Author: tea tea

  • ⭕ სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება

    ⭕ სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება

    სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავმა [THY7JD] დღეს, 29 ოქტომბერს, ბათუმის აეროპორტში დაჯდომა მეორე მცდელობაზეც [17:22 სთ] ვერ მოახერხა.

    მიზეზი სავარაუდოდ უამინდობაა.

    თვითმფრინავი ამ წუთებში ბათუმთან ზღვის თავზე მანევრირებს.

  • “ჯერ ცოლად არ მოუყვანია და სკანდალი მოაწყო”

    “ჯერ ცოლად არ მოუყვანია და სკანდალი მოაწყო”

    “ჯერ ცოლად არ მოუყვანია და სკანდალი მოაწყო” – ვრცელდება სკანდალური ვიდეო ქორწილიდან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

    56-1761742567.jpg

  • ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც ნოემბერი განსაკუთრებულ იღბალსა და წარმატებას ჰპირდება

    ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც ნოემბერი განსაკუთრებულ იღბალსა და წარმატებას ჰპირდება

    ნახეთ, ნოემბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:

    ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
    ნოემბერი ვერძებისთვის ენერგიისა და ახალი იდეების თვე იქნება. კარიერული შესაძლებლობები შეიძლება გაჩნდეს, ხოლო პირად ურთიერთობებში გახსნილობა და მეტი კომუნიკაცია აუცილებელია.

    კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
    ეს თვე კუროებისთვის ფინანსურ საკითხებზე ყურადღებას მოითხოვს. სასურველია, რომ ფული ფრთხილად მართოთ და არ გარისკოთ. სიყვარულში შესაძლოა მყუდრო, ინტიმური მომენტები გადაიტანოთ პარტნიორთან.

    ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
    ტყუპებისთვის ნოემბერი კომუნიკაციაზეა ორიენტირებული. პირად ურთიერთობებში გამჭრიახობა და ემპათია დიდ სარგებელს მოიტანს. სამსახურში, შეიძლება ახალი შესაძლებლობები გამოჩნდეს.

    კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
    კირჩხიბისთვის ეს თვე შინაგან ზრდას და დასვენებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია ფოკუსირება საკუთარ ჯანმრთელობაზე და სტრესისგან თავის არიდება. სიყვარულში მეტი ღიაობა პარტნიორთან სასარგებლო იქნება.

    ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
    ნოემბერი ლომებისთვის შემოქმედებითი პერიოდია. კარგი დროა ახალი იდეებისა და პროექტების წამოწყებისთვის. სიყვარულში მეტი გართობა და ემოციური სიახლოვე გელით.

    ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
    ეს თვე ქალწულისთვის ფინანსებზე ფოკუსირებას მოითხოვს. სავარაუდოდ, თქვენ შეძლებთ დანახარჯების შემცირებას და უფრო სარგებელის მომტანი ინვესტიციების მოძიებას.

    სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
    სასწორისთვის ნოემბერი პირად ურთიერთობებში ცვლილებებს მოიტანს. თქვენი მეგობრები და ოჯახი შესაძლოა უფრო დიდ როლს ითამაშონ, ხოლო კარიერაში მოტივაცია და ენერგია გაიზრდება.

    მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
    მორიელისთვის ნოემბერი თქვენი ნიშნის ენერგიით არის გაჯერებული. ეს დროა, რომ ყურადღება საკუთარ მიზნებზე გაამახვილოთ. პირად ურთიერთობებში მეტი გამჭრიახობა და გრძნობა მოგიწევთ.

    მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
    ნოემბერი მშვილდოსნისთვის იდეალური პერიოდია საკუთარი თავის განვითარებისთვის. ამ თვეში თქვენ სულიერ საზრდოს უფრო მეტად ესწრაფვით, რაც მოგცემთ ახალ სულიერ სიმშვიდესა და ენერგიას.

    თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
    ნოემბერი თხის რქებისთვის მიზნების განსაზღვრის დროა. კარიერაში შესაძლოა ახალი პასუხისმგებლობები გაჩნდეს. პირად ურთიერთობებში მეტი სიფრთხილეა საჭირო.

    მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
    მერწყულისთვის ნოემბერი კომუნიკაციისა და ახალი იდეების თვეა. შესაძლოა, გაემგზავროთ მოგზაურობაში ან დაეხმაროთ მეგობრებს ახალ პროექტებში.

    თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)ნოემბერი თევზებისთვის საკუთარი ენერგიის აღდგენის დროა. ემოციებზე ფოკუსირება დაგეხმარებათ, რომ უკეთესად იგრძნოთ თავი.

  • ძილის წინ უნდა ვეცადოთ…” – იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს – გულიკო ჩაფიძის საჭირო რჩევები

    ძილის წინ უნდა ვეცადოთ…” – იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს – გულიკო ჩაფიძის საჭირო რჩევები

    რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს? “პრაიმტაიმის” მკითხველს ზოგად რჩევებს ლეგენდარული კარდიოლოგი – 92 წლის გულიკო ჩაფიძე აძლევს;

     

    გულიკო ჩაფიძე: მათ, ვინც იცის, რომ გულის დაავადებები აქვს, გაზაფხულ-შემოდგომაზე ექიმის გამოწერილი წამლების მიღება აუცილებელია. გარდამავალი პერიოდია და დაავადებების გამწვავება ხდება.

     

    ფეხით სიარული და აქტიურად ყოფნა ძალიან კარგია. თუმცა ზომიერების დაცვა საჭიროა. ზოგი საერთოდ არ დადის ფეხით, ზოგიც იმაზე მეტს დადის, ვიდრე უნდა დადიოდეს.

     

    ძნელია იმის თქმა, დღეში საშუალოდ რამდენი კილომეტრი უნდა გაიაროს ადამიანმა. ინდივიდუალურია და ადამიანის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ზოგს ნახევარი კილომეტრის გავლა უჭირს, ზოგი სამ და ხუთ კილომეტრს თავისუფლად გადის. თუ რაიმეს უჩივით, ექიმისგან უნდა აიღოთ კონსულტაცია, რამდენი კილომეტრის გავლაა კონკრეტულად თქვენთვის რეკომენდებული.

     

    ზოგადად ფეხით სიარული გულისთვისაც სასარგებლოა და ბევრი სხვა რამისთვის. მაგრამ ფეხით სიარულში ჰაერზე სიარული იგულისხმება და არა ოთახებში. დიასახლისები მეუბნებიან ხშირად, ყოველდღიურად იმდენს გავდივარო. სამზარეულოდან საძინებლამდე და უკან, არ ითვლება. გარეთ უნდა იაროთ, თორემ სახლში რაც არ უნდა ბევრი საქმე აკეთოთ, ეს ფეხით სიარულში არ ჩაგეთვლებათ.

     

    გულ-სისხლძარღვთა დაავადებულთათვის სირბილი არ არის საჭირო. მხოლოდ მშვიდი სიარული.

     

    აქტიურობა საჭიროა. წოლა და პასიურობა არ არის კარგი.

     

    რაც შეეხება კვებას. გულისთვის შაქრიანი და ზედმეტად ცხიმიანი საკვები სასარგებლო არ არის. წონა უნდა აკონტროლოთ. როგორც გასუქება არ ვარგა, ასევე – ძალიან გახდომაც. როგორც სიმსუქნეა პრობლემური, შეიძლება ზომაზე მეტად სიგამხდრე იმაზე პრობლემური გახდეს. აქაც ზომიერებაა საჭირო.

     

    ძილის წინ უნდა ვეცადოთ გარეთ გავიდეთ, ფეხით გავიაროთ ნახევარი საათი. მშვიდად ისეირნეთ, დაბრუნდით და დაწექით დასაძინებლად. საერთოდ ძილის წინ ეცადეთ მშვიდად იყოთ. მოფერება, თბილი სიტყვა – ეს აუცილებელია სიმშვიდისთვის როგორც დილას, ასევე საღამოს.

     

    არაჩვეულებრივია მუსიკის მოსმენა. ეს თერაპიაა. ვისაც რა ჟანრის მუსიკა უყვარს, იმას უსმინოს.

     

    გავთავისუფლდეთ ნეგატივისგან.

     

    ქართველებს ღამით კვება გვიყვარს. არ არის სასურველი. გამოიმუშავეთ წესად, რომ გვიან არ ჭამოთ.

     

    უარყოფითი სტრესი რომ არაფრისთვის ვარგა, ყველამ იცის. გარემო და ხალხი უნდა იყოს დაწყნარებული. მეტი სიყვარული და პატივისცემა უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ. ადამიანიც უკეთ იგრძნობს თავს. გარემოა აგრესიული და ეს უნდა დაითრგუნოს, არ შეიძლება. რაც მეტი სიმშვიდე იქნება, ადამიანებიც კარგად იქნებიან.

     

    მოფერება ყველას და ყველაფერს სჭირდება. ხომ გაგიგიათ, ბავშვი რომ ავად გახდებოდა და ინფექციური დაავადება (ბატონებს რომ ეძახიან) ემართებოდა, დედა, დეიდა თუ ბებია გიტარას უკრავდა, უმღეროდა, დადებითი ემოციით ავსებდა ბავშვს, ამშვიდებდა, ახალისებდა.

     

    სიყვარული და სითბოა საჭირო. სიყვარული, სიყვარული და სიყვარული! ნუ დაგვენანება, ვუთხრათ, მიყვარხარ, მომწონხარ.

     

    ბევრი თბილი გვაქვს და გავიმეტოთ ერთმანეთისთვის. ეს განწყობაზე მოქმედებს და ადამიანი უკეთ ხდება…

    წყარო: primetime.ge

    ავტორი: თამარ გონგაძე

  • ლაშა ბასლანძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება

    ლაშა ბასლანძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება

    მომღერალი ბექა ჩხაიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

    როგორც თავად ჩხაიძე ამბობს, ლაშა ბასლანძე იტალიაში გარდაიცვალა და ჯერ ჩამოსვენებული არაა.

    ნახეთ ვიდეო.

  • “მისი რჩე­უ­ლი ქალი ჯერ კი­დევ ბა­თუმ­ში მათ ოჯახ­ში მზა­რე­უ­ლად მუ­შა­ობ­და…” –  როგორ ცხოვრობს ყოფილი მეთაური მოსკოვში, სადაც მეორედ იქორწინა

    “მისი რჩე­უ­ლი ქალი ჯერ კი­დევ ბა­თუმ­ში მათ ოჯახ­ში მზა­რე­უ­ლად მუ­შა­ობ­და…” – როგორ ცხოვრობს ყოფილი მეთაური მოსკოვში, სადაც მეორედ იქორწინა

    86 წლის ას­ლან აბა­ში­ძე შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად – ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რძა­ლი, სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძე ავ­რცე­ლებს. ეს ის იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რის ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში გაქ­ცე­ვის შემ­დეგ ვრცელ­დე­ბა.

    წლე­ბია, რაც აბა­ში­ძე მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს. სწო­რედ იქ შე­ე­ძი­ნა მე­სა­მე შვი­ლი ალექ­სან­დრე, რომ­ლის და­ბა­დე­ბი­სას აბა­ში­ძე 78 წლის გახ­ლდათ, ხოლო ბავ­შვის დედა – 45 წლის.

    მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ტი­კოს­მა ბავ­შვის დე­და­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნა. მისი რჩე­უ­ლი ქალი ანა­ი­და ოვა­კუ­მი­ა­ნია ჯერ კი­დევ ბა­თუმ­ში მათ ოჯახ­ში მზა­რე­უ­ლად მუ­შა­ობ­და.

    ას­ლან აბა­ში­ძეს გარ­დაც­ვლილ მე­უღ­ლეს­თან – მა­გუ­ლი გო­გი­ტი­ძეს­თან ორი შვი­ლი – დი­ა­ნა და გი­ორ­გი ჰყავს.

    ასევე დაგაინტერესებთ
    19:32 / 25-01-2022

    იტალიელი სიძე და ხელახალი ქორწინება 11 წლიანი დაშორების შემდეგ – როგორ ცხოვრობენ დღეს ასლან აბაშიძის ქალ-ვაჟი?

    გი­ორ­გის მე­უღ­ლის სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში წე­რენ:

    „ეს ყვე­ლას ბაბუ იყო. მთე­ლი ბავ­შვო­ბა გვი­ხა­რო­და ახა­ლი წლის მოს­ვლა ბაბუ ტკბი­ლე­ულს გვი­რი­გებ­და. დიდ­ხანს სი­ცო­ცხლე და ჯამ­რთე­ლო­ბა.“

    „გვიყ­ვარს აჭარ­ლებს ჩვე­ნი ბაბუ“

    „აუუუ, რა მა­გა­რია სალო ჩვე­ნი ას­ლან ბაბუ. გა­მახ­სენ­და ბავ­შვო­ბა და ის პე­რი­ო­დი. მე­ნატ­რე­ბა ის დრო. ჯამ­რთე­ლო­ბა და დიდ­ხანს სი­ცო­ცხლე ას­ლან ბა­ბუს.

    „მო­ნატ­რე­ბუ­ლი “ბაბუ”! ძა­ლი­ან კარ­გი სუ­რა­თე­ბია! იხა­რეთ! ბავ­შვო­ბა­ში დავ­ბრუნ­დი“.

    ას­ლან აბა­ში­ძის ვაჟი გი­ორ­გი 27 წლის იყო რო­დე­საც 17 წლის ბა­თუ­მელ გო­გო­ნა­ზე სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძე­ზე იქორ­წი­ნა. ქორ­წი­ნე­ბა 2003 წელს შედ­გა, მაგ­რამ გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი­სა და ჯვრის­წე­რის გა­რე­შე. ოჯა­ხის შექ­მნი­დან ძა­ლი­ან მალე სა­ლო­მეს მამა გარ­და­იც­ვა­ლა, გი­ორ­გის დე­დას კი, მა­გუ­ლი გო­გი­ტი­ძეს სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა და რამ­დე­ნი­მე თვე­ში ისიც და­ი­ღუ­პა.

    საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო დაგ­რო­ვილ სტრესს ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა ვერ გა­უძ­ლეს და რვა თვე­ში და­შორ­დნენ. მა­შინ ამ­ბობ­დნენ, რომ სა­ლო­მე დე­დამ­თი­ლის რჩე­უ­ლი იყო და მათ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. და­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ყო­ფი­ლი დე­დამ­თი­ლის საფ­ლავ­ზე ქალი ხში­რად და­დი­ო­და. სა­ლო­მეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მა­მამ­თი­ლი და მი­სი­ვე თხოვ­ნით, ბა­ბუ­თი მი­მარ­თავ­და…

    მომ­ხდა­რის შემ­დეგ წყვილს შე­რი­გე­ბა არ უც­დი­ათ, თუმ­ცა მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას აგ­რძე­ლებ­დნენ. ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ას­ლან აბა­ში­ძემ ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და. მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და გი­ორ­გი აბა­ში­ძეც, რო­მელ­საც იქ ახა­ლი რჩე­უ­ლი ჰყავ­და, თუმ­ცა არ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა.

    სა­ლო­მე და გი­ორ­გი

    თერ­თმეტ­წ­ლი­ა­ნი და­შო­რე­ბის შემ­დეგ, სა­ლო­მე და გი­ორ­გი შე­რიგ­დნენ და ხელი 2015 წელს ბა­თუმ­ში მო­ა­წე­რეს. მალე წყვილს ტყუ­პი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, 2022 წელს კი ვაჟი.

  • “უნ­დათ გაბ­რაზ­დნენ, უნ­დათ ცივი წყა­ლი და­ლი­ონ” – გია ხუხაშვილი განცხადებას ავრცელებს

    “უნ­დათ გაბ­რაზ­დნენ, უნ­დათ ცივი წყა­ლი და­ლი­ონ” – გია ხუხაშვილი განცხადებას ავრცელებს

    4 ოქ­ტომ­ბრის ეპი­ზო­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან იყო პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი – მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა სა­ჭი­რო იყო, რად­გან ეს სა­ფუძ­ვლად დას­დე­ბო­და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩელს – ხა­ბე­იშ­ვილ­მა, კლა­სი­კუ­რი პრო­ვო­კა­ტო­რის როლი შე­ას­რუ­ლა, ხელი შე­უ­წყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ სარ­ჩე­ლის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში მისი გეგ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე,- ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა, გია ხუ­ხაშ­ვილ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა, “დღის ნი­უს­რუმ­ში“ სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

    ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, რა პრო­ცე­სიც დღეს ქვე­ყა­ნა­ში მი­დის, “სა­მარ­თლის მიღ­მა პრო­ცე­სია“.

    “ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს რუ­სუ­ლი ტი­პის ე.წ. სუ­ვე­რე­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მა, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ქვე­ყა­ნა­ში უნდა არ­სე­ბობ­დეს ერთი დო­მი­ნან­ტუ­რი ძალა, დო­მი­ნან­ტუ­რი პარ­ტია და მისი სა­ტე­ლი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც და­თან­ხმდე­ბი­ან ძა­ლა­უფ­ლე­ბის მუდ­მი­ვო­ბის თა­მა­შის წე­სებ­ზე. მო­უ­ზო­მა­ვენ რა­ღაც ბოს­ტანს და იმ ბოსტნის ფარ­გლებ­ში იმოძ­რა­ვებ ისე, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე პრე­ტენ­ზია არ ექ­ნე­ბათ. ეს არის რუ­სუ­ლი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს კვაზ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა ნა­ბი­ჯი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ თა­მა­შის წე­სებ­ზე არ თან­ხმდე­ბი­ან, უნდა იქ­ნან სა­ხელ­დე­ბუ­ლი, ე.წ. არა­სის­ტე­მურ ოპო­ზი­ცი­ად და ნა­ხევ­რად არა­ლე­გა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე უნდა იყ­ვნენ გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი.

    დღეს რა პრო­ცე­სიც მი­დის, ეს არის სა­მარ­თლის მიღ­მა პრო­ცე­სი. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით შეც­ვლის ბრალ­დე­ბას, სრუ­ლად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმა­ში, რომ 4 ოქ­ტომ­ბრის ეპი­ზო­დი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი, რომ­ლის ინ­სტრუ­მენ­ტა­დაც შეგ­ნე­ბუ­ლად თუ შე­უგ­ნებ­ლად, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ყვე­ლას ჰქონ­და თა­ვი­სი როლი. ვი­ღაც იყო ჩა­ნერ­გი­ლი პრო­ვო­კა­ტო­რი, ვი­ღაც სა­სარ­გებ­ლო ბრიყ­ვი და ა.შ. ზუს­ტად იმის­თვის იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ეს ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა სა­ჭი­რო, რომ ეს მერე სა­ფუძ­ვლად დას­დე­ბო­და ამ ყვე­ლა­ფერს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ხა­ბე­იშ­ვილ­მა, არ ვამ­ბობ, რომ ის “და­ვერ­ბოვ­კე­ბუ­ლი“ პრო­ვო­კა­ტო­რია, მაგ­რამ მან კლა­სი­კუ­რი პრო­ვო­კა­ტო­რის როლი შე­ას­რუ­ლა. მერე ის პრო­ცესს გა­ა­რი­დეს. ის სა­სარ­გებ­ლო ბრიყ­ვი იყო ამ პრო­ცეს­ში თუ რა იყო, ეს ცალ­კე თე­მაა. ხა­ბე­იშ­ვილ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხელი შე­უ­წყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ სარ­ჩე­ლის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში მისი გეგ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ეს ჩემ­თვის სრუ­ლად აშ­კა­რაა. ამა­ზე გაბ­რაზ­დე­ბი­ან, მაგ­რამ თუ ვინ­მეს თვა­ლე­ბის და­ხუჭ­ვა უნდა, ხუ­ჭოს რამ­დე­ნიც უნდა. ეს პო­ლი­ტი­კის “ორ­ჯერ ორი ოთხია“. უნ­დათ გაბ­რაზ­დნენ, უნ­დათ ცივი წყა­ლი და­ლი­ონ“, – გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

    მი­სი­ვე თქმით, მი­ზე­ზი, რის გა­მოც, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლი აღარ მო­ი­აზ­რებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თვას, შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, რომ “შავ სი­ა­ში“ “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ძა­ლი­ან ბევ­რი პორ­ტი­რე­ბუ­ლი მოხ­ვდე­ბო­და“.

    “თა­ვი­დან უნ­დო­დათ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის “შავი სიის“ გა­კე­თე­ბა. ეს გა­და­ი­ფიქ­რეს იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ ეს “შავი სია“ რომ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, მას­ში “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ძა­ლი­ან ბევ­რი პორ­ტი­რე­ბუ­ლი მოხ­ვდე­ბო­და. შე­იძ­ლე­ბო­და საფრ­თხე შეჰ­ქმნო­და “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც“, მისი ლიკ­ვი­და­ცი­ი­სა და გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხი შე­იძ­ლე­ბა დამ­დგა­რი­ყო დღის წეს­რიგ­ში.

    პა­პუ­აშ­ვილ­მა აღი­ა­რა, რომ ამო­ცა­ნა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბა კი არ არის, ამო­ცა­ნა არის პარ­ტი­უ­ლი, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უსაფრ­თხო­ე­ბა, რომ ლე­გა­ლურ სივ­რცე­ში მარ­ტო სუს­ტი ძა­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ და არა ძლი­ე­რე­ბი. ვფიქ­რობ, რომ “ლე­ლოც“ აქ მოხ­ვედ­რი­ლია არა იმ სრუ­ლი პა­კე­ტით, რა­საც სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი ა.შ. ჰქვია. ეს ეხე­ბა უფრო “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“. ამ კრი­ტე­რი­უ­მებ­ში “ლელო“ ვერ ჯდე­ბა. “ლელო“ ჩას­ვეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბე­ლეტ­რის­ტი­კუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით. ეს არის გარ­კვე­უ­ლი ტაქ­ტი­კუ­რი სვლა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად სახე შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს. გათ­ვლი­ლია სარ­ჩე­ლის ნა­წი­ლობ­რივ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, ეს არის მათი ვი­რეშ­მა­კუ­ლი ტაქ­ტი­კა, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ, თით­ქოს ობი­ექ­ტურ­მა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა, სარ­ჩე­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ორი პარ­ტი­ის შემ­თხვე­ვა­ში და მე­სა­მეს შემ­თხვე­ვა­ში არა“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

    პო­ლი­ტო­ლო­გის მო­საზ­რე­ბით, გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის არ შეყ­ვა­ნა სარ­ჩელ­ში, მის “დის­კრე­დი­ტა­ცი­ას და ელექ­ტო­რა­ლურ და­სუს­ტე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა“. მი­სი­ვე თქმით, გა­ხა­რი­ა­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შო­რის შე­საძ­ლო გა­რი­გე­ბა “ტყუ­ი­ლია, რად­გან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­ხა­რი­ას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს არ და­ი­წყებს“.

    “გა­ხა­რი­ას და­ტო­ვე­ბა ამ სიის მიღ­მა, ვი­ნა­ი­დან ის პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­და, ეს უფრო მე­ტად, მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. “ლე­ლო­სა“ და გა­ხა­რი­ას შო­რის იმ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით, რა­ზეც სა­უ­ბა­რია, გან­სხვა­ვე­ბის პოვ­ნა, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გათ­ვლაა, რომ მოხ­დე­ბა ამ პარ­ტი­ის ელექ­ტო­რა­ლუ­რი და­სუს­ტე­ბა. პარ­ლა­მენ­ტში ისი­ნი უბ­რა­ლოდ, “გან­ტე­ვე­ბის ვა­ცე­ბი“ და ფა­სა­დის შემ­ქმნე­ლი ოპო­ზი­ცია გახ­დე­ბი­ან. გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის არ ეში­ნი­ათ, იმი­ტომ, რომ მის ლი­დერ­ზე უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბე­ბით შე­კე­რი­ლი საქ­მე აქვთ აღ­ძრუ­ლი.

    ერთ-ერთი მო­ტი­ვი, რა­ტომ და­ი­წყეს ეს შე­ტე­ვა და ამ სარ­ჩე­ლის ინი­ცი­ი­რე­ბა, არის ის, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ ბევ­რად უფრო მძი­მე, პა­რა­ლე­ლუ­რი პრო­ცე­სი – ქო­ნე­ბის, ბიზ­ნე­სე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა, შიდა გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა. ფუ­ლი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ფლო­ბა­ზე ექ­სკლუ­ზი­ვის მი­ღე­ბის­თვის სას­ტი­კი ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“. შე­სა­ბა­მი­სად, ამის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერ ფო­კუ­სირ­დე­ბა ძი­რი­თად პრო­ცეს­ზე. გა­და­ფარ­ვის ამო­ცა­ნა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნაა ამ ყვე­ლა­ფერ­ში“, – გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

    მი­სი­ვე თქმით, “პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გის წო­ნის მხრივ, ამ პრო­ცესს უბ­რა­ლოდ აზრი არ აქვს, რად­გან პო­ლი­ტი­კუ­რი ფასი, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამა­ში იხ­დის, ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა იმ სარ­გე­ბელს, რაც მათ ამ ე.წ. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლის მხრივ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღონ“.

    გარ­და ამი­სა, ხუ­ხაშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ლე­ვან სა­ნი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბას “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ წარ­დგე­ნი­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლის სა­პა­სუ­ხოდ, სა­დაც მან აღ­ნიშ­ნა რომ “ახლა არის დრო, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე ქვეყ­ნის გა­რეთ, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ვაჩ­ვე­ნოთ რე­ა­ლუ­რი ერ­თი­ა­ნო­ბა“. ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სა­ნამ ისი­ნი “ხალ­ხის ნდო­ბას არ და­იბ­რუ­ნე­ბენ“.

    “დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ კი­დევ გვაქვს ჩვენ ილუ­ზია, რომ პარ­ტი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა-არ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?! მათ აქვთ ილუ­ზია ან არ აქვთ და რა­ტომ­ღაც მუდ­მი­ვად ამ მან­კი­ერ წრე­ზე ტრი­ა­ლე­ბენ, რომ პარ­ტი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას რა­ი­მე აზრი აქვს. ხალ­ხის აზრს და კონ­სო­ლი­და­ცი­ას აქვს აზრი. ძა­ლა­უფ­ლე­ბის წყა­რო პარ­ტი­ე­ბი კი არ არი­ან, რომ­ლე­ბიც ისე­თი­ვე არა­ლე­გი­ტი­მუ­რე­ბი არი­ან ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. პარ­ტი­ე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე კი არ უნდა ზრუ­ნავ­დნენ, ხალ­ხის ნდო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე უნდა ზრუ­ნავ­დნენ. ხალ­ხის ნდო­ბას რომ და­იბ­რუ­ნე­ბენ, მერე უნ­დათ ერ­თად დას­ხდნენ და რაც უნ­დათ ქნან. რო­გორც უნ­დათ ისე დას­ხდნენ, დაკ­ვრას მა­ინც ვერ ის­წავ­ლი­ან. ხალ­ხზე იფიქ­რონ!“ – აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

  • ასლან აბაშიძე ცოცხალია – რა მოხდა რეალურად?

    ასლან აბაშიძე ცოცხალია – რა მოხდა რეალურად?

    🔻 ბოლო რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე, ასლან აბაშიძე. მთავარმა გაარკვია, რომ ცნობები ასლან აბაშიძის გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

  • “ეს არის უპრეცედენტო და დაუშვებელი” – საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

    “ეს არის უპრეცედენტო და დაუშვებელი” – საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, არ დაკმაყოფილდება არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მოთხოვნა, რომ 29 ოქტომბერს, ეპარქიული კომისიის სხდომა მედიის თანდასწრებით გაიმართოს.

    საპატრიარქოს განმარტებით, დოროთე ყურაშვილის ეს მოთხოვნა დაუშვებელი და უპრეცედენტოა.

    „მიუხედავად იმისა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნისგან, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისაგან არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეცნობა, რომ ტელეკომპანიების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ეპარქიული კომისია „ვერ და არ გაიმართება“, (25.10.2025), იგი კვლავ იმეორებდა (27.10.2025), რომ კომისიაზე გამოცხადების შესახებ თავის პირობებს ამ მხრივ არ შეცვლიდა.

    კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეპარქიულ კომისიაზე (29.10.2025) არქიმანდრიტ დოროთეს მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება, რადგან ეს არის უპრეცედენტო და დაუშვებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

    ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

    სოციალურ ქსელში ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას სხვადასხვა წლებით დათარიღებული წინასწარმეტყველებები ქვეყნდება.

    ლელა კაკულია: ვხედავ, საქართველოსთვის ახალი ერა იწყება…

    ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება – ქვეყნდება პირველად.

    2022 წლის 5 ოქტომბერი

    მე მრავალი წლის წინ, ჯერ კიდევ 1994 წელს ჩავწერე და გამოვაქვეყნე, ჯერ ის ვრცელი პროგრამა უნდა ასრულდეს ბოლომდე, რასაც ვიწინასწარმეტყველებ, და მხოლოდ მერე მაქვს უფლება, გავიდე წინ, ანუ კიდევ უფრო შორს გავიხედო, შორი მომავალი ვიწინასწარმეტყველო-მეთქი.

    და ახლა ვხედავ, რომ ეს დრო მოახლოვდა.

    ვხედავ, ინთება ახალი ვარსკვლავი, იხსნება ახალი კარი კოსმოსში, წინასწარმეტყველებები წამოვა ოკეანესავით და მეც, ახლა რომ დაყუდებული ბერივით ვდუმვარ, ისევ ავლაპარაკდები.

    სხვათა შორის, ჩემი დადუმებაც ნაწინასწარმეტყველები მქონდა ბევრი, ბევრი წლის წინ. მაშინ ასეთი რამ ვთქვი: დადგება დრო, როცა დავდუმდები; მოვა დრო, როცა ჰაერივით დასჭირდებათ ჩემი წინასწარმეტყველება და მაშინ ერთ სიტყვასაც არ ვიტყვი — ხომ არიან გენიოსები და თვითონ გადაწყვიტონ პრობლემები-მეთქი…

    რაც შეეხება იმას, რასაც ახლა ვხედავ, ეს ისაა, რომ რუსეთი, როგორც სახელმწიფო, ფაქტობრივად განადგურებულია, არ არსებობს.

    მაგრამ ვხედავ, მოდიან ახალგაზრდები, ასე, 27-30 წლისა, სამხედრო ფორმები აცვიათ. ზუსტად ეს ხალხი დაიკავებს რუსეთის მთავრობაში ადგილებს.

    ეს ჭკვიანი ახალგაზრდები არიან, სწორ ანალიზებს აკეთებენ, პუტინმა კი რუსეთი თითქმის დაღუპა. ამერიკა, ევროპა, მთელი მსოფლიო — რუსეთს არ ენდობიან. ამ ახალი ხალხის წყალობით კი რუსეთი აუცილებლად გამოვა მდგომარეობიდან, აუცილებლად გამოვა. მერე ნელ-ნელა ყველაფერი მშვიდდება.