კახეთში, სოკოთი მოწამვლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, – ინფორმაციას IPN ავრცელებს.
Author: tea tea
-

სექსის შემდეგ დაზარალებული გოგონას გადასარჩენად მისული მაშველები ნანახი სურათით შოკში ჩავარდნენ…
ლიპეცკში ციოლკოვსკის ქუჩაზე ერთრთ სახლში ღამის სამ საათზე გამოიძახეს პოლიცია-შიშველი ქალი სადარბაზოში შველას ითხოვდა.ადგილზე მისულები გაოგნებული და გაოცებულები იყვნენ.შიშველი ქალი თავით კიბეების მოაჯირში იყო გაჭედილი.

არავითარი კრიმინალი იქ არ იყო.აღმოჩნდა, რომ 46 წლის ქალბატონმა და მისმა მეგობარმა, ნასვამებმა, გადაწყვიტეს გაეხსენებიათ ახალგაზრდობა და სასიყვარულო ურთიერთობისთვის სადარბაზო შეარჩიეს.სურდათ ამით ”თავიანთი სექსუალური ურთიერთობის გადახალისება”.
ასეთი კურიოზული სიტუაციის გამო მამაკაცი გაიპარა.სამაგიეროდ ხმაურზე გამოვიდნენ მეზობლები, რომლებიც პოლიციასთან ერთად თვალს ადევნებდნენ მაშველების საქმიანობას.ერთერთი მაშველი ყვება-”წლების მანძილზე სამაშველო სამსახურს არ ახსოვს მსგავსი შემთხვევა”
-

იცით, ამ დროს ბიძინამ რა გააკეთა? – რას ამბობს გია ხუხაშვილი
„კვერცხების თემა გახსოვთ ხომ? ჩემზე რომ დაიწყო კონკრეტულმა ჯგუფმა კამპანია – იცით, ამ დროს ბიძინამ რა გააკეთა? მათთან შემარიგა.“- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
-

ნიკა გვარამიამ ,თეა წულუკიანს ლექსი მიუძღვნა
“გადასარევია, ასეთი ზუსტი პორტრეტი იშვიათია. ლუპიტა კი არა, ჯალათეა უნდა ერქვას, ოღონდ…
ნიკა გვარამიამ ესპანელი პოეტის ლექსი მიუძღვნა თეა წულუკიანს, რომელიც ამჟამად 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობს.
“გადასარევია, ასეთი ზუსტი პორტრეტი იშვიათია. ლუპიტა კი არა, ჯალათეა უნდა ერქვას, ოღონდ…
ყასბის ქალიშვილი
სოფელში ცხოვრობს ლუპიტა,
ყასაბი ჰყავდა მამა.
მამის ხელობა ესწავლა,
სულ ოცნებობდა ამას.
მოსწონდა, როცა საკლავი
ასხმარტალებდა ფეხებს;
მოსწონდა, როცა ხედავდა
რიდით მომზირალ გლეხებს.
მოსწონდა, სისხლის მდინარე
რომ ჩაჰყვებოდა ღელეს;
მოსწონდა, როცა ხედავდა
მამის სისხლიან ხელებს.
მაგრამ ვერ გახდა ყასაბი,
ტანად მორჩილი, ჩია.
ვერ ერეოდა ნაჯახს და
ვერ მოკლა გულის ჭია.
ჰოდა, იფიქრა – ყასბობის
თუკი არ შემწევს ძალა,
სხვაგვარად დავაზიანებ –
ენას ვიხმარებ ხმალად…
სოფელში ახლა ლუპიტას
სუყველა იცნობს, როგორც
ბოროტი ენის პატრონს და
ყასბის მემკვიდრე გოგოს.
ცდილობს, სუყველა დაგესლოს
სოფლის მიღმა თუ მოღმა…
სამოციოდე კილოა
და სამოცივე – ბოღმა.
ანონიმი ესპანელი ავტორი”-წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.
-

ვისაც უნდა ეწყინოს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას… – რას წერს დეა მამისეიშვილი
ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც საპროტესტო აქციებზე არსებულ ვითარებასა და ორგანიზატორების ქცევას მკვეთრად აკრიტიკებს. მისი თქმით, ქუჩაში მყოფი ხალხი გაურკვევლობაშია დარჩენილი, მაშინ როცა სცენიდან ჟღერს მხოლოდ „პოლიტიკური სადღეგრძელოები“.
ვისაც უნდა ეწყინოს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას:
საპროტესტო აქციაზე ვარ, მიკროფონის და კამერის გარეშე, ხალხში და ხალხთან ერთად – ხან ვდგავართ, ხან მივდივართ, ხან მოვდივართ, ხანაც გავრბივართ, უფრო მეტად გამოვრბივართ და არ სრულდება – ან სცენიდან, ან სცენის მიღმა პოლიტიკური სადღეგრძელოები, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მოქმედებები, განცხადებები, მოწოდებები, მითითებები, დაკიდებული თარიღები და დაკიდებული ხალხი – უფრო მეტი იმედგაცრუება, ვიდრე შინაარსობრივი და თანმიმდევრული ნაბიჯები.
აღარ ამართლებს ეს ჰაერში ჩამოკიდებული თარიღები – მით უფრო კულისებში განაწილებული ,,დროებითი სამთავრობო პოსტები“.
სირცხვილია, რა ალერსიანი დამხობა და რა გამოგლეჯილი თბილისი – რა სხვაობაა ოცნებასა და ,,,ბოლისგამშვებ“ რევოლუციონერებს შორის?! ხალხი ერთსაც კიდია და მეორესაც. თან ის ადამიანებიც რომელთაც ისეთი სისწრაფით დააპატიმრებს რეჟიმი, სათვალავი აგვერევა.
უბრალოდ, ვინც ამ ადამიანებს მართლა დააჯერეთ, რომ მთავრობას დღეს, ერთ ღამეში გადააყენებდით და ბიძინა დაქოქილ ვერტმფრენში დაიძინებდა, რო რამე – უცებ გაფრენილიყო – თქვენი ბრალი და პასუხისმგებლობაა ნიჰილიზმი, რომელიც იქნება და ბრაზი, რომელიც ხალხში ამ წამსაც უკვე მეტისმეტად დაგროვებულია, იმ ხალხში რუსთაველზე უმისამართოდ და გაურკვევლად რომ დატოვეთ.
P.S. სოლიდარობა და მშვიდობიანი ღამე ჩემს კოლეგებს, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად რომ აშუქებენ ამ ყველაფერს!
-

სრული შოკი,ამას არავინ ელოდა, ვრცელდება ღარიბაშვილის სკანდალური აღიარება 😱
სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ ძაგნიძემ განაცხადა.
ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი“, – აღნიშნეს უწყებაში.
ამასთან, სუს-ში აცხადებენ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ინტენსიური, კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც წინა დღეების განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა, მათ შორის, ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები.
მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე და ხსენებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ერთ-ერთ დაკავებულ პირთან დაკავშირებით.
დამატებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ, როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ.
-

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თუ ყოველდღიური საქმეებისგან დაიღალეთ, მალე დასვენებას შეძლებთ.
შესაძლოა, ამ დღეს დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ, მაგრამ ამის შესახებ ბევრს ნუ ილაპარაკებთ.
გირჩევთ, ყოველდღიური მენიუ ახალი ბოსტნეულითა და მწვანილით გაამდიდროთ, ხოლო ტკბილეულისა და ცომეულისგან თავის შეკავება ჯობს – ზედმეტი კალორიები თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.კურო
შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გაჩნდეს წინააღმდეგობები, რომელთა მოგვარებაც ადვილი არ იქნება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ, განსაკუთრებით ურთიერთობების სფეროში. გაუგებრობა მანამდე უნდა მოაგვაროთ, სანამ უფრო სერიოზულ პრობლემად იქცევა. გულწრფელი საუბარი სიტუაციის გარკვევაში დაგეხმარებათ.
გირჩევთ, გაუთვალისწინებელი შემოსავლის მიღებისას, პირველ რიგში, ვალები დაფაროთ.
ოჯახის უფროსი წევრის რჩევა ძველი პრობლემის თქვენთვის სასურველი შედეგით გადაჭრაში დაგეხმარებათ.ტყუპი
დადგა დრო, რთული გადაწყვეტილება მიიღოთ. შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ კამათი, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებზე. თუ მეუღლესთან ურთიერთობის გაუმჯობესება გსურთ, ეცადეთ საკუთარ სიტყვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
ამ დღეს თავში საინტერესო იდეა მოგივათ. შინაგანი ხმა გიკარნახებთ, როდის დადგება დრო ამ პროექტის რეალიზაციისთვის.
გირჩევთ, ოჯახურ ბიუჯეტს გადახედოთ და ხარჯები ოდნავ შეამციროთ – ეს დროებითი ზომებია, მაგრამ თქვენთვის ასე ჯობია.
ამ დღეს თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. განსაკუთრებით ალკოჰოლს ერიდეთ.კირჩხიბი
ამ დღეს ყოველი შეხვედრა შეიძლება უნიკალურ გამოცდილებად გადაიქცეს, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით.
შესაძლოა, კოლეგების ან ხელმძღვანელობის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულება იგრძნოთ, მაგრამ ეცადეთ მოთმინება და გამძლეობა გამოიჩინოთ.
გამორიცხული არ არის, რომ დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ცნობები მიიღოთ.
დაიწყეთ ვარჯიში — მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა თქვენთვის სასარგებლო იქნება, მეტაბოლიზმს დააჩქარებს და იმუნიტეტს გააძლიერებს.ლომი
ამ დღეს საყვარელი ადამიანის წინაშე თქვენი მაღალი ინტელექტის დემონსტრირება მოგიწევთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მის კრიტიკულ შენიშვნებს. თუ ამის გაკეთება გიჭირთ, ჯობია, დროებით გაერიდოთ.
დღე იქნება არათანმიმდევრული: დილიდან შეძლებთ ზოგიერთი გეგმების განხორციელებას, პარტნიორებთან ურთიერთობა და უფროსთან საუბარი კი სარგებელს მოგიტანთ.
ამ პერიოდის დევიზი ზომიერება უნდა გახდეს და ეს ცხოვრების ყველა სფეროს ეხება.ქალწული
გულს ნუ ატკენთ იმას, ვინც თქვენთვის ძვირფასია. ეცადეთ, უფრო დამთმობი გახდეთ და დაშვებული შეცდომები აპატიოთ.
ოჯახში მოსალოდნელია კამათი და დაპირისპირება – მიზეზი ფულის ხარჯვასა და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციებია.
ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება არ მოდუნოთ – სავარაუდოდ, სამსახურში გეგმებში შეუსაბამობებს აღმოაჩენთ.სასწორი
შესაძლოა, ამ დღეს მხიარულ წვეულებაზე დაგპატიჟონ, სადაც ყოველდღიურობის პრობლემების დავიწყებას შეძლებთ.
გირჩევთ, თქვენი საიდუმლო საუკეთესო მეგობრებსაც კი არ გაუმხილოთ — ახლა ჭორები მხოლოდ ზიანს მოგიტანთ!
სამსახურში არაფერი ისეთი არაფერი მოხდება, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. კოლეგებთან ურთიერთობას ნუ გაურბიხართ – ახლა გუნდურობა ძალიან მნიშვნელოვანია.
გარიგება, რომლისთვისაც დიდი ხანია ემზადებით, შეიძლება გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო ჩაიშალოს.
თუ ჯანმრთელობა გაწუხებთ, სასურველია, რომ ექიმთან ვიზიტი დროულად ჩანიშნოთ.მორიელი
პლანეტები ვარაუდობენ, რომ ამ დღეს რომანტიკული მისწრაფებები ყველა საქმეს დაგავიწყებთ, მაგრამ ნუ იჩქარებთ ახლად დაწყებული ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადაყვანას.
ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ახალი იდეების განხილვისთვის.
შესაძლოა, ამ დღეს მიღწეული შედეგებისთვის დაწინაურება ან პრემიაც კი მიიღოთ.
უახლოეს ხანებში დიდი ხარჯი გელით – ეს შეიძლება როგორც სამსახურს, ისე ჯანმრთელობას და პირად ცხოვრებას ეხებოდეს.მშვილდოსანი
ხელსაყრელი დროა სიყვარულის შემოქმედებითი საქმიანობის და სხვადასხვა სახის ცვლილებებისთვის. ახალი ნაცნობობა ხანგრძლივ და საინტერესო ურთიერთობებს გპირდებათ.
გეჩვენებათ, რომ ახლობელი ადამიანი ძალიან შემაწუხებლად იქცევა, მაგრამ მასთან ურთიერთობის გაწყვეტას ნუ იჩქარებთ – მალე აზრს შეიცვლით.
ეს დღე ფინანსურადაც წარმატებულია — ძველ ვალებს დაგიბრუნებენ ან დიდი ხნის წინ შესრულებული სამუშაოსთვის გადაგიხდიან.
ეცადეთ, ამ დღეს საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთოთ- ეს ნამდვილად დაიმსახურეთ.თხის რქა
თუ შესაძლებელია, ამ დღეს ყველაფრისგან დაისვენეეთ — პაუზა არა მხოლოდ სამსახურში, არამედ ურთიერთობებშიც საჭიროა.
სამსახურში განსაკუთრებულად ფრთხილი და შრომისმოყვარე უნდა იყოთ, ეცადეთ თქვენი ანალიტიკური უნარები გამოიყენოთ.
შესაძლებელია მოულოდნელი მხარდაჭერა გავლენიანი პირებისგან.
გარიგების გაფორმებისას მომგებიანი შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
იზრუნეთ საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე. ვარსკვლავები გიურჩევენ შვებულების აღებას და პატარა მოგზაურობას — ახალი შთაბეჭდილებები ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.მერწყული
მარტოხელა მერწყულის ცხოვრებაში შესაძლოა, ახალი თაყვანისმცემელი გამოჩნდეს და ახალი რომანი დაიწყოს!
ნათესავები ყველგან და ყოველთვის მხარს გიჭერენ, ამიტომ ეცადეთ მათი რჩევები გაითვალისწინოთ.
ამ დღეს შეიძლება თავში ახალი იდეა მოგივიდეთ, რომელიც თავდაპირველად შესანიშნავი მოგეჩვენებათ, მაგრამ განხორციელებას ნუ იჩქარებთ — შესაძლოა, მან წარუმატებლობა მოგიტანოთ.თევზები
ამ დღეს გარკვეულ წინააღმდეგობასთან მოგიწევთ გამკლავება.
თქვენს ოჯახში არსებული ბოლოდროინდელი უთანხმოება, ბოლოს და ბოლოს, დასრულდება და სიმშვიდე დაისადგურებს.
თუ სამსახურში კოლეგამ დახმარება შემოგთავაზათ, უარს ნუ ეტყვით, რადგან ეს ადამიანი თქვენს დახმარებას გულწრფელად ცდილობს.
ამ დღეს ინტუიციით მოქმედებთ და ეს მიდგომა შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ!
იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ყველანაირად დაიცავით თავი სტრესებისგან. -

“კარგია, მაგრამ გათავებას ვერ ვასწრებ…” – ნახეთ, რა ვიდეოს უქვეყნებს ანრი ჯოხაძე ნინო კუზანოვას
ანრი ჯოხაძე საკუთარ ტიკ-ტოკ გვერდზე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს სადაც ნინო კუზანოვა ამბობს, რომ ტიკ-ტოკი კარგია თუმცა გათავებას ვერ ასწრებს. საინტერესოა რას გულისხმობდა ექიმი?
-

დაკავებულია ქალი, რომელიც 32 წლის ვალერი მათიაშვილს მანქანით დაეჯახა და მიიმალა: ბიჭის ცხედარი ადგილობრივებმა გზაზე იპოვეს – უმძიმესი ამბის დეტალები
32 წლის ახალგაზრდა კაცი, ვალერი მათიაშვილი თანასოფლელებმა გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლით გზაზე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგ მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის წევრები ახალგაზრდას ეძებდნენ, რადგან სახლში არ დაბრუნდა. მოგვიანებით, ადგილობრივებმა გზაზე გარდაცვლილი ნახეს. ცოტა მოშორებით, გზის პირას იყო დაღუპულის ავტომობილი.
- ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია ქალი, რომელიც 32 წლის ვალერი მათიაშვილს მანქანით დაეჯახა და მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის დაკავების შესახებ ინფორმაცია ambebi.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.
ვალერი მათიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ცხოვრობდა დედასთან და ძმასთან ერთად. გლოვაა მის სოფელში და ადგილობრივები ითხოვენ დამნაშავის გამოვლენას და დასჯას.
“ძალიან მძიმე ფაქტია მომხდარი. გარდაცვლილია ვალერი მათიაშვილი, ძალიან კარგი ახალგაზრდა. ადრე დაობლდა, ძმებს მამა გარდაეცვალათ და დედამ ობლობაში გაზარდა. ორივე ძალიან, ძალიან მშრომელები არიან. დედას მხარში ედგნენ. ვალერი მექანიზატორი იყო, ტრაქტორზე მუშაობდა, 32 წლის, უაღრესად კეთილი და პატიოსანი, მლოცველი, მართლმადიდებელი ბიჭი იყო. აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შეიძლება დადებითი თქვა, ეს შემიძლია გითხრათ მასზე. ყველას უყვარდა სოფელში. ფიზიკურად შრომობდა, ტრაქტორით დადიოდა შეწამვლაზე, მრავალწლიან კულტურებზე, საჭიროებისამებრ ემსახურებოდა მომხმარებელს.
მართლაც ძალიან კარგი ადამიანი აღარ არის. რა მოხდა, ამაზე ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია. სოფელში როგორც საუბრობენ, დილით გავიდა სავარჯიშოდ, ყოველ დილას დარბოდა, ჯანმრთელობის გამო, ფიზიკურად ვარჯიშობდა, რომ ფორმაში ყოფილიყო – ძლიერი ბიჭი იყო, ძალიან მოწესრიგებული ყველანაირად…წაიკითხეთ სრულად

