Category: Uncategorized

  • ახლგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, მას სავარაუდოდ მანქანა დაეჯახა ,მძღოლი მიიმალა.

    ახლგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, მას სავარაუდოდ მანქანა დაეჯახა ,მძღოლი მიიმალა.

    გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კარ­და­ნახ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს.

    • ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 34 წლის მა­მა­კა­ცის ცხე­დარს ბა­კურ­ცი­ხე-გურ­ჯა­ა­ნის შე­მოვ­ლით გზა­ზე მი­აკ­ვლი­ეს.

    ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ახალ­გაზ­რდა ვარ­ჯი­შობ­და, რა დრო­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა, მძღო­ლი კი მი­ი­მა­ლა. ახ­ლობ­ლე­ბი მას 20 ოქ­ტომ­ბრი­დან ეძებ­დნენ. გზის პი­რას მი­აკ­ვლი­ეს მის ავ­ტო­მო­ბილ­საც.

    ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

  • ნახეთ, რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ფარცხალაძის სახლების ჩხრეკაზე

    ნახეთ, რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ფარცხალაძის სახლების ჩხრეკაზე

    პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოღებულია: ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 220 000 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

    ამის შესახებ ივანიშვილის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

    «სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 220 000 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 лет საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 дней назад ელექტრო მოწყობილობა.

    ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრო მოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება, დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით, შემდგომი საგამოძიებო ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება». – განაცხადეს უწყებაში.

  • 22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    აკონტროლეთ ემოციები, გამოიჩინეთ წინდახედულობა და მოთმინება. უმჯობესია, დღე საკუთარ თავში გარკვევას, ან სასიამოვნო ადამიანების წრეში განტვირთვას დაუთმოთ.

    კურო

    დღე სასურველია, მშვიდ, წყნარ გარემოში გაატაროთ. თავი შეიკავეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობისგან, რომლებიც თქვენზე არასასურველ ზეგავლენას ახდენენ. არ გააკეთოთ მნიშვნელოვანი შენაძენი.

    ტყუპები

    შესაძლოა, სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ, სამსახურში კი აქტუალური იქნება ფინანსური საკითხები. პირადი ურთიერთობებისთვის საინტერესო დღეა.

    კირჩხიბი

    საკმაოდ კარგად გრძნობთ თავს, დღეც ჩვეულ რიტმში ჩაივლის. მიიყვანეთ დაწყებული საქმეები ბოლომდე. საღამოს კი ოჯახის წევრებს დაუთმეთ მეტი ყურადღება.

    ლომი

    კარგი შესაძლებლობების დღეა, თუმცა, შესაძლოა, ახალი ფინანსური წყაროების მოძიება დაგჭირდეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას.

    ქალწული

    დღეს გამართლებულია ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯებისგან.

    სასწორი

    შესაძლოა, დღე ისე არ წარიმართოს, როგორც ეს თქვენ გქონდათ დაგეგმილი, თუმცა, ამით ხასიათი არ გაიფუჭოთ. ეცადეთ, განიტვირთოთ, გახალისდეთ, მოიფიქრეთ რისი გაკეთება გინდათ ყველაზე მეტად, წინ უქმეები გელით.

    მორიელი

    გააკეთეთ ადეკვატური დასკვნები, იმის მიხედვით, თუ რამდენად გაკმაყოფილებთ თქვენი სამსახური, ან პირადი ცხოვრება, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ვალდებულებას უკავშირდება, მაშინ დროა, ცვლილებებზე იფიქროთ.

    მშვილდოსანი

    საქმიანი კუთხით, მეტად ცვალებადი დღეა, ამიტომ, იყავით მზადყოფნაში ნებისმიერი ქმედებისთვის, ნუ გაიფუჭებთ განწყობას. აი, პირადი ურთიერთობების მოწესრიგებისთვის კარგი დროა.

    თხის რქა

    მეტი სირბილე და მოთმინება გამოიჩინეთ როგორც კოლეგების, ასევე ოჯახის წევრების მიმართ. გახალისდით, ნუ განმარტოვდებით.

    მერწყული

    რომანტიული ვნებათაღელვა, ფლირტი, შეხვედრები, აი ეს თემა უფრო აქტუალურია დღეს თქვენთვის, თუმცა, ნებისმიერ ქმედებამდე კარგად დაფიქრდით, მოერიდეთ იმპულსურ ქმედებას.

    თევზები

    კარგია დღეა სხვადასხვა ფსიქოლოგიური პროცედურებისთვის. ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავეთ იქნება ეს იმიჯის, სამსახურის, თუ პირადი ურთიერთობების საკითხები.

  • “ცოდვის ზარი ტრიალებს, ტრაგიკომიკური სიტუაციაა…“ – ნინო ნადირაძე

    “ცოდვის ზარი ტრიალებს, ტრაგიკომიკური სიტუაციაა…“ – ნინო ნადირაძე

    „ცოდვის ზარი ტრიალებს, ტრაგიკომიკური სიტუაციაა…“, – ამის შესახებ ექიმმა, ნინო ნადირაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

  • “ერთადერთი ვარ ვინც მთელ მსოფლიოში სიმართლეს ამბობს..” – ნახეთ გაფრთხილება მოსახლეობას

    “ერთადერთი ვარ ვინც მთელ მსოფლიოში სიმართლეს ამბობს..” – ნახეთ გაფრთხილება მოსახლეობას

    წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია, სოციალურ ქსელში 2012 წლის ნაწინასწარმეტყველებ მოვლენებს აქვეყნებს ქართული პოლიტიკის შესახებ წერს.
    მისი თქმით, ის ბევრ რამეს ხედავს, მაგრამ არ წერს.
    „მავანთა საყურადღებოდ: ვისთვის გასამხნევებლად, ვისთვის – გასაფრთხილებლად!!!
    ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება, ჩაწერილი 2012 წლის 22 აპრილს
    რამდენიმე წლის წინ წამოვიდა კოსმოსიდან ასეთი ფრაზა: „მე დავდუმდები!“

    მაგრამ გამომდინარე ჩემი ხასიათიდან, არ დავემორჩილე, ასე ვთქვათ, კოსმოსის ბრძანებას და განვაგრძობ წინასწარმეტყველების გამოქვეყნებას.

    ისე, კი მაქვს კახური სიჯიუტე, გურული სიფიცხე და მეგრული სიბრძნე. აი ეს ხასიათი დიდად უწყობს ხელს ჩემს ბრძოლას ამ დადუმებასთან. ნამდვილად ვერ შევეგუები, რომ ამხელა ინფორმაცია, რომელიც მოდის კოსმოსიდან და რასაც წლების განმავლობაში ვწერ, არ განვაცხადო და დავდუმდე. რატომ უნდა გავახარო საქართველოს მტერი შადიმანები?! თანაც, ვიცი, რომ ერთადერთი, ვინც სიმართლეს ამბობს მთელ მსოფლიოში, მე ვარ.

    სასაცილო ისაა, რომ ის ხალხი, ვინც ვითომ ბევრი რამე იცის პოლიტიკაში, მის ანალიზში, და ამით თავი მოაქვთ, ისინი არიან დადუმებულები.

    მე კი ჩემი ხალხისთვის ვწინასწარმეტყველებ. ჩემი ქართველი, რომ კითხულობს წინასწარმეტყველებებს, ის ამით მშვიდდება, ვინაიდან იცის, რომ ყველა სიტყვა ასრულდება.

    შადიმანებო, ქართულ პოლიტიკაში ცუდად ნუ აფათურებთ ხელებს, თორემ…

    ძალიან ბევრ რამეს ვხედავ, რაც საქართველოში ხდება, მაგრამ ერთს ვიტყვი მხოლოდ:

    ჩემო ქართველებო, ნურაფრის გეშინიათ! გარკვევით ვხედავ, როგორ სდის ღვთისმშობელს თვალთაგან სიხარულის ცრემლი!!!

    ძალიან ბევრ რამეს ვხედავ, მაგრამ არ ვწერ!!!“- წერს ლელა კაკულია.

  • “ლუკა ძალიან გვატკინე გული” – ცნობილი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი გარდაიცვალა

    “ლუკა ძალიან გვატკინე გული” – ცნობილი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი გარდაიცვალა

    მუსიკალური ფესტივალი „თბილისი ოფენ ეარი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – გარდაიცვალა მუსიკოსი, ZION GARDEN-ის თანადამფუძნებელი ლუკა იოსელიანი.

    „ლუკა იოსელიანი 2016 წლიდან ჩვენი ფესტივალის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი საუკეთესო სცენის, Zion Garden-ის სულისჩამდგმელი იყო.

    ვეცდებით შენი გეგმების ნაწილი მაინც განვახორციელოთ.

    ძალიან გვატკინე გული. დროებით, მეგობარო“, – აღნიშნულია Tbilisi Open Air / AlterVisio-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

    დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

    მე არასდროს მითქვამს, რომ უკრაინა გაიმარჯვებდა, მე ვთქვი, რომ მათ გამარჯვება შეუძლიათ, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, ენტონი ალბანეზთან შეხვედრისას განაცხადა.

    ტრამპის თქმით, კიდევ ერთი ომი აქვს დასასრულებელი.

    „ეს რუსეთი და უკრაინაა და ვფიქრობ, რომ ამას მივაღწევთ, მაგრამ ეს რთული აღმოჩნდა, რადგან ორ ლიდერს ნამდვილად სძულთ ერთმანეთი.მათ ერთმანეთი ყველაფერზე მეტად სძულთ და ეს საქმეს ართულებს“, – განაცხადა ტრამპმა.

    ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვება შეუძლია, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არასდროს უთქვამს, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ“, თუმცა გამარჯვება შეუძლიათ.

    „არ ვფიქრობ, რომ გაიმარჯვებენ, მაგრამ მათ გამარჯვება ჯერ კიდევ შეუძლიათ. მე არასდროს მითქვამს, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ. მე ვთქვი, რომ მათ გამარჯვება შეუძლიათ, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ომი უცნაური რამ არის და ბევრი ცუდი რამ ხდება, ბევრი კარგი რამ ხდება“, – აღნიშნა ტრამპმა.

  • ამ წუთებში ცნობილ ადამიანს იჭერენ! – ნახეთ, რა ინფორმაცია ვრცელდება

    ამ წუთებში ცნობილ ადამიანს იჭერენ! – ნახეთ, რა ინფორმაცია ვრცელდება

    ფორმულას ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი წერს, რომ ვახო სანაიას შემდეგ, მასაც მიაკითხეს დასაჭერად.

    ,,ჩემამდეც მოვიდნენ !
    მომაკითხეს მილიციელებმა ! 😁
    რო გონიათ ან მე შემეშინდება ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ან ჩემს რომელიმე მეგობარს ! 💪🏼
    ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ 🇬🇪
    p.s დე-მა 💘 ბებო/ბაბუ 💘არ ინერვიულოთ”, – წერს ის.

  • ,,4 არასრულწლოვანი გოგო კლავდა მოლარეს და კონსულტანტს, მსგავსი ძალადობა მხოლოდ ფილმებში მინახავს” – რა შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება?

    ,,4 არასრულწლოვანი გოგო კლავდა მოლარეს და კონსულტანტს, მსგავსი ძალადობა მხოლოდ ფილმებში მინახავს” – რა შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება?

    ,,ჩვენს ქვეყანაში პირბადის ტარებისთვის ციხეა, სამაგიეროდ კრიმინალი ზეიმობს!!!
    ნახევარი საათის წინ მაგნიტში ჩემ თვალწინ ოთხი არასრულწლოვანი გოგო კლავდა მოლარეს და კონსულტანტს, მსგავსი ძალადობა მხოლოდ ფილმებში მინახავს, შამპანურის ბოთლის თავში ჩარტყმა რომ დააპირა, შემოვარდნენ კაცები და ვერ აშველებდნენ, ის ბოთლი მოიქნია, ბოქსი მოაძრეს, წიხლებით შედგნენ კონსულტანტს, ,,მაგნიტი” როგორ გყავთ დაცვის გარეშე მომსახურე პერსონალი, სიკვდილს არიან გადარჩენილები და ახლა ვიგებ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა.
    მაგ ბავშვების ადგილას (მოლარეს და კონსულტანტს ვგულისხმობ) გიჩივლებდით აუცილებლად! ცხადია პატრული გამოვიძახე და დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან…”, – წერს მოქალაქე თეა სუბელიანი სოციალურ ქსელში.