გიგა ცხელიშვილი, რომელსაც მეუღლე ტრაგიკულად დაეღუპა, სოციალურ ქსელში მორიგ კადრებს აქვეყნებს.
“შორენა გეძახის დაჩი, შენი ცოდვით ეცხოვროთ ლენჩებს” – წერს გიგა და ვიდეოს აქვეყნებს.

27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.
მისმა გარდაცვალებამ ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული და სოციალურ ქსელში მეგობრები ემშვიდობებიან, მათ შორის არის მსახიობი ნანუკა გულია, რომელიც ლაშა ბასლანძის მეუღლეს სალომე ბაკურაძეს მიმართავს: „რაღაცაზე რომ გადავერთვები მახსენდებიან და გული მიჩერდება! ნეტა როდემდე ავარიდებ თავს შენთან მოსვლას“, – წერს ნანუკა გულუა.
ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ, რომელიც 27 ოქტომბერს გარდაიცვალა.


გამოჩნდა, ვიზეც ჯერ კიდევ 1995 წელს ვიწინასწარმეტყველე, ახალი გიორგი ბრწყინვალე! ზოგს ეს გახარია ეგონა, მაგრამ არა, ეს ლევანია, მე ბოლო დღემდე არ გავთქვი მისი სახელი, რომ ბოროტ ძალებს არ შეეშალათ ხელი წინსვლაში!
ის არის ახალი ძალა, ახალი ენერგია, მომავალი
პრემიერი, რომელიც სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანს , ახალ ენერგიას შესძენს თითქმის ჩამოშლილ პარტიას, გააერთიანებს დაშლილ საქართველოს, იმედს და რწმენას დაუბრუნებს ხალხს, შემოიკრებს იმედგაცრუებულ საზოგადოებას, ტყვეობიდან დაიხსნას და გაათავისუფლებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს!
ის იქნება მასზე ძლიერი, მასზე ენერგიული, მას კოსმოსი მფარველობს, ვხედავ, როგორ გადის პოლიტიკური სცენიდან რუსი ოლიგარქი და დავიწყებას მიეცემა.
კოსმოსი არაოდეს იტყუება!
ლელა კაკულია, 31.01.2023
წყარო: tb24

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს საკუთარი და გარშემო მყოფების შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. პროფესიულ საქმიანობაში და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და კომპრომისი იპოვოთ. მნიშვნელოვანი საქმეები მხოლოდ სანდო ადამიანებთან ერთად უნდა აკეთოთ, რომლებთანაც ადრე უკვე ითანამშრომლეთ. ფრთხილად იყავით უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს.
კურო
ამ დღეს შეგიძლიათ ოდნავ შეამციროთ აქტიურობა და დაისვენოთ. თუ შესაძლებელია, უფლება მიეცით საკუთარ თავს, მოდუნდეთ და მხოლოდ საყვარელი საქმეები აკეთოთ. ეცადეთ უფროსისგან თავი შორს დაიჭიროთ, რომ დამატებითი დავალება არ მიიღოთ. რაც უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი იქნებით, მით უფრო ნაკლები პრობლემა გექნებათ. შესაძლებელია, რომ ამ დღეს თქვენს მსოფლმხედველობაში ცვლილება მოხდეს.
ტყუპები
რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. შემაფერხებელი ფაქტორების გამო, დაწყებული საქმის დასრულებისთვის ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ. ამასთან, დილიდან მრავალი პრობლემის გადაჭრა გიწევთ. პრობლემების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე და მოთმინება შეინარჩუნოთ. რაც უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი იქნებით, მით უფრო ნაკლები პრობლემა გექნებათ.
კირჩხიბი
ამ დღეს განსაკუთრებულ პრობლემებს და სირთულეებს არ უნდა ელოდოთ. პროფესიულ მოვალეობების ადვილად გაუმკლავდებით და მეგობრებთან ერთად გართობის დროც დაგრჩებათ, რა თქმა უნდა, თუ სხვა გეგმები არ გაქვთ. რომელიღაც ძველი, უსიამოვნო საკითხი სავარაუდოდ, თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. არახელსაყრელი დროა ახალი პარტნიორების მოსაძებნად. განსაკუთრებული ყურადღება ოჯახის წევრებს მიაქციეთ – მათ ახლა თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
ლომი
იმდენად მშვიდი დღეა, რომ შეიძლება მოიწყინოთ. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა ძალების აღდგენისთვის გამოიყენოთ. შეგიძლიათ საღამოს ძველ მეგობარს სტუმრად ეწვიოთ ან გასართობ ღონისძიებას დაესწროთ. მნიშვნელოვანია, რომ რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ. გაითვალისწინეთ, რომ უსაფუძვლო ოპტიმიზმმა და ქედმაღლობამ შეიძლება ბევრი შეცდომა დაგაშვებინოთ.
ქალწული
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და დაავადების სიმპტომების შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ. 1-ელ ნოემბერს შეიძლება გამწვავდეს ქრონიკული ან მემკვიდრეობითი დაავადებები, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიღალოთ და მთელი დღე სახლში გაატაროთ. ყველაზე მეტად გაღიზიანებთ, როცა სხვა ადამიანები თქვენს საქმეებში ერევიან და გაძლევენ რჩევებს, რომლებიც არ გითხოვიათ. შეეცადეთ, ასეთი ქმედებები თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ შეაჩეროთ, შემოქმედებით სფეროში მომუშავე ქალწულებს წარმატებული დღე ელით.
სასწორი
მშვიდი დღეა, რომელიც დასვენების, ძალების აღდგენისა და იმუნიტეტის გაძლიერებისთვის უნდა გამოიყენოთ. ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გეხმარებოდნენ, ახლა საკუთარ საქმეებში არიან ჩაფლულები, ამიტომ, მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. ეცადეთ, საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.
მორიელი
პლანეტების არახელსაყრელმა მდგომარეობამ შეიძლება ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინოს. სამსახურში მოსალოდნელია პრობლემები, რაც გარკვეულ შეცდომებს და დანაკარგებს უკავშირდება. გირჩევთ, სამთავრობო ან ოფიციალურ დაწესებულებებში ვიზიტი და მნიშვნელოვანი შეხვედრები სამომავლოდ გადადოთ. ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელსაც მარტო ვერ გაუმკლავდებით. საღამოს შანსი გექნებათ, რომ დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ახალი გარემოებების გამო გეგმების ხშირად შეცვლა მოგიწევთ. შესაძლოა, ახლობელი ადამიანების გაგება და მხარდაჭერა მოგაკლდეთ. გეჩვენებათ, რომ საკუთარ პრობლემებთან მარტო რჩებით, თუმცა ასე არაა. ყველა სირთულე დროებითია და მალე გადალახავთ. ეცადეთ, რაღაც ახალი ისწავლოთ და ჰორიზონტი გაიფართოოთ. დღეს მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ.
თხის რქა
ამ დღეს ხმამაღალი განცხადებებისა და დაპირებებისგან თავი უნდა შეიკავოთ. თავდაჯერება და სიმშვიდე დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, კოლეგების დახმარება და სხვების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ. საღამოს საკუთარი წარსულიდან ვიღაც შეგხვდებათ და მოულოდნელ ამბავს გეტყვით.
მერწყული
ამ დღეს ყველაზე მეტად საკუთარ ფიქრებთან და პრობლემებთან განმარტოება გჭირდებათ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და მედიტაციისთვის. გამორიცხული არ არის, რომ ძველ ბიზნესპარტნიორთან მუშაობა განაახლოთ. ინტუიცია და ცხოვრებისეული გამოცდილება გეხმარებათ, რომ რთულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.
თევზები
აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა, რომელიც ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთების შანსს მოგცემთ. თქვენ გაუმკლავდებით იმას, რაც სხვებმა ვერ შეძლეს. თევზებს დამატებითი ტვირთის აღება მოუწევთ. საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება, წყლის პროცედურები ან მასაჟი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის შესასვლელთან ავარია მსხვერპლით დასრულდა. მოსახვევში ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ტრაილერის მძღოლი დაიღუპა.
„სამხრეთის კარიბჭეს“ინფორმაციით, მომხდარის გამო გზაზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს–ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გასული რვა წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი ყურადღება დაეთმო და ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი დაიხარჯა ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.
„ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. სწორედ ამიტომ, 2026-2029 წლებში, ამოქმედდება ორი ახალი პროგრამა. ესენია: „ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსების“ პროგრამა და „ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების“ პროგრამა, რომლის საშუალებითაც, კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად, კვლევები 100%-ით დაფინანსდება; გაფართოვდება ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე ექვსი მნიშვნელოვანი პროგრამა; გაგრძელდება რაიონულ გამგეობებში არსებული სოციალური და ჯანდაცვის ყველა პროგრამა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

“ყველამ ვიცოდით ღარიბაშვილების თუნდაც ძალიან ძვირად ღირებულ საათებზე, საიდან იყო ეს? მე მანქანა ძლივს გამოვცვალე, ბავშვები რომ ვატარო, გიორგისი კი საერთოდ გაფუჭებულია, მოტორს ელოდება…
დუშეთში, ჩვენი ეზოს ღობეს ჭიშკარი არ აქვს, ძროხები შემოდიან, მე და გიორგი დავდევთ. ღამე კარს არც კი ვკეტავ, აზრი არ აქვს, ერთი ფეხის მორტყმა უნდა და ვისაც შემოსვლა სურს, თავისუფლად შემოვა… ამიტომ, სჯობს მოვიდნენ და შეგვხედონ, როგორ ვცხოვრობთ… რამდენიმე თვეა დამხმარეც აღარ გვყავს, ამხელა სახლში ორ ბავშვთან ერთად ყველა საქმეს თავად ვაკეთებთ” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველი ლედიმ, მაკა ჩიჩუამ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
– ქალბატონო მაკა, ბოლო დღეებში ვნახეთ, რომ თვით ქვეყნის ორგზის პრემიერზე აღიძრა საქმე, მილიონობით უკანონო შემოსავალთან დაკავშირებით. ხომ არ ყოფილა კითხვის ნიშნები თქვენს ოჯახთან მიმართებაშიც?
– ჯერ არ მახსენდება, ვინმეს კითხვები ჰქონოდა, მაგრამ ახლა თუ ექნებათ, ჯობია, მოვიდნენ და შეგვხედონ, როგორ ვცხოვრობთ. კითხვის ნიშნებს იქვე, სასწრაფოდ დაამთავრებენ. ყველას ემჩნევა გარეგნულადაც, ვინ როგორ ცხოვრობს. დუშეთში ეზოს ღობეს ჭიშკარი არ აქვს, ძროხები შემოდიან, მე და გიორგი დავდევთ.
– როგორი ურთიერთობა გქონდათ ოჯახებს, როცა ხელისუფლებაში ერთდროულად იყავით?
– ესენი ხომ ერთმანეთზე სულ კომპრომატებს აგროვებენ და როცა ხედავენ, შენ მაგათთან არაფერი გესაქმება, მერე ბრაზობენ. იქიდან სულ ბრაზი იყო, გიორგი არასოდეს ყოფილა გაბრაზებული. ერთადერთი ჩემთვისაც მიუღებელია – რომ ვხედავ, ადამიანი საჯარო სამსახურში ქვეყანას რომ ემსახუროს, ამის ნაცვლად საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს.
– ეს მაშინაც იგრძნობოდა?
– ასეთი რამეები აუცილებლად იგრძნობა. ყველამ ვიცოდით თუნდაც მის ძალიან ძვირად ღირებულ საათებზე და საიდან იყო ეს? საათები კი არა, მანქანა ძლივს გამოვცვალე, ბავშვები რომ ვატარო. ცოტა მე მოვაგროვე, დანარჩენად ჩემი უფროსი შვილი დამეხმარა. გიორგის საერთოდ არ აქვს, გაფუჭებულია მისი მანქანა, მოტორს ელოდება… განაგრძეთ კითხვა>>>

კლიმატური მონაცემებით ნოემბრის თვის საშუალო ტემპერატურა ოქტომბერთან შედარებით 5-8◦-ით ნაკლებია აღმოსავლეთ საქართველოში და 4-6◦-ით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც კლიმატს საგრძნობლად არბილებს შავი ზღვის სიახლოვე. თვის საშუალო ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში მერყეობს +10, +13◦, ქართლში, კახეთში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +5, +9◦, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში და აღმოსავლეთ საქართველოს მთაში +1, +6◦, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში 2 გრადუს ყინვასა და 2 გრადუს სითბოს შორის.
ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30◦, მთაში +21, +26◦, მაღალმთიან რაიონებში +15, +20◦-ს აღწევს. ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა ყველგან უარყოფითია. მისი მნიშვნელობა სუბტროპიკულ ზონაში -4, -9, შიდა ქართლში -18, -21, შირაქისა და ელდარის ზამთრის საძოვრებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში -20, -25, ქვემო ქართლსა და კახეთში -8, -12, მთიან ზონაში -10, -15 გრადუსია. სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე წაყინვები საშუალოდ 3 დღეს აღინიშნება. ქართლსა და კახეთში ყინვიანია 8-13 დღე.
ოქტომბერთან შედარებით ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნოემბერში საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მცირდება. ამ თვეშიც ყველაზე ნალექიანი აჭარის სანაპირო ზოლია, სადაც თვის განმავლობაში საშუალოდ 250-300 მმ ნალექი მოდის. ნოემბერში დასავლეთ
საქართველოში ყველაზე მცირე ნალექიანობით ზემო სვანეთი, ზემო იმერეთი და რაჭა გამოირჩევა, სადაც ნალექების რაოდენობა 70-110 მმ-ს არ აღემატება. დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი ნოემბერში 130-230 მმ ნალექი მოდის.
აღმოსავლეთ საქართველოში ნალექები 100 მმ-ის ფარგლებში მხოლოდ კავკასიონის მაღალმთიან ნაწილში მოდის. სხვაგან მოსული ნალექების რაოდენობა 30-60 მმ-ს შეადგენს.
ნალექების დღეღამური მაქსიმუმი აჭარის სანაპირო ზოლში 140-190 მმ-ია, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლის დანარჩენ ნაწილში 60-130, დანარჩენ ტერიტორიაზე 30-90 მმ.
დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი ნალექი მოდის აჭარის სანაპირო ზოლში _ 140-190 მმ, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლის დანარჩენ ნაწილში 60-130, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 30-90 მმ.
ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო რაიონებში იგი შეიძლება აღწევდეს 500-600 მმ-ს წვიმიან და
15-20 მმ-ს გვალვიან წლებში. ქართლის ვაკეზე წვიმიან წლებში მოსული ნალექების რაოდენობა 100-200, გვალვიან წლებში 1-5 მმ-ია.
დასავლეთ საქართველო
შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +11, +13◦, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +4, +1◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +22, +25◦- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.
კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +11, +12◦, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +1, -2◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +22, +25◦- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +9◦(მაღალმთიან რაიონებში +2, +4◦)რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -3, -6◦-მდე (მაღალმთიან რაიონებში -9, -12◦-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +20, +23◦- მდე,(მაღალმთიან რაიონებში +15, +18◦-მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.
აღმოსავლეთ საქართველო
ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +6, +9◦, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში -3, -6◦-მდე, ქვემო ქართლში 0, -3◦-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +19*, +22◦- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.
გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +8◦, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -1, -4◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +18, +21◦- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +4, +6◦ (მაღალმთიან რაიონებში +2, +3◦) რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -6, -9◦-მდე (მაღალმთიან რაიონებში -14, -17◦-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +15, +18◦- მდე (მაღალმთიან რაიონებში +12, +15◦-მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.

ვაზიანის N2 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„კიდევ ერთი ახალგაზრდა სიცოცხლე შეწყდა, ისევ გლოვობს ჩვენი სკოლა. ვაზიანის N2 საჯარო სკოლა მწუხარებით იუწყება მეათე ა კლასის მოსწავლის, ელენე ბექაურის, ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ ოჯახს, გამძლეობას ვუსურვებთ. ჩვენს გულებში მარად დარჩები, ელენე, ვილოცებთ შენთვის“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდაიცვალა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი და შეძლებული „კანონიერი ქურდი“ კამო ეგიაზაროვი, მეტსახელად, კამო „მოსკოველი“.