Author: tea tea

  • “არც შვილები გიყვართ, ფულზე მეტად არავინ გიყვართ!” – ტელეწამყვანის სიტყვებმა საზოგადოება გააბრაზა

    “არც შვილები გიყვართ, ფულზე მეტად არავინ გიყვართ!” – ტელეწამყვანის სიტყვებმა საზოგადოება გააბრაზა

    გუშინ იმედის დღის სტუმრები იყვნენ ზურა ხაჩიძე და ზურა მანჯავიძე, რომლებმაც გადაცემაში ისაუბრეს ახალგაზრობაზე, როგორც პოლიტიკურ იარაღზე ოჯახის წინააღმდეგ.

    მათ ისაუბრეს ბუ­ლინგზე, რო­მე­ლიც ბოლო დროს ორ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რეს შო­რის პო­ლი­ტი­კის გამო წარ­მო­იშ­ვა. მან­ჯა­ვი­ძის თქმით, შვი­ლებ­თა­ნაც კი დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა, რომ მათ არ­გუ­მენ­ტებს და­უ­პი­რის­პი­როს.

    მან­ჯა­ვი­ძის თქმით, ის ვერ უხ­სნის შვი­ლებს, მა­გა­ლი­თად, ვინ იყ­ვნენ ის შავ­ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს დახ­ვდნენ. “ჩემი ვა­რა­უ­დით, ეს პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა იყო” – ამ­ბობს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ეკო ფან­გა­ნი ეთერ­ში.

    სოციალურ ქსელში ეკო ფანგანი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

    სოციალურ ქსელში წერენ:

    “მერე რატომ კლავთ ამ შვილებს პარტიის ” დიადი” მიზნების გამო? ტერორისტები ხართ ჩვეუელბრივი, არც შვილები გიყვართ, სარწმუნებული ვარ ფულზე მეტად არავინ გიყვართ!”.

    “როგორ ცდილობთ თავის მართლებას, ფარისევლები, აი მაგეთ მიგვაქანენენ, რატო ვერ ხედავთ თუ დალიან კარგად იცით ,მაგრამ რაც დაიწერს იმას ახმოვანებთ ჩემი დიდი პატივის ცემა ამირეჯიბის ,დროულად წავიდა მაგ ფარსისგან”.

    “ერთი დადებითი კომენტარი ვერ წავიკითხე და ტროლ ბოტები დაგელიათ?”.

  • ბექა ჩხაიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

    ბექა ჩხაიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

    მომღერალი ბექა ჩხაიძე ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელშ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

    რესტორან „ქვევრის“ მფლობელი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე, ორი დღის წინ, იტალიაში, გულის შეტავით გარდაიცვალა.

  • ,,ძლიერი წვიმა, ქარი, ელჭექი და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი” – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

    ,,ძლიერი წვიმა, ქარი, ელჭექი და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი” – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.

    მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • გარდაიცვალა საუკეთესო ექიმი და პიროვნება

    გარდაიცვალა საუკეთესო ექიმი და პიროვნება

    გულწრფელი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და ერთგული მეგობარი, ბავშვთა ექიმი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა გელაძე.

    ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩვენს გუნდში.

    ქალბატონი ნანა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი პროფესიონალიზმით, სითბოთი და გულისხმიერებით.

    თითოეული ციტოელი თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს და ახლობლებს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

  • „ჩემი მამა…“ – ლაშა ბასლანძის უფროსი შვილი ფოტოს აქვეყნებს

    „ჩემი მამა…“ – ლაშა ბასლანძის უფროსი შვილი ფოტოს აქვეყნებს

    რესტორან „ქვევრის“ მფლობელი და მუსიკალური პროდიუსერის ლაშა ბასლანძის ქალიშვილი, ელენე სოციალურ ქსელში მამასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

    „ჩემი მამა“ – წერს გოგონა.

    ლაშა ბასლანძის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

  • გაზი ორი დღით შეწყდება – „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს

    გაზი ორი დღით შეწყდება – „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს

    „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს:

    „ხვალ – 29 ოქტომბრის 12:00 სთ-დან 31 ოქტომბრის 12:00 სთ-მდე ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით გაზმომარაგება გლდანში 19 000 აბონენტს შეუწყდება.

    გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 31 ოქტომბერს 10:00 სთ-დან და დასრულდება 22:00 საათისთვის.
    ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

    თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.
    გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

    თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:ცხელი ხაზი: +995 32 2404004სწრაფი რეაგირების სამსახური 114“,- ნათქვამია განცხადებაში.

  • (ვიდეო) აი სად მიდის ბერმუდის სამკუთხედში დაკარგული თვითმფრინავები!

    (ვიდეო) აი სად მიდის ბერმუდის სამკუთხედში დაკარგული თვითმფრინავები!

    აი სად მიდის ბერმუდის სამკუთხედში დაკარგული თვითმფრინავები!

  • რომელ ქვეყნებში აქვთ სექსი ყველაზე ხშირად? – დასახელდა რეიტინგის სათავეში მყოფი Top-10 ქვეყანა

    რომელ ქვეყნებში აქვთ სექსი ყველაზე ხშირად? – დასახელდა რეიტინგის სათავეში მყოფი Top-10 ქვეყანა

    აქ მოცემულია ტოპ 10 ქვეყანა, სადაც მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით, ზრდასრული ადამიანები, ყველაზე მეტად კავდებიან სექსით, კვირაში ერთხელ მაინც. პირველ ადგილზე, საბერძნეთია.

    10. მექსიკა

    მოზრდილთა პროცენტული სქესობრივი კავშირი კვირაში ერთხელ მაინც: 71%

    9. ესპანეთი

    მოზრდილთა პროცენტული სქესობრივი კავშირი კვირაში ერთხელ მაინც: 72%

    8. შოტლანდია

    მოზრდილთა პროცენტული სქესობრივი კავშირი კვირაში ერთხელ მაინც: 72%

    7. მალაიზია

    მოზრდილთა პროცენტული სქესობრივი კავშირი კვირაში ერთხელ მაინც: 74%

    6. პოლონეთი

    მოზრდილთა პროცენტული სქესობრივი კავშირი კვირაში ერთხელ მაინც: 76%

    5. იტალია

    მოზრდილთა პროცენტული სქესობრივი კავშირი კვირაში ერთხელ მაინც: 76%

    4. ჩინეთი

    მოზრდილთა პროცენტული სქესობრივი კავშირი კვირაში ერთხელ მაინც: 78%

    3. რუსეთი

    მოზრდილთა პროცენტული სქესობრივი კავშირი კვირაში ერთხელ მაინც: 80%

    2. ბრაზილია

    მოზრდილთა პროცენტული სქესობრივი კავშირი კვირაში ერთხელ მაინც: 82%

    1. საბერძნეთი

    მოზრდილთა პროცენტული სქესობრივი კავშირი კვირაში ერთხელ მაინც: 87%

    წყარო

  • ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას კახი კალაძე ეხმაურება – ნახეთ რა თქვა მან 📌

    ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას კახი კალაძე ეხმაურება – ნახეთ რა თქვა მან 📌

    თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რის, ლაშა ბას­ლან­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს და მის ოჯახს სამ­ძი­მარს უცხა­დებს.

    მისი თქმით, ბას­ლან­ძე მისი პი­რა­დი მე­გო­ბა­რი და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო.

    “ძნე­ლია სამ­ძიმ­რის სი­ტყვე­ბი და­წე­რო კაც­ზე, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­გო­ბა­რი, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, თა­ნა­მებ­რძო­ლი და ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო პი­რა­დად ჩემ­თვის და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დიდ ოჯა­ხის­თვის.

    ლაშა ბას­ლან­ძის სა­ხით ქვე­ყა­ნამ და­კარ­გა პატ­რი­ო­ტი კაცი, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი სი­მარ­თლის­თვის მებ­რძო­ლი, უკომ­პრო­მი­სო მო­ქა­ლა­ქე.სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ ლა­შას ოჯახს, მის ახ­ლობ­ლებ­სა და მე­გობ­რებს!“ – წერს კა­ლა­ძე.

    რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლაშა ბას­ლან­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

  • 29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. მაცდური შეთავაზება და რამდენიმე საინტერესო ადგილზე მიწვევა გელით. გირჩევთ, სამუშაოსა და ბიზნესთან დაკავშირებულ გეგმებს გადახედოთ. ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები სწორი იქნება. ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ შოპინგს, თუ რამის შეძენა ძალიან არ გჭირდებათ.

    კურო

    ამ დღეს უამრავი სასარგებლო საქმის გაკეთებას შეძლებთ არა მარტო საკუთარი ოჯახისთვის, არამედ სხვებისთვისაც. არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავთ. პრობლემიდან ისეთ გამოსავალს იპოვით, რომელიც სხვას თავში არ მოუვა. საღამო ხელსაყრელია ოჯახური შეკრებისთვის, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის. მოულოდნელი საჩუქრები და რომანტიკული სიურპრიზები გელით.

    ტყუპები

    გაორიცხული არ არის, რომ გარშემომყოფებმა თავიანთი მოვალეობების თქვენთვის გადმობარება სცადონ. მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური განწყობა დავალების შესრულებაში დაგეხმარებათ, ნუ მისცემთ უფლებას, თქვენი სიკეთით ისარგებლონ – დროა, უარის თქმა ისწავლოთ. გირჩევთ ძველ ბიზნესპარტნიორებს შეეხმიანოთ და ახალი პირობებით თანამშრომლობა შესთავაზოთ.

    კირჩხიბი

    პლანეტების არახელსაყრელი განლაგება კირჩხიბების მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს და ამ დღეს მშვიდად და აუღელვებლად გაატარებენ. ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ, წვრილმანებზე არ გაღიზიანდეთ და უმნიშვნელო მიზეზის გამო ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. ძველ მეგობართან შეხვედრა დამღლელი დღის საზრუნავს დაგავიწყებთ.

    ლომი

    მოემზადეთ საკუთარი ინტერესებისა და პირადი სივრცის დასაცავად ასევე – დისკუსიაში მონაწილეობისთვის. მიზნის მისაღწევად მეტი უნდა იაქტიუროთ. ბიზნესში და ფინანსურ სფეროში, ასევე პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია უსიამოვნო სიტუაციები. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს – ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს. თქვენი სიჯიუტის გამო შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ.

    ქალწული

    ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში წარსული დაბრუნდება. ეს შეიძლება იყოს ცუდად შესრულებული ან დაუსრულებელი საქმეები, ძველი ურთიერთობები ან გადაუჭრელი პრობლემები. ეცადეთ ეს საკითხები ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოთ. ურთიერთობების თვალსაზრისით რთული დღეა – შესაძლოა, დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ან მოქმედებით ვიღაც ძალიან გაანაწყენოთ. არსებობს დამატებითი შემოსავლის შანსი.

    სასწორი

    ამ დღეს რთული საუბარი ან მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გელით. ეცადეთ, თქვენი შინაგანი ხიბლი და დიპლომატიური უნარები სასურველი შედეგის მისაღებად გამოიყენოთ. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ.

    მორიელი

    ამ დღეს საკუთარი ნიჭის გამოსავლენად და ყურადღების ცენტრში მოსახვედრად ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. მშვიდი და თავდაჯერებული ქცევა წარმატების მიღწევასა და სოციალური სტატუსის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი დავალება დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. პოტენციურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრები კარგად ჩაივლის.

    მშვილდოსანი

    მრავალმხრივი მოვლენებით სავსე დღეა. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა და მოულოდნელი სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. ოპტიმიზმი და თავდაჯერება ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. მთავარია წვრილმან უსიამოვნებებზე არ გაღიზიანდეთ და უსარგებლო კამათში დრო არ დაკარგოთ.

    თხის რქა

    სიმტკიცე და სიმშვიდე წინააღმდეგობის გადალახვაში და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. ნუ მოდუნდებით, თორემ შეიძლება მძიმე შეცდომები დაუშვათ. ეცადეთ, საკუთარი ეგოიზმი დაძლიოთ, რათა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში პრობლემები არ შეგექმნათ. შეყვარებულ თხის რქებს რომანტიკული სიურპრიზები ელით.

    მერწყული

    ამ დღეს მოვლენების ცენტრში ხართ – ოჯახის წევრები თუ ახლობელი ადამიანები თქვენს ყურადღებას და მხარდაჭერას ელიან. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, რთული პრობლემა მოაგვაროთ და საჭირო კავშირები დაამყაროთ.

    თევზები

    სავარაუდოდ, ამ დღეს სამსახურებრივი საკითხების ან ოჯახური კონფლიქტის მოგვარება მოგიწევთ. შესაძლოა, ეს საკმაოდ სტრესული დღე იყოს, როდესაც მოთმინებისა და შეუპოვრობის გამოვლენა მოგიწევთ. არ არის გამორიცხული საყვარელ ადამიანთან კამათი, თუმცა ძველი მეგობრის დახმარებით ყველა გაუგებრობას მალე დაივიწყებთ.