Author: tea tea

  • რა დეტალები ხდება ცნობილი ლაშა ბასლანძის გარდაცვალების შესახებ?

    რა დეტალები ხდება ცნობილი ლაშა ბასლანძის გარდაცვალების შესახებ?

    მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.

    ამის შესახებ მისმა მეგობარმა, ამიკო ჯანელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

    ,,ბასლა აღარ გვყავს“, – წერდა ის.

    არსებული ინფორმაციით, ლაშა ბასლანძის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

    ის წინა დღე­ებ­ში იტა­ლი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს დი­ლით ჩა­მოფ­რინ­და.

  • გარდაიცვალა სალომე ბაკურაძის მეუღლე, ლაშა ბასლანძე

    მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.

    ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, ამიკო ჯანელიძე ავრცელებს.

    ,,ბასლა აღარ გვყავს“, – წერს ის.

  • ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა – ნახეთ რა გახდა მიზეზი?

    ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა – ნახეთ რა გახდა მიზეზი?

    რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში  მისი მეგობარი, ამიკო ჯანელიძე ავრცელებს.

    როგორც ირკვევა, ლაშა ბასლანძის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

  • “წყალმოვარდნები, მეწყრი, ღვარცოფი…” – სინოპტიკოსების გაფრთხილება ამინდი მკვეთრად იცვლება

    “წყალმოვარდნები, მეწყრი, ღვარცოფი…” – სინოპტიკოსების გაფრთხილება ამინდი მკვეთრად იცვლება

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.

    მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • ხალხური რეცეპტები: მოხუცმა ხახვი ოთხად გაჭრა და ჩაიში ჩააგდო. მე დღემდე მისი მადლიერი ვარ, ამიტომ გიზიარებთ თქვენც…

     

    вздутие живота

    ჩემი ბაბუა ადრეული ასაკიდან მაცნობდა ხალხურ საშუალებებს სხვადასხვა დაავადებების საწინაარმდეგოდ. ბაბუას ეს რეცეპტები ერთმა ცნობილმა ხალხურმა მკურნალმა გაუმხილმა, რომელიც მის სოფელში ცხოვრობდა. ერთ-ერთი ასეთი რეცეპტია ხახვის ჩაი. ეს საშუალება ეფექტურია მუცლის შებერილობის დროს და მისი მომზადება იმაზე მარტივია, ვიდრე გგონიათ.

    ხახვის ჩაი

    ხახვის ჩაის მოსამზადებლად მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ. მოამზადეთ 200 მლ. შავი ჩაი. გაფრცქვენით ხახვი და გაჭერით ჯვარედინად. მნიშვნელოვანია, რომ ხახვი ბოლომდე კი არ გაჭრათ, არამედ სანახევროდ ჩაჭრათ.

    луковый чай

    მოათავსეთ ხახვი ჭიქაში და დადგით 10-15 წუთით. ეს სასმელი მაშინვე გაგანთავისუფლებთ მუცელში არსებული ნებისმიერი უსიამოვნო შეგრძნებისგან. გარდა ამისა ის იდეალურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პროფილაქტიკისთვის.

    ხალხური საშუალებები

    კიდევ ერთი უმარტივესი რეცეპტია კამის წყალი. დაასხით 40 გრ. კამის თესლს 500 მლ. ადუღებული წყალი და დატოვეთ 1 საათით. ამისთვის თერმოსის გამოყენება ბევრად კომფორტულია. უნდა დალიოთ დღეში 3-ჯერ 80 მლ. ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.

    თუ თქვენ არ გაქვთ თესლი, მაშინ გამოიყენეთ კამა. 1 ს.კ. დანაკუწებულ მწვანილს დაასხით 200 მლ. ადუღებული წყალი და დადგით 1 საათით. ამის შემდეგ გადაწურეთ. ეს საშუალებაც უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ 80 მლ. ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. უნდა შეინახოთ მაცივარში.

    свежий укроп

    მუცლის ღრუში უსიამოვნო შეგრძნებებისგან გასანთავისუფლებლად გვირილა და პიტნაც დაგეხმარებათ. საკვების მიღების შემდეგ უბრალოდ ჩაღეჭეთ 2-3 პიტნის ფოთოლი. ის მოგიხსნით მუცლის სპაზმებს და გაგიჯანსაღებთ სუნთქვას.

    ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ პიტნის ჩაი. 5-7 ცალ პიტნის ფოთოლს დაასხით 200 მლ. ადუღებული წყალი და 5-10 წუთის შემდეგ დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი. ამ სასმელის მიღება უმჯობესია ძილის წინ, რადგან მას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს.

    мятный чай

    ჩაის მომზადება გვირილისგანაც შეგიძლიათ. ის დაგეხმარებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მოწესრიგებაში. ეფექტის გასაძლიერებლად მოამზადეთ ის პიტნასთან ერთად. აიღეთ თანაბარი რაოდენობით მშრალი პიტნა და გვირილა. მიღებულ ნაზავს დაასხით 250 მლ. წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ 4 საათით. გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ საკვების მიღების შემდეგ 2 ს.კ.

    თუ სასმელის მიღება არ გინდათ, მაშინ მიიღეთ სელის თესლი. 2 ჩ.კ. შეურიეთ იოგურტში, სალათში, წვნიანში ან ფაფაში და ამ სახით მიიღეთ.

    семена льна

    სელის თესლისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ნაყენიც. 1 ს.კ. სელის თესლს დაასხით 500 მლ. მდუღარე წყალი და დადგით 5-6 საათით. გადაწურეთ ნაყენი და მიიღეთ დღეში 2-ჯერ 100 მლ. 3 კვირის განმავლობაში. მუცელი მადლობას გეტყვით.

    როგორ განვთავისუფლდეთ მუცლის შებერილობისგან

    ამ შემთხვევაში შვენიერ ხალხურ საშუალებად ითვლება ვაშლის ძმარი. 1 ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ 2 ს.კ. ვაშლის ძმარი. უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ საკვების მიღების შემდეგ. თუ გემო თქვენთვის ზედმეტად მიუღებელია, შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ჩ.კ. თაფლი.

    чеснок

    საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ნივრის გამოყენება. ოღონდ არა ცოცხალის, არამედ გამომშრალის. გამომშრალი ნივრის პოვნა შეგიძლიათ სუპერმარკეტში, მაგრამ თუ ვერ იპოვეთ აქვე გასწავლით მის დამზადებას:

    თხლად დაჭერით ნიორი და დააწყვეთ (გაშალეთ) პერგამენტის ქაღალდზე. გამოაცხვეთ 55 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. კუჭ-ნაწლავის სწორი მუშაობისთვის საკმარისი იქნება 2-3 ნაჭერი ნივრის მიღება საკვების მიღების შემდეგ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნივრის დაფქვა ყავის საფქვავის დახმარებით.

    чесночный порошок

    ნივრისგანაც მზადედბა ნაყენი. 4 კბილ ნიორს დაასხით 200 მლ. წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე. 5 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დადგით კიდევ 30 წუთით. გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 2-ჯერ 100 მლ.

    რჩევა რედაქციისგან:

    ხალხური საშუალებები იმდენად ბევრია, რომ თქვენ აუცილებლად აარჩევთ თქვენთვის სასურველს. თუმცა არ დაივიწყოთ გარკვეული უკუჩვენებებიც. ამიტომ გირჩევთ ექიმთან კონსულტაციის გავლას.

    აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

    ჯანმრთელობას გისურვებთ!

  • ვრცელდება იმ ავარიის კადრები, რომელსაც 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა – სამტრედია-აბაშის გზაზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა

    ვრცელდება იმ ავარიის კადრები, რომელსაც 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა – სამტრედია-აბაშის გზაზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა

    სოციალურ ქსელში ვრცელდება იმ ავარიის კადრები, რომელსაც 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი ემსხვერპლა.

    ავარია 24 ოქტომბერს სამტრედია-აბაშის გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა ათი პირი, მათგან შვიდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სამს კი დახმარება ადგილზე გაეწია.

    19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა. ავარიისა დროს დაშავდა დაღუპულის მეუღლეც.

    ადგილობრივების თქმით, დაღუპულს ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა.

    “ბაჩომ ახლახან შექმნა ოჯახი, ცოლი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის” – ამბობენ გარდაცვლილი ბიჭის ოჯახის ახლობლები.

  • საფრანგეთში ქართველი ქალი მოკლეს: ბრალდებულია მისი ყოფილი ქმარი, რომელიც 33 წლის ლელა ტოროშელიძეს სამსახურთან ჩაუსაფრდა – რას წერს ფრანგული მედია?

    საფრანგეთში ქართველი ქალი მოკლეს: ბრალდებულია მისი ყოფილი ქმარი, რომელიც 33 წლის ლელა ტოროშელიძეს სამსახურთან ჩაუსაფრდა – რას წერს ფრანგული მედია?

    საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ მუ­ლუზ­ში შემ­ზა­რა­ვი ფე­მი­ცი­დის შემ­თხვე­ვა მოხ­და. ქმარ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, 33 წლის ყო­ფი­ლი ცოლი, ლელა ტო­რო­შე­ლი­ძე სამ­სა­ხურ­თან ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა. ფრან­გუ­ლი მე­დია მომ­ხდარს აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს.

    შა­ბათს, 25 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლით, საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ მუ­ლუზ­ში, (ზემო რე­ი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტი) ბა­რის მიმ­ტა­ნი, ლელა ტო­რო­შე­ლი­ძე სა­კუ­თარ სამ­სა­ხურ­თან სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რეს. ახალ­გაზ­რდა ქალი წარ­მო­შო­ბით ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შე­მოქ­მე­დი­დან იყო.

    ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალს “რამ­დე­ნი­მე სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა” მი­ა­ყე­ნეს, რო­დე­საც ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გახ­სნას აპი­რებ­და. ლელა სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუმ­ცა მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა.

    რო­გორც ფრან­გუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (მათ შო­რის, blue News სა­ა­გენ­ტო Agence France-Presse-ზე დაყ­რდნო­ბით) იუ­წყე­ბი­ან, და­ღუ­პუ­ლი ქალი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყო და მუ­ლუზ­ში ცხოვ­რობ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა მომ­ხდარს ფე­მი­ცი­დის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ანი­ჭებს.

    ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლი მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეა.

    გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, ლელა ტო­რო­შე­ლი­ძე 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და მა­მა­კაც­თან, რო­მელ­საც ცოტა ხნის წინ და­შორ­და. პრო­კუ­რო­რი ნი­კო­ლა ჰა­ი­ცი აცხა­დებს, რომ მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სწო­რედ მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეა, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა და ამ­ჟა­მად პო­ლი­ცია ეძებს.

    “ეს პი­როვ­ნე­ბა პო­ლი­ცი­ის მიერ აქ­ტი­უ­რად იძებ­ნე­ბა… ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე სწრა­ფად და­ა­კა­ვონ და ამ ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლე­ბი გა­ირ­კვეს”, – გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

    ტრა­გე­დი­ამ შეძ­რა ლე­ლას ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში:

    “სი­ტყვებს ვერ ვა­ლა­გებ, რომ გა­ვი­გე, ჩემი ბავ­შვო­ბის ნა­წი­ლი აღარ და­დის ამ ქვე­ყა­ნა­ზე. რო­გო­რი მწა­რე და რთუ­ლია, როცა იმას გა­ი­გებ, რომ შენს ცხოვ­რე­ბა­ში იყო ისე­თი თბი­ლი და ტკბი­ლი გოგო, რო­გო­რიც შენ იყა­ვი, ლე. უფალ­მა ნა­თე­ლი და ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი და­გიმ­კვიდ­როს იმი­ერ­ში. მიყ­ვარ­ხარ და ასე გაგ­რძელ­დე­ბა მუ­დამ”.

    საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცია მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი უცხო­ე­ლია.

  • 13 წლის გოგონა ვიდეომიმართვას ავრცელებს

    13 წლის გოგონა ვიდეომიმართვას ავრცელებს

    ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და თბი­ლის­ში. გიგა ავა­ლი­ანს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დახ­ვდნენ და თა­ვის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს. შემ­თხვე­ვა პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. მას შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის და­სახ­მა­რებ­ლად ჯგუ­ფიც შე­იქ­მნა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­წევ­რი­ან­და. სამ­წუ­ხა­როდ ახალ­გაზ­რდას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

    13 წლის გოგონა “ტიკ ტოკ” პლატფორმაზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ამ მკვლელობასთან საერთო არაფერი აქვს, მხოლოდ მისი სახელი და გვარი ემთხვევა ამ მკვლეობაში ერთ-ერთ ბრალდებულის სახელსა და გვარს.

  • რას ჰყვება მეზობელი მოკლული გიგა ავალიანის შესახებ? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    რას ჰყვება მეზობელი მოკლული გიგა ავალიანის შესახებ? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. სას­ტი­კად არის მოკ­ლუ­ლი 26 წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნი. მას გიგა სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დახ­ვდნენ და თა­ვის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს.

    შემ­თხვე­ვა პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. მას შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის და­სახ­მა­რებ­ლად ჯგუ­ფიც შე­იქ­მნა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­წევ­რი­ან­და. სამ­წუ­ხა­როდ ახალ­გაზ­რდას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

    არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­ლი­ანს სა­დარ­ბა­ზოს­თან რამ­დე­ნი­მე არას­რულ­წლო­ვა­ნი დახ­ვდა, მათ შო­რის 16 წლის გოგო. და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა. მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი “გი­გას­თან მი­მო­წე­რით აეჭ­ვი­ა­ნა”, რა­საც ქა­ლის თქმით, ჩა­საფ­რე­ბა და მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

    ვიდეო: “TV პირველი”

  • 27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    ამ დღეს გირჩევთ, თავისუფალი დრო საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობაში გაატაროთ. მით უმეტეს, რომ ამ ეტაპზე აქტიური ქმედებების ხასიათზე არ ხართ. ასეთი განწყობის დროს კი სასარგებლო საუბრები სწორედ რომ საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

    კურო

    პერიოდულად თვითგვემის შემოტევებს ებრძვით. გეჩვენებათ, რომ რაღაც არასწორად გააკეთეთ და მომხდარში დამნაშავე მხოლოდ თქვენ ხართ. შეწყვიტეთ საკუთარი თავის დადანაშაულება, სწორი დასკვნები გამოიტანეთ და აღარასდროს დაუბრუნდეთ ამ თემას.

    ტყუპები

    მთელი დღეს იმაზე ფიქრში გაატარებთ რა, როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა გააკეთოთ. ამასთან დაკავშირებით შესანიშნავი გეგმები და იდეები გაქვთ, მაგრამ საეჭვოა, უახლოეს მომავალში აქედან რამე განხორციელდეს.

    კირჩხიბი

    ცდილობთ, ემოციები აკონტროლოთ და სამწუხარო გაუგებრობებს, რომლებიც ამ დღეს მრავლად იქნება, მშვიდად შეხვდეთ. თავის შეკავებას შეძლებთ, მაგრამ შინაგანი ფორიაქი დიდხანს გაგყვებათ. მაშინ იქნებ თავის შეკავება არც ღირს და ყველაფრის დროულად გარკვევა უკეთესი გადაწყვეტილებაა?

    ლომი

    ლომისთვის ისეთი საქმის დავალება, რომელიც მის პირდაპირ მოვალეობებში არ შედის, უშედეგო იქნება. ეს დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, პრობლემის მოგვარება კი შეგიძლიათ სამომავლოდ გადადოთ.

    ქალწული

    შესაძლოა, სახლში დიდი რემონტის დაწყების ან ინტერიერის შეცვლის იდეა დაგებადოთ. იდეა მიმზიდველია, მაგრამ მისი განხორციელება ჯერჯერობით არ ღირს – ამ ეტაპზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდებათ.

    სასწორები

    ამ დღეს გიჭირთ საქმეზე ფოკუსირება. ზოგიერთ სასწორს დღის მეორე ნახევარში იმის სურვილიც გაუჩნდება, რომ დაწყებული საქმე მიატოვოს და რაღაც ახალს მოჰკიდოს ხელი. მაგრამ ამის გაკეთება არ ღირს – ეს დიდ გაუგებრობას და არეულობას გამოიწვევს.

    მორიელი

    ეს დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, მაგრამ ეს მოჩვენებითი სიმშვიდეა. სინამდვილეში, ფინანსური ან ურთიერთობის პრობლემებისგან ცოტა ხნით გაქცევა გსურთ. ზოგჯერ თვალის დახუჭვის ასეთი პოლიტიკა შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თავად პრობლემები არსად ქრება და მათი გადაჭრა მაინც მოგიწევთ.

    მშვილდოსანი

    თქვენს სულში სრული ქაოსია. ერთ მხრივ, ცდილობთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, მეორე მხრივ, ამის გაკეთებას ვერ ახერხებთ და უფრო ნერვიულობთ. ახლა ემოციების დრო არაა. ჯობს, ადამიანს პირდაპირ უთხრათ ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობთ, ვიდრე სიტუაციის დამალვა სცადოთ.

    თხის რქა

    ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დინებას მიჰყვეთ და ყველა პრობლემა თუ გაუგებრობა დაივიწყოთ. საღამომდე ამ ბედნიერ იდილიაში იქნებით, საღამოს კი გაოცებული აღმოაჩენთ, რომ პრობლემები არსად გამქრალა. ასე რომ, ადრე თუ გვიან, ისინი მაინც უნდა მოაგვაროთ.

    მერწყული

    მერწყულებს ქვიშაში თავის ჩამალვა და ემოციების შეკავება არ გამოგდით, თუმცა ახლა ეს საუკეთესო გამოსავალია, თუ მოახერხებთ.

    თევზები

    ამ დღეს თქვენი საოცარი უნარი სისულელეების კეთების საშუალებას არ მოგცემთ – რაც არ უნდა ღრუბლებში დაცურავდეთ, ტვინის სიღრმეში ყურადღებიანი ბუღალტერი ხართ, რომელიც ყოველ თეთრს ითვლის. ეს ბუღალტერი მეოცნებე თევზებს სწორ გზაზე დააყენებს. ასე რომ, არ ინერვიულოთ.