტანა.

    როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება? – ამ შეკითხვით მივმართეთ ნუტრიციოლოგთა საზოგადოების ერთ-ერთ დამფუძნებელს, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს – ბელა ყურაშვილს:

    – ადამიანის ტვინში უფრო მეტი უჯრედია, ვიდრე ცაზე – ვარსკვლავები. დადგენილია, რომ ზრდასრული ადამიანის ტვინი 80 მილიონამდე ნეირონს შეიცავს, მაგრამ ის 18 წლის შემდეგ აღარ იზრდება. ასაკთან ერთად, ტვინის შესაძლებლობები მცირდება და ვითარდება დემენცია, რომელსაც ვერაფერს უზამ, თუმცა, ყველა ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც 90 წლის ასაკშიც მშვენივრად აზროვნებენ და 20-25 წლის ახალგაზრდის მეხსიერება აქვთ.

    – რა არის ამის მიზეზი?

    – პირველ ყოვლისა, აქტიური ცხოვრების წესი – ის საშუალებას გვაძლევს, რომ გონებრივი შესაძლებლობები დიდხანს შევინარჩუნოთ. ყველაზე დიდხანს და სრულფასოვნად ის ხალხი ცხოვრობს, რომელიც აქტიურ ცხოვრებას ეწევა, პენსიაზე გასვლის შემდეგაც აზროვნებს, მოგზაურობს, წიგნებს წერს, ლექციებს კითხულობს… ამ ადამიანებს გაცილებით უკეთესი მეხსიერება აქვთ, რადგან ტვინს გამუდმებით ავარჯიშებენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძილს: 7-8-საათიანი ძილი აუცილებელია, რადგან უძილობა ტვინის უჯრედების მოქმედებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

    – ჩვენი ყოველდღიური რაციონიდან რა უწყობს ხელს მეხსიერების გაუმჯობესებას?

    – ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომყავა ყველაზე მეტად ეხმარება თავის ტვინის აქტიურობას, ის მეხსიერებასაც აუმჯობესებს და სტრესსაც ხსნის,მაგრამ ზომიერება არ უნდა დავივიწყოთ – დიდი რაოდენობით ყავამ შეიძლება პირიქით, ზიანი მოგვაყენოს. არ არის სასურველი…განაგრძეთ კითხვა

  • კარდიოქირურგი ი. ემეც: “წნევა ყოველთვის 120/70 ზე რომ იყოს, მიირთვით 1 ჭიქა ეს სასმელი უზმოზე”.

    კარდიოქირურგი ი. ემეც: “წნევა ყოველთვის 120/70 ზე რომ იყოს, მიირთვით 1 ჭიქა ეს სასმელი უზმოზე”.

    არც თუ ისე დიდი ხნის წინ მაღალი წნევა რეგულარულად მაწუხებდა. ინტერნეტ სივრცეში საკმაოდ პოპულარული და ცნობილი კარდიოქირურგის, ილია ემეცის სტატიას წავაწყდი, რომელშიც ის წნევის დასარეგულირებლად რეკომენდაციას ერთ ძალიან მარტივ ხალხურ საშუალებას უწევდა. გადავწყვიტე, ეს საშუალება, რომელიც მხოლოდ რამდენიმე იაფი და 100%-ით ნატურალური ინგრედეინტებისგან შედგება, საკუთარ თავზე გამომეცადა. მინდა გითხრათ, ხანმოკლე დროში მიღებული შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში მინდა ამ საშუალების შესახებ გესაუბროთ.

    ჯანჯაფილის, ლიმონისა და ნივრის ნარევი

    ამ რეცეპტის სამშობლო – გერმანიაა. ელექსირი, რომლის დამზადებასაც ახლა გასწავლით, შედგება ძლიერი ნატურალური ინგრედიენტისგან: ჯანჯაფილი, ლიმონი და ნიორი. თითოელი პროდუქტი საოცრად სასარგებლოა, ხოლო მათი კომბინირების შედეგად ჩვენ ვიღებთ სასწაულმოქმედ საშუალებას, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება.

    ნიორი კარგად არის ცნობილი საკუთარი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით. მის შემადგენლობაში შედის ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი შემდეგი მინერალები: ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, თუთია, ფოსფორი და სპილენძი. გარდა ამისა, ნიორი მდიდარია C და B6 ვიტამინებით, მანგანუმითა და უჯრედისით.

    ჯანჯაფილის ფესვი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი. განსაკუთრებით სასარგებლო მოცემული პროდუქტი სწორედ იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან იტანჯებიან. აქტიური ნივთიერება ჯინჯეროლი, რომელსაც ჯანჯაფილი შეიცავს, არაჩვეულებრივია მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ და მისი პროფილაქტიკისთვის.

    და ბოლოს, ლიმონი – C ვიტამინის უდიდესი ბუნებრივი წყარო. ეს ციტრუსი არეგულირებს pH ბალანსს ორგანიზმში, აძლიერებს იმუნიტეტს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ათხევადებს სისხლს, აუმჯობესებს მის მიმოქცევას და ა.შ.

    ნივრის, ლიმონისა და ჯანჯაფილის ნარევი საოცრად ეფექტური საშუალებაა დაბინძურებული სისხლძარღვების გასაწმენდად და წნევის დასარეგულირებლად.

    ინგრედიენტები:

    • 4 ლიმონი კანთან ერთად;
    • 4 თავი ნიორი;
    • 2 ს.კ. გახეხილი ჯანჯაფილი;
    • 2 ჭიქა (400 მლ) წყალი.

    მომზადება:

    1. კარგად გარეცხეთ ლიმონი და ჯანჯაფილი;

    2. დაჭერით ლიმონი თავის კანთან ერთად პატარა ზომის ნაჭრებად;

    3. გაასუფთავეთ ჯანაჯფილი და ნიორი კანისგან;

    4. თითოეული ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის წარმოქმნამდე.

    5. მიღებული ნარევი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 2 ჭიქა წყალი და მუდმივი მორევის პირობებში მიიყვანეთ დუღილამდე.

    6. გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან, მიეცით დრო გასაგრილებლად და გადაწურეთ.

    7. მზა სითხე გაანაწილეთ მინის ქილებში, რომელთაც კარგად ეფარება თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

    მიირთვით ეს საშუალება 1 ჭიქის ოდენობით საუზმობამდე 2 საათით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 3 კვირა. 3 კვირის შემდეგ აუცილებელია 1 კვირიანი შესვენების გაკეთება და შემდეგ მისი გამეორება.

    ამ საშუალების დახმარებით თქვენ ეფექტურად გაიწმენდთ არტერიებს უმოკლეს ვადაში, დაირეგულირებთ და დაისტაბილურებთ სისხლის წნევას, გაიძლიერებთ იმუნიტეტს და გაიუმჯობესებთ ზოგად ჯანმრთელობას.

    არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის, ისინი მადლიერები დარჩევიან. გისურვებთ ჯანმრთელობას!

  • როდის აჩვენებს წნევის აპარატი ცრუ დაბალ ან ცრუ მაღალ წნევას?👇

    როდის აჩვენებს წნევის აპარატი ცრუ დაბალ ან ცრუ მაღალ წნევას?👇

    ექთანი თამარ დაუსი გადაცემაში “პირადი ექიმი” საუბრობს, რა უნდა გავითვალისწინოთ წნევის გაზომვის პროცესში, რომ ზუსტი მონაცემი მივიღოთ:

    – წნევის გასაზომი რამდენიმე საშუალება არსებობს. ერთ-ერთი სფიგმომანომეტრია, რომელიც მანჟეტისგან, ორი მილის, გასაბერი ბურთისა და თავად იმ მანომეტრისაგან შედგება, რომელზეც წნევას ვნახულობთ. მას შეიძლება თან ჰქონდეს დამაგრებული ფონენდოსკოპი, რომლის საშუალებითაც მხრის არტერიის ფეთქვა უნდა მოვისმინოთ, ან შეიძლება ცალკე იყოს. წარმოუდგენელია, ერთი მანჟეტი ყველა ზომის ადამიანს მოერგოს. შესაბამისად, მანჟეტის ზომის შერჩევა უმნიშვნელოვანესია. ის დამოკიდებულია მკლავის გარშემოწერილობაზე. როგორ უნდა გავიგოთ, რამხელა მანჟეტი გვჭირდება? ამერიკის გულის ასოციაცია ასეთ რეკომენდაციას იძლევა, მანჟეტის სიგრძე მკლავის გარშემოწერილობის 80% უნდა იყოს. მაგალითად, თუ მკლავის გარშემოწერილობა 25 გვაქვს, მანჟეტის სიგრძე 20 სანტიმეტრი უნდა იყოს. ხოლო, მისი სიგანე მკლავის გარშემოწერილობის 40% უნდა იყოს. თუ მკლავის გარშემოწერილობა დიდია და მანჟეტი პატარაა, მაშინ ცრუ დაბალ მაჩვენებელს გვაჩვენებს. ანუ, დაბალ წნევას მივიღებთ. თუ დიდი მანჟეტი და პატარა მკლავია, მაშინ ცრუ მაღალ მაჩვენებელს გვაჩვენებს. ანუ გამოდის, რომ წნევას ვერ ვიზომავთ სათანადოდ, თუ ეს, თითქოს, პატარა კომპონენტი არ გავითვალისწინეთ. შეგვიძლია, ინფორმაცია ინტერნეტშიც მოვიძიოთ და ან ოჯახის ექიმს ვკითხოთ, როგორი ტიპის მანჟეტი შევიძინოთ.

    ხშირად მინახავს, წნევის მანჟეტს პირდაპირ ტანსაცმელზე ამაგრებენ ზემოდან. თუმცა, უმჯობესია, მკლავი გაშიშვლებული იყოს. რაც უფრო მეტი ფენა იქნება არტერიასა და ფონენდოსკოპს შორის, ხმიანობის აღქმა გართულდება და შესაძლოა, ზუსტი მონაცემი ვერ გავიგოთ…განაგრძეთ კითხვა

  • “სისხლძარღვი მოიწვა, გაჩერდა სისხლდენა და რამდენიმე წუთში ბავშვის გული გაჩერდა” – რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 4 წლის ბავშვს გლანდების ოპერაცია გაუკეთეს

    “სისხლძარღვი მოიწვა, გაჩერდა სისხლდენა და რამდენიმე წუთში ბავშვის გული გაჩერდა” – რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 4 წლის ბავშვს გლანდების ოპერაცია გაუკეთეს

    ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და იმე­რეთ­ში. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 წლის თომა კუბ­ლაშ­ვი­ლი გლან­დე­ბის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი მომ­ხდარ­ში ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ კლი­ნი­კა­ში ბავ­შვის მი­მართ გულ­გრი­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს.

    • ცნო­ბი­ლია, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ბავ­შვი სახ­ლში გა­მო­წე­რეს, რის შემ­დე­გაც მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლში მოს­ვლის შემ­დეგ ბავ­შვს სის­ხლის კოლ­ტე­ბი ამოჰ­ქონ­და, რის შემ­დე­გაც მშობ­ლებ­მა ბავ­შვი კვლავ კლი­ნი­კა­ში წა­იყ­ვა­ნეს და ექი­მებს მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს. მა­ლე­ვე თომა კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

    “რომ ჩა­იყ­ვა­ნეს პა­ტა­რა, აჩ­ვე­ნეს ფო­ტო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნი სის­ხლი ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი უკვე სახ­ლში, ჩა­ხე­დეს ყელ­ში და კარ­გა­დაა ყვე­ლა­ფე­რი, ეგ რაც აწუ­ხებ­და მო­ი­შო­რაო და 4 სა­ა­თი და­ვაკ­ვირ­დე­თო, ბავ­შვი აჭი­კ­ჭი­კეს, ალა­პა­რა­კეს, და მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ხი­ფა­თოდ ვერ შე­ა­ფა­სეს, არც ეხო გა­და­უ­ღეს, რომ ფა­რუ­ლი სის­ხლდე­ნა გა­მო­ე­რი­ცხათ!

    მერე, იქვე და­ე­წყო სის­ხლდე­ნა და და­ი­ცა­ლა ბავ­შვი!… დე­დაც არ შე­უშ­ვეს და აკივ­ლებ­დნენ ბავ­შვს. დე­დას­თან მინ­და, მე­ში­ნი­აო!!!!! ვი­თომ მო­საწ­ვა­ვად უნდა გა­ეყ­ვა­ნათ, მაგ­რამ და­აგ­ვი­ა­ნეს! ყვე­ლა­ფე­რი და­აგ­ვი­ა­ნეს!”

    “ჩა­უყ­ვა­ნი­ათ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სის­ხლდე­ნით, ექიმს უთ­ქვამს და­ვაკ­ვირ­დე­თო და პა­ლა­ტა­ში გა­უშ­ვი­ათ, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მა­მას სის­ხლის ამო­ღე­ბუ­ლი კოლ­ტე­ბის ფოტო უჩ­ვე­ნე­ბია ექი­მის­თვის” – წე­რენ ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლე­ბი.

    ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ კლი­ნი­კა გი­დის დი­რექ­ტორს დი­მიტ­რი მხე­ი­ძეს. სწო­რედ ამ კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას ოპე­რა­ცია.

    – თო­მას ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და ჩვენ­თან კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ მერე გა­ე­წე­რა ჩვე­ნი კლი­ნი­კი­დან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. შემ­დეგ დე­დამ და­უ­რე­კა მის მკურ­ნალ ექიმს და უთხრა ბავ­შვს დენა აქ­ვსო, აღე­ბი­ნა სის­ხლი­ა­ნი, ერთჯე­რა­დად. მო­იყ­ვა­ნეს ბავ­შვი კლი­ნი­კა­ში, და­ათ­ვა­ლი­ე­რა ექიმ­მა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ჰქონ­და სის­ხლდე­ნის კვა­ლი. ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად ჰქონ­და, ნა­დე­ბე­ბიც, ყვე­ლა­ფე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად, მა­ინც და­ა­ყოვ­ნა ექიმ­მა ბავ­შვი კლი­ნი­კა­ში, თა­ვი­სი ინ­ტუ­ი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ ჰყავ­და. რამ­დე­ნი­მე­ჯერ პა­ლა­ტა­შიც შე­ვი­და, თა­ვის ხე­ლით აჭ­მევ­და ბავ­შვს. ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და. ბავ­შვი ცო­ტას ჭირ­ვე­უ­ლობ­და და უცებ ატყდა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნა.

    – ბავ­შვი სის­ხლდე­ნით გარ­და­იც­ვა­ლა?

    – ოთხშა­ბათს გარ­და­იც­ვა­ლა ბავ­შვი. რო­გორც ხდე­ბა მე­ო­რე დღეს გა­ე­წე­რა ჩვე­უ­ლებ­რივ. მე­სა­მე დღეს დაბ­რუნ­და უკან, რად­გან დე­დამ შე­ამ­ჩნია რო­გორც გი­თხართ სის­ხლი­ა­ნი ნა­ღე­ბი­ნე­ბი. დი­ლას მო­ვი­და, 10 სა­ა­თი ხდე­ბო­და და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ი­წყო ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნა, ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო. და­ეხ­მარ­ნენ ბავ­შვს, ბავ­შვი არ აღებ­და პირს და ამი­ტომ გახ­და სა­ჭი­რო ანეს­თე­ზია. უნდა და­ე­ძი­ნე­ბი­ნათ, უბ­რა­ლოდ მა­ნი­პუ­ლა­ცია იყო სა­ჭი­რო, რომ მო­ეწ­ვათ სის­ხლძარ­ღვი. და­ა­ძი­ნეს ბავ­შვი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად სის­ხლძარ­ღვი მო­იწ­ვა, გა­ჩერ­და სის­ხლდე­ნა და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ბავ­შვის გული გა­ჩერ­და.

    – ნარ­კო­ზი­დან გა­მო­სუ­ლი არ იყო ბავ­შვი?

    – ნარ­კო­ზი­დან გა­მო­სუ­ლი სა­ი­დან იქ­ნე­ბო­და, რომ და­ა­ძი­ნეს მო­იწ­ვა სის­ხლძარ­ღვი მალე მო­იწ­ვა. მა­ნი­პუ­ლა­ცია დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო, სის­ხლდე­ნა შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო და ამ დროს გა­უ­ჩერ­და გული.

    – რა იყო მი­ზე­ზი?

    – ვერ გე­ტყვით, ძა­ლი­ან რთუ­ლია ამის თქმა ჯერ­ჯე­რო­ბით. არის ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვა. არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ მაქვს ჯერ­ჯე­რო­ბით რომ რა­ი­მე ვერ­სი­ებ­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ და­ვე­ლო­დოთ ექ­სპერ­ტი­ზას. ერთი რამ შე­მიძ­ლია და­დას­ტუ­რე­ბით ვთქვა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი იყო გა­სა­კე­თე­ბე­ლი ჩა­უ­ტარ­და. რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გებ­მაც და მის­მა მკურ­ნალ­მა ექიმ­მა. მე პი­რა­დად ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ვეხ­მა­რე­ბო­დი, ყვე­ლა ფეხ­ზე ვი­ყა­ვით და მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თეთ, რაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­თი შემ­თხვე­ვა იყო იმ ქი­რურ­გის პრაქ­ტი­კა­შიც პირ­ვე­ლია და მე სა­ერ­თოდ ნა­ნა­ხიც არ მქონ­და ასე­თი შემ­თხვე­ვა ჩემი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

    – სის­ხლდე­ნა რას უნდა გა­მო­ეწ­ვია?

    – ყვე­ლა­ზე სა­ში­ში არის ნა­დე­ბის მოძ­რო­ბა, რომ ძვრე­ბა იქ ბევ­რი სის­ხლძარ­ღვე­ბია, რო­მე­ლიც ნა­დებს, ასე ვთქვათ, კვე­ბავს, ნა­დე­ბის ქვეშ არის, ამი­ტომ იქ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ერ­თდრო­უ­ლად ბევ­რი მიკ­რო სის­ხლძარ­ღვე­ბი­დან მო­დის სის­ხლი და დიდი რა­ო­დე­ნო­ბის სის­ხლის და­კარ­გვა ხდე­ბა ამ დროს. რა­ღა­ცის გამო მოხ­და, ან ჩა­ახ­ვე­ლა შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვმა ძლი­ე­რად ან იყ­ვი­რა, შე­იძ­ლე­ბა ეტ­კი­ნა რა­ღა­ცა, რა იყო ზუს­ტი მი­ზე­ზი, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვი­ტყვი. რე­ა­ლუ­რად სის­ხლძარ­ღვი­დან წა­მო­ვი­და სის­ხლი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით. მძი­მე ფაქ­ტია. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაჰ­ყვე­ბა ექიმს ეს, მი­თუ­მე­ტეს ექიმ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ გა­და­ერ­ჩი­ნა. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს. ჩათ­ვა­ლეთ რო­გორც სტკი­ვა ოჯახს, ისე სტკი­ვა ზუს­ტად ქი­რურ­გსაც და ყვე­ლა იმას, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო და ცდი­ლობ­და ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნას. დე­დაც იქ იყო და ყვე­ლა უყუ­რებ­და რა­საც ვა­კე­თებ­დით. უფ­ლის წი­ნა­შე ტყუ­ილს ვერ ვი­ტყვი. უფ­ლის წი­ნა­შე ვა­გებთ ყვე­ლა პა­სუხს ჩვენ საქ­ცი­ელ­ზე და მე პი­რა­დად რაც ვნა­ხე იქ, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თავს დავ­დებ და ხატ­ზე და ბიბ­ლი­ა­ზე და­ვი­ფი­ცებ, რომ მაქ­სი­მუ­მი გა­კეთ­და. მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც უბ­რა­ლოდ აღარ იყო.