Author: tea tea

  • დილას მიხაკის ჩაღეჭვით ვიწყებ. 10 პრობლემა, რომელიც აღარ მაწუხებს

    დილას მიხაკის ჩაღეჭვით ვიწყებ. 10 პრობლემა, რომელიც აღარ მაწუხებს

    გარდა კერძებისათვის საოცარი გემოსა და არომატის მინიჭებისა, მიხაკი სამკურნალო თვისებებით გამორჩეული პროდუქტია. დღეს გიამბობთ, თუ რატომ და როგორ უნდა მივირთვათ ეს არომატული სანელებელი რეგულარულად…

    მიხაკის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე

    1. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას

    მიხაკი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომლიც იმუნიტეტის გაძლიერების მიზნითაც შეგიძლიათ მიირთვათ. ამ პროდუქტში შემავალი ნივთიერებები ზრდის სისხლის თეთრი უჯრედების, ლეიკოციტების დონეს სხეულში, რის ხარჯზეც უფრო ეფექტურად ვებრძვით ნებისმიერი სახის ინფექციას. საკმაოდ მაღალია C ვიტამინის შემცველობაც ამ არომატულ სანელებელში.

    2. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

    თუ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად მიირთვით მიხაკი. ის სტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სეკრეციას, რის ხარჯზეც საგრძნობლად აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. საკმაოდ მაღალია მიხაკში უჯრედისის შემცველობაც, რომელიც თავიდან გვარიდებს ყაბზობას.

    3. ხსნის კბილის ტკივილს

    თუ მოულოდნელად კბილის ტკივილმა შეგაწუხათ, მიხაკი ამ შემთხვევაშიც ძალიან დაგეხმარებათ. სანამ სტომატოლოგთან მიხვლათ, ტკივილის დროებით გაყუჩებას მარტივად შეძლებთ მიხაკის პრობლემურ კბილზე მიდებით.

    4. აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას

    მიხაკში შემავალი ნივთიერება ევგენოლი სტიმულირებს ღვიძლის მუშაობას, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების გაფილტვრაზე. რეგულარულად ჩაღეჭეთ მიხაკი, თუ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ.

    5. ამცირებს ანთებას ორგანიზმში

    ევგენოლი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული ნივთიერებაა. როგორც უკვე ვახსენეთ, მას საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს მიხაკი.

    თუ რაიმე სახის ტკივილის ან დისკომფორტის შეგრძნება გაწუხებთ, აუცილებლად ჩაღეჭეთ მიხაკი. უსიამოვნო შეგრძნებები მალევე გიავლის.

    6. აძლიერებს ძვლებს და სახსრებს

    მიხაკი შეიცავს ჩვენი ძვლებისა და სახსრების სიძლიერისათვის აუცილებელი კომპონენტების საკმაოდ დიდ ნაწილს: ფლავანოიდები, მანგანუმი, ევგენოლი და ა.შ. თუ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად მიირთვით ეს სანელებელი რეგულარულად.

    7. ანადგურებს ბაქტერიებს

    მიხაკი ანტიბაქტერიული თვისებებით გამორჩეული პროდუქტია. ის ეფექტურად ებრძვის ისეთ საშიშ ბაქტერიებს, როგორიც ნაწლავის ჩხირი და სტაფილოკოკია. თუ მიხაკს რეგულარულად ჩაღეჭავთ, შეძლებთ პირის ღრუს გაჯანსაღებასა და უსიამოვნო სუნის სამუდამოდ მოშორებას.

    8. მიხაკი – ანტიოქსიდანტების დიდი წყარო

    ეს არომატული სანელებელი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით პოლიფენოლებს – უძლიერესი ანტიოქსიდანტი, რომელსაც მოაქვს დიდი სარგებელი ჩვენი ორგანიზმისთვის: ამცირებს ქოლესტერინის დონესა და სისხლის წნევას, უბრუნებს სისხლძარღვებს მოქნილობას და აქვს დადებითი გავლენა გულის კუნთზე.

    9. აწესრიგებს შაქრის დონეს სისხლში

    რეკომენდებულია მიხაკის რეგულარულად მირთმევა დიაბეტიკებისათვის, რადგან ის არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.

    10. თავიდან გვარიდებს სისხლის შედედებას

    ევგენოლი თავიდან გვარიდებს სისხლის შედედებას და თრომბების ფორმირებას. თუ სისხლის გამათხევადებელ პრეპარატებს იღებთ, აუცილებლად მოერიდეთ მიხაკის მირთმევას, მან უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიღოს.

    დილას, გაღვიძებისთანავე ჩაღეჭეთ მიხაკის 2 გამომშრალი ჩხირი და დააყოლეთ ერთი ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერტურის წყალი. მიირთვით ის ყოველდღიურად 1 კვირის განმავლობაში, შემდეგ გააკეთეთ 10 დღიანი შესვენება.

    ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!

  • ამას არავინ გეტყვით! – გაიგეთ, ვინ არ უნდა მიირთვას ნიორი

    ამას არავინ გეტყვით! – გაიგეთ, ვინ არ უნდა მიირთვას ნიორი

    ნიორი საუკუნეების მანძილზე ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით. ეს პროდუქტი ეფექტურად გამოიყენება უამრავი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. თუმცა როგორც ყველა ხალხურ სამკურნალო საშუალების, ასევე ნივრის ს გამოყენების დროსაც საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.
    როგორც აღმოჩნდა, ნივრის საკვებში გამოყენებაც კი არ არის ყველასთვის რეკომედნირებული. არის სიტუაციები როცა ექიმები უკრძალავენ პაციენტს ნივრის გამოყენებას. ყველაფერი კი იმის გამო, რომ შესაძლოა მივიღოთ საპირისპირო შედეგი.

    გაიგეთ, ვინ არ უნდა მიირთვას ნიორი

    როდის შეუძლია ნიორს ზიანის მოყენება

    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება

    ნივრის შემადგენლობაში მყოფი ტოქსიკური ნივთიერებები ჭამენ კუჭის კედლებს და არღვევენ საკვების მონელებასთან დაკავშირებულ ქიმიურ პროცესებს. მარტივად რომ ვთქვათ ამ პროდუქტს შეუძლია გამოიწვიოს დამწვრობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ნივრის მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი ან კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა.

    ღვიძლის და თირკმელების დაავადება

    ნიორს შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის და თირკმელების საკმაოდ დიდი გაღიზიანება, ასევე გამოიწვიოს ამ ორგანოების მუშაობის პროცესის დარღვევა თან საკმაოდ სერიოზული. ტოქსიკური ელემენტების გამო არის დაავადების გამწვავების რისკი.

    გაიგეთ, ვინ არ უნდა მიირთვას ნიორი

    ბუასილი

    ნიორი სასტიკად აკრძალულია დიარეის დროს, რადგან ის აღიზიანებს ნაწლავებს და შესაძლოა მოახდინოს ანთების პროვოცირება. ნიორს ისევე როგორც ნებისმიერ ცხარე საკვებს, თავადაც შეუძლია გამოიწვიოს მოუნელებლობა. ეს პროდუქტი არ შეიძლება ბუასილის პრობლების დროსაც.

    სისხლდენა და მოსალოდნელი ქირურგიული ჩარევა

    ნიორს აქვს სისხლის გათხელების ეფექტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი სისხლდენა. ამიტომ ექიმები დაგეგმილი ოპერაციის წინ ორი კვირით ადრე მაინც პაციენტებს ურჩევენ არ მიირთვან ეს პროდუქტი.

    ჭარბი წონა

    როგორც ცნობილია ეს მცენარე ხელს უწყობს მადის მომატებას. ამიტომ მის მიღებას თავი უნდა აარიდონ ჭარბი წონის მქონე ადამიანებმა.

    გაიგეთ, ვინ არ უნდა მიირთვას ნიორი

    ალერგია

    მიუხედევადა იმისა, რომ ნიორზე ალერგია პროცენტულად ძალიან ცოტა ადამიანს აქვს, ამ ფაქტის უგუნებელყოფა მაინც არ შეიძლება. მსუბუქმა ალერგიამაც კი შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა, მეტეორიზმი და თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. სერიოზული შეტევები კი უკვე პოტენციურად საშიშია სიცოცხლისთვის.

    ეპილეფსია

    ნიორი იწვევს ნერვული სისტემის გაღიზიანებას. მისი მიღება საერთოდ არ შეიძლება ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან ის ახდენს შეტევის პროვოცირებას.

    გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები

    ეს პროდუქტი ფრთხილად უნდა მიიღონ ჰიპერტონიის, წნევის მოულოდნელი დავარდნის, გულის ნევროზის და გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების მქონე ადამიანებმა. ის იწვევს წნევის დაწევას და აუარესებს ქრონიკულ ჰიპერტონიკთა მდგომარეობას.

    გაიგეთ, ვინ არ უნდა მიირთვას ნიორი

    ორსულობა და ლაქტაცია

    ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული ნივრის ჭამა, რადგან მან შეიძლება გავლენა იქონიოს ემბრიონის განვითარებაზე და გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

    სამუშაო, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ კონცენტრაციას

    ნიორი საკმაოდ ტოქსიკურია. მისი შემადგენელი ნატურალური სულფიდები ნეგატიურად მოქმედებენ ორგანიზმზე. იწვევს მოქმედების და აზროვნების შენელებას, იწვევს თავის ტკივილს და ხელს უშლის კონცენტრაციის უნარს.

    გაიგეთ, ვინ არ უნდა მიირთვას ნიორი

    ნივრის მოყვარულებო გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია. ნიორი აბსოლუტურად ჯანმრთელ ორგანიზმზეც კი ნეგატიურად მოქმედებს. დღეში მაქსიმუმ 2-3 კბილი ნივრის მიღებაა რეკომენდირებული და ისიც მოთუშულ მდგომარეობაში.

    აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

    ჯანმრთელობას გისურვებთ!

  • 🎥 „გოგო, მე ვართულებ? ნუ ავარდი, დამშვიდდი“ – რატომ დაუპირისპირდა ნანიკო ხაზარაძე ნანუკა გულუას?

    🎥 „გოგო, მე ვართულებ? ნუ ავარდი, დამშვიდდი“ – რატომ დაუპირისპირდა ნანიკო ხაზარაძე ნანუკა გულუას?

    „რაში გვეხმარება ჩვენი ხასიათი?“, – აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ტელეწამყვანების დისკუსია გაიმართა, რაც მოგიანებით ცხარე კამათში გადაიზარდა.

    გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ, მეორე თანაწამყვან ნანუკა გულუას, სამსახურებრივი, პირადი წყენა გაუხსენა.

    „მე მახსენდება შენზე ასეთი ფაქტი. ვმუშაობდი ადრე რადიო „იმედში“, იქ ერთი დღე მუშაობა, მივხვდი რომ ტანჯვასთან ასოცირდებოდა, ეს საცობი და მოკლედ. ჩემმა მატერიალურმა მდგომარეობამ, მათქმევინა უარი რადიოზე, რომელიც მე ძალიან მიყვარს. იმ წუთს აიყვანეს ნანუკა, მე მაშინვე გულით მივედი და ვუთხარი: გეხვეწები ისე ქენი, რომ შენი პირობები იყოს უკეთესი, ვიდრე იყო ჩემი. და ნანუკამ მითხრა: „უი უი არ ვიციო“, და თურმე ხელი ჰქონდა მოწერილი კონტრაქტზე. ეს იყო „მეგრული დიპლომატია“, – მიმართა ნანიკო ხაზარაძემ ნანუკა გულუას.

    რაზეც, ნანუკა გულუამ შემდეგი პასუხი გასცა:

    „საიდან მოიგონე, მე იქ დღემდე არ მაქვს კონტრაქტი. ეს არის შენი რთული ხასიათის ფანტაზია, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. ერთი დღე მივედი, რომ გამეგო პირობები. შენთვის ეს ამბავი, არავის არ მოუყოლია, მაგრამ გამოიგონე“, – თქვა ნანუკა გულუამ. 

    აღნიშნულ ვიდეოს, საზოგადოების კრიტიკული რეაქცია მოჰყვა:

    „ეს დიალოგი, დადგმულია?!“,

    „რატომ არ არის გია ჯაჯანიძე. ხომ კარგადაა?,

    „რა ხდება?“,

    „რატომ ბლოკავთ კომენტარებს?“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

    როგორც ჩანს, აღნიშნული ცხარე დიალოგი ტელეწამყვანებს შორის გადაცემის თემას უკავშირდებოდა, სადაც თითოეულმა სავარაუდოდ, საკუთარი, ნამდვილი ხასიათი გამოავლინა.

  • “რა გველის 2025 წელის ბოლოს..” – ნახეთ 15 წლის წინასწარმეტყველმა ბიჭმა შოკისმომგვრელი პროგნოზი გააკეთა და მსოფლიო აალაპარაკა

    “რა გველის 2025 წელის ბოლოს..” – ნახეთ 15 წლის წინასწარმეტყველმა ბიჭმა შოკისმომგვრელი პროგნოზი გააკეთა და მსოფლიო აალაპარაკა

    15 წლის ბიჭი ინდოეთიდან, სახელად აბიგია ანანდი, ცნობილი გახდა თავისი საოცარი ნიჭით – ის ზუსტად წინასწარმეტყველებს მომავალს. კონკრეტულად რა ეხმარება მას, უცნობია. თვითონ ამბობს, რომ ვარსკვლავებს ელაპარაკება.ანანდმა იუთუბის არხზე გამოაქვეყნა ვიდეო 2025 წლის პროგნოზით, საიდანაც ირკვევა, რომ ეკოლოგიური კატაკლიზმები მალე შეუერთდება პოლიტიკურ და სოციალურ კატაკლიზმებს.წინასწარმეტყველის აზრით, სწორედ მარსი აშრობს დედამიწას. დასავლეთის ქვეყნები ისტორიაში ყველაზე უარესი პერიოდის წინაშე დგანან: „ვარსკვლავები საუბრობენ უპრეცედენტო სასურსათო კრიზისზე, რომელიც რეგიონის მაცხოვრებლებს უახლოეს 20 წელიწადში შეექმნებათ“.

    ანანდი გვირჩევს: თუ ეს მოხდება, ჯობია დატოვოთ დიდი ქალაქები და დაიწყოთ საკუთარი პროდუქციის მოყვანა.

    2025 წელს გვალვა უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას დაატყდება თავს. ბევრ რეგიონში წყალი იქნება ყველაზე ძვირფასი რესურსი.

    უკვე ცნობილია, რომ კალიფორნიის შტატმა მის სამხრეთ ნაწილში გვალვასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა – ის შეეხო აშშ-ს უმსხვილეს ქალაქებს, კერძოდ ლოს ანჯელესსა და სან დიეგოს.

    ეკოლოგიური კატასტროფის კულმინაცია 2040 წელი იქნება. სწორედ მაშინ მოხდება მარსის და სატურნის შემდეგი ურთიერთქმედება, რის შედეგადაც ეს წელი პლანეტაზე ყველაზე გვალვიანი და უმოსავლო იქნება.

    თუმცა, აბიგია განმარტავს, რომ რუსეთი გვალვის კრიზისულ პერიოდს ნაკლებად მტკივნეულად გადაურჩება და ქვეყანაში მარცვლეულის დეფიციტი საერთოდ არ იქნება.

    ეკოლოგიური პრობლემების გარდა, მომავალ წელს დაიწყება ანალიზის გლობალური პროცესი – სად არის სიმართლე, სად არის ტყუილი.

    „სიყალბე და დეზინფორმაცია – ყველაფერი ზვავივით წამოვა. თუმცა, ხალხი აღმოაჩენს სიმართლეს. ბევრი საზოგადოება, ორგანიზაცია და გაერთიანება შეწყვეტს არსებობას, რადგან ისინი დაარსდა სიცრუეზე. ყველაფერი, რაც უარყოფით და დაბალ ვიბრაციას ასხივებს, თანდათან განადგურდება.“ – განმარტა ანანდიმ.

    წყარო : daqali.club

  • “არაფერი ცხოვრებაში ამის მსგავსი არ მინახავს..” – ნახეთ ორსული ქალის მშობიარობისას ექიმები შოკში ჩავარდნენ (ვიდეო)

    “არაფერი ცხოვრებაში ამის მსგავსი არ მინახავს..” – ნახეთ ორსული ქალის მშობიარობისას ექიმები შოკში ჩავარდნენ (ვიდეო)

    რუსეთში, კურსკის ოლქში უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდა: მშობიარე ქალმა, რომელიც მშობიარობის დაწყებამდე აღრიცხვაზეც არ ყოფილა, მოულოდნელად, 10 ბავშვი გააჩინა.
    მეან-გინეკოლოგი, რომელმაც მშობიარობა მიიღო, გაოცება ვერ დამალა, რადგან ერთის ნაცვალდ 10 ჯანმრთელი ბავშვი მიიღო, რომელთაგან ყველაზე პატარა 2,5 კგ-ს იწონის, ხოლო დანარჩენების წონა 3 კგ-ია.

    მამას სამშობიაროში მივიდა და იკითხა: გოგონა შეეძინა თუ ბიჭი. როცა პასუხი მიიღო, ისე გაიქცა, მას შემდეგ სამშობიაროში არ უნახავთ.

  • მალე, მოხდება … სამწუხაროდ ეს გარდაუვალია ….ვრცელდება ახალი წინასწარმეტყველება რომლის პირველი ნაწილი ახდა !!!

    მალე, მოხდება … სამწუხაროდ ეს გარდაუვალია ….ვრცელდება ახალი წინასწარმეტყველება რომლის პირველი ნაწილი ახდა !!!

    ეზოთერიკოსი, გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე საუბრობს.

    მისი თქმით, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ის დაცულია.

    „ერთი რამ შემიძლია, ზუსტად ვთქვა, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და რომ შემეძლოს კიდევ ერთხელ დაბადება, ისევ აქ დავიბადებოდი, რადგან ჩვენი ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე დაცულია. საქართველო ძალიან მაღალ ვიბრაციებზე დგას ენერგეტიკულად. თუ მოიძიებთ, წინა თვის ინტერვიუებში პირდაპირ ვსაუბრობდი მესამე მსოფლიო ომზე, რუსეთი რომ ძალის დაკარგვას დაიწყებს, პირდაპირ ევროპის ქვეყნებზე გადავა შეტევაზე-მეთქი.

    – თქვით, საბრძოლო კუთხით, ჩვენი ქვეყანა დაცულიაო. თუმცა, გეოგრაფიულად სეისმოლოგიურ ზონაშია. ეკოლოგიურად რაიმე საფრთხე ხომ არ არის მოსალოდნელი?

    – შიდა ნგრევები – მეწყერები, წყლის მოვარდნები, მიწისძვრები საქართველოში იქნება. ჩვენთან არა, მაგრამ უახლოეს მომავალში, დაახლოებით, 5-6 თვეში, თურქეთში ძლიერ მიწისძვრას ვხედავ“,- ამბობს გოგა. 

  • თუ გიყვართ გოგრა, შეწყვიტეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ ეს სტატია!

    თუ გიყვართ გოგრა, შეწყვიტეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ ეს სტატია!

    გოგრა ფასდაუდებელი პროდუქტია, მის მთავარ ღირსებად კაროტინისა და ვიტამინების დიდი რაოდენობა მიიჩნევა. თუკი გოგრა გიყვართ, ეს სტატია აუცილებლად წაიკითხოთ, ხოლო, თუკი არ გიყვართ, მით უმეტეს წაიკითხეთ.

     

    ბავშვებისთვის ის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან აჩქარებს ზრდას, ხოლო მოზრდილებში აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას, ამაგრებს ძვლებს და კბილებს, გარდა ამისა, გოგრაში არის B, C, D, PP, E ჯგუფის ვიტამინები. ისინი ანელებენ დაბერების პროცესს და ეხმარებიან ადამიანს ოპტიმალური წონისა და სექსუალური აქტივობის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებაში.

    ისევე, როგორც ყველა ნარინჯისფერი ნაყოფი, გოგრაც ანტიდეპრესანტად მიიჩნევა. მიირთვით გოგრა ხშირად და ვერავითარი სევდა და დეპრესია ვერ მოგერევათ!

    გოგრა ასევე შეიცავს ძალიან იშვიათ ვიტამინ T-ს, რომელიც ანეიტრალებს მძიმე საკვებს. ამიტომაც გოგრას ხშირად მიირთმევენ გარნირად ღორის, ძროხის და სხვა ცხიმიან ხორცთან.

     

     

    გოგრაში შემავალი E ვიტამინი კი უბრალოდ მონაპოვარია მათთვის, ვისაც სურს, მუდამ ახალგაზრდულად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეს – ის აფერხებს დაბერების პროცესს და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.

    გოგრის თესლი კარგადაა ცნობილი, როგორც ჭიების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილი საშუალება. მას ასევე ურჩევენ ორსულებს ტოქსიკოზის დროს – გულისრევის შესამცირებლად

    გოგრის ზეთი, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყალობით, აღადგენს ნერვულ სისტემას, აძლიერებს იმუნიტეტს, ამაღლებს პოტენციას.

    მოამზადეთ გოგრისგან წვნიანები, ფაფები, გარნირები, ბლინები. კარგ კულინარადაც გადაიქცევით და რაც მთავარია, თქვენი ოჯახის ყველა წევრს ჯანმრთელობას გაუუმჯობესებთ.

  • ❄ ტემპერატურა -1°-მდე დაეცემა! – მომდევნო დღეებს ამინდის პროგნოზი

    ❄ ტემპერატურა -1°-მდე დაეცემა! – მომდევნო დღეებს ამინდის პროგნოზი

     24 ოქტომბერი

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით  +3,  +8°, დღისით +19, +24°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +9, +14°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 8-13/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +10, +15°.

    25 ოქტომბერი

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11,+16°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +16, +21°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +8, +13°, ზოგან +20°-მდე.

    26 ოქტომბერი

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში  ხანმოოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +9, +14°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +3,+8°, დღისით +13,+18°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +6, +11°, ზოგან +15°-მდე.

  • ამ ორმა ნიშანმა შესაძლოა ჯეკპოტიც კი მოხსნას დანარჩენები კი… – რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება ეს პერიოდი მატერიალური სიკეთის მომტანი

    ამ ორმა ნიშანმა შესაძლოა ჯეკპოტიც კი მოხსნას დანარჩენები კი… – რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება ეს პერიოდი მატერიალური სიკეთის მომტანი

    ოქტომბერი ფინანსურ სფეროში ცვლილებებს გვპირდება. თითოეული ზოდიაქოს ნიშანი ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება. მოემზადეთ მოულოდნელი შემობრუნებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის. მოერიდეთ არასაჭირო ხარჯებს და გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა თქვენი შემოსავლის გასაზრდელად.

    2025 წლის ოქტომბერი ის დროა, როდესაც ყველა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა გადახედონ ფინანსებსა და კარიერაზე საკუთარ შეხედულებებს. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავიდან აიცილოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება და ფოკუსირება მოახდინოთ გააზრებულ ქმედებებზე, რომლებიც მომავალში სასურველ ნაყოფს გამოიღებს.

    ვერძი

    ოქტომბერში ვერძი დადგება აუცილებლობის წინაშე, რომ ფინანსურ საკითხებს მკაფიო პრიორიტეტი მიანიჭოს. თუ დამატებით შემოსავალზე ან კარიერული გზის შეცვლაზე ფიქრობდით, ახლა დროა, ეს საკითხი სერიოზულად განიხილოთ და ყველაფერი ფრთხილად აწონ-დაწონოთ. თვის დასაწყისში მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, სესხების აღებას ან ბიზნესის გაფართოებას. ახალი საქმიანი კონტაქტები შეიძლება ძალიან პერსპექტიული აღმოჩნდეს თვის მეორე ნახევარში, ამიტომ არ გამოტოვოთ თქვენი იდეების გაზიარების შანსი. მაშინაც კი, თუ შედეგი მყისიერი არ იქნება, ამ თვეში გამოჩენილი თქვენი ინიციატივები მომავალ წარმატებას საფუძველს ჩაუყრის. თვის ბოლოს შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავალი, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მოგზაურობასთან და ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროებში.

    კურო

    კუროები თვის დასაწყისში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ხარჯებთან დაკავშირებით: არსებობს რისკი, რომ რაიმე არასაჭირო შეიძინოთ. ოქტომბრის მეორე ნახევარი კი ხელსაყრელია ახალი პროექტებისა და პრეზენტაციებისთვის. თქვენი არგუმენტები დამაჯერებელი იქნება და თქვენს წინადადებებს ხელმძღვანელები მიიღებენ. ნუ მისცემთ სხვა ადამიანებს უფლებას, თავიანთი მოსაზრებებით გავლენა მოახდინონ თქვენს ფინანსურ გადაწყვეტილებებზე – თქვენი სტანდარტები უფრო სწორი და მნიშვნელოვანია. ახლა ჯეროვნად დააფასებთ საიმედოობას და უსაფრთხოებას, თქვენი შეუპოვრობა და სამუშაოსადმი პასუხისმგებლობიანი მიდგომა ხელშესახებ შედეგებს მოგიტანთ. ეს საშუალებას მოგცემთ, შეადგინოთ გრძელვადიანი გეგმები, თუმცა თვის ბოლოს მოგიწევთ, გადახედოთ თქვენს ბევრ შეხედულებას და შეცვალოთ პრიორიტეტები.

    ტყუპი

    ოქტომბერში ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ, თავი აარიდონ იმპულსურ ხარჯებს. მოერიდეთ ახალი სესხების აღებას და საეჭვო ფინანსურ სქემებში ჩართვას. დეტალებზე ყურადღების გამახვილება და დოკუმენტების გულდასმით გადამოწმება დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ შეცდომები. თვის მეორე ნახევარში გაიზრდება სამუშაო დატვირთვა, რაც თქვენგან სწრაფ რეაგირებას და კოლეგებთან მოლაპარაკებას მოითხოვს. თქვენი კომუნიკაციის უნარები დაგეხმარებათ მხარდაჭერის პოვნაში, ხოლო გეგმების განხილვისას თქვენმა თამამმა იდეებმა შეიძლება მოულოდნელ სარგებლამდე მიგიყვანოთ. მაშინაც კი, თუ ზოგიერთი პროექტის განხორციელება ნელი ტემპით მიმდინარეობს, ეს სასიკეთოდ წაგადგებათ, რადგან გექნებათ დრო, მონახოთ ახალი გადაწყვეტილებები და შეცვალოთ თქვენი მიზნები. რეკომენდებულია, გადაწყვეტილებების მიღებისას საფუძვლიან ანალიზს დაეყრდნოთ.

    კირჩხიბი

    კირჩხიბებს ოქტომბრის დასაწყისში შეიძლება სანერვიულო შეხვდეთ: ვადები იწურება და საქმეები ისე სწრაფად არ მიმდინარეობს, როგორც გსურთ. ნუ იჩქარებთ – ეს შესაფერისი დროა თქვენი ფინანსური მიზნების გადახედვისა და მნიშვნელოვანი სფეროების პრიორიტეტულობის დასადგენად. ფინანსურ გადაწყვეტილებებზე ძლიერი გავლენა ექნება ემოციებს. თვის შუა პერიოდი იდეალურია მსხვილი პროექტების დასაწყებად. ეცადეთ, პარტნიორებთან ღიად განიხილოთ საკამათო საკითხები, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები და შემდგომი კონფლიქტები. მომგებიანი გარიგებების შესაძლებლობები ოქტომბრის ბოლოს გაჩნდება, განსაკუთრებით – თუ წინასწარ მოამზადებთ მკაფიო გეგმას. მოქნილობა და ცვლილებების სურვილი დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

    ლომი

    ოქტომბერი თანდათანობით ცვლილებებს შეუწყობს ხელს. ყურადღება გაამახვილეთ მიღწეულის კონსოლიდაციაზე, ახალი მიღწევების დაგეგმვაზე. გამოიყენეთ ეს დრო თქვენი კარიერული მიზნების განსახილველად და გრძელვადიანი გეგმების შესაცვლელად. მოლაპარაკებები და პირადი შეხვედრები წარმატებული იქნება, თუ ინიციატივას გამოიჩენთ და პარტნიორებს ახალ იდეებს შესთავაზებთ. მოერიდეთ კონფლიქტებს და ფრთხილად იყავით პარტნიორებთან კომუნიკაციისას, რათა თავიდან აიცილოთ ფინანსური რისკების გამწვავება. თვის ბოლოსთვის შესაძლებელია გამოჩნდეს ახალი გამოწვევები, რომლებიც ორგანიზატორულ უნარებს და შორსმჭვრეტელობას მოითხოვს.

    ქალწული

    ქალწულებისთვის ოქტომბრის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ბიუჯეტსა და სამუშაო პროცესებში წესრიგის დასამყარებლად. მაშინაც კი, თუ საქმე შენელდება, დეტალებისადმი თქვენი ჩვეული ყურადღება დაგეხმარებათ შეცდომების თავიდან აცილებაში. თვის დასაწყისში შესაძლებელია ექსტრავაგანტურობისკენ გქონდეთ მიდრეკილება. მნიშვნელოვანია, ფხიზლად შეაფასოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და გადახედოთ ხარჯვის სტრუქტურას. შესაძლებელია ფინანსურ სპეციალისტთან კონსულტაცია, რომელსაც შეუძლია რჩევები მოგცეთ ფულის მართვის ტექნიკასთან დაკავშირებით. თვის შუა რიცხვებისთვის მნიშვნელოვანი საუბრები გელოდებათ პერსპექტივებსა და შემოსავალზე – ნუ მოგერიდებათ თქვენი აზრის გამოთქმის. თვის ბოლო კარგი პერიოდია დამატებით შემოსავალთან დაკავშირებული ახალი პროექტების დასაწყებად.

    სასწორი

    ოქტომბერი სასწორისთვის სტაბილურობისა და ახალი საპროექტო შესაძლებლობების თვეა. ოქტომბრის დასაწყისში დიდი შანსი გექნებათ, განაახლოთ ძველი საქმიანი კავშირები ან განიხილოთ უკვე არსებული პარტნიორების შემოთავაზებები. თუ ეჭვი გეპარებათ, არ იჩქაროთ, კარგად დაფიქრდით და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. ოქტომბრის მეორე ნახევარში ჰორიზონტის გაფართოების სურვილი გაგიჩნდებათ – ტრენინგმა ან პროფესიულმა განვითარებამ შეიძლება შემოსავლის ახალი წყაროები გაგიხსნათ. ოქტომბერში ბევრი სასწორი შეძლებს თავისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, გონივრულად მართოთ თქვენი დრო და გაითვალისწინოთ თქვენი გრძელვადიანი მიზნები.

    მორიელი

    მორიელებისთვის ოქტომბერში შესაძლებელია გადახდების შეფერხება ან მოულოდნელი ხარჯები. ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი ადვილად მოგვარდება, თუ განსაკუთრებული ყურადღებით მიუდგებით ყველა ტრანზაქციას. ეს კარგი დროა ვალების დასაფარად და საკრედიტო ვალდებულებების გადასახედად. თვის ბოლოს თქვენი იდეები ბიზნესის განვითარების ან შემოსავლის გაზრდის შესახებ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას მოიპოვებს – მთავარია, ნათლად განმარტოთ, რას აპირებთ. გზაჯვარედინზე აღმოჩნდებით და ეს იქნება თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისი. მთავარია, ფოკუსირებული იყოთ ძირითად საკითხებზე და ისწავლოთ ცხოვრებისეული საფრთხეების თავიდან აცილება. საბოლოო ჯამში, გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით.

    მშვილდოსანი

    მშვილდოსანს გაუჭირდება თვის დასაწყისში ფინანსურ საკითხებზე ფოკუსირება: მომავალი შეიძლება ბუნდოვანი ჩანდეს. ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ამის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდება და მომგებიანი შეთანხმების დადების ან ერთობლივი პროექტის დაწყების შესაძლებლობა გაჩნდება. წარმატებული საქმიანი გარიგებები, კარიერული წინსვლა და ახალი პროექტები ხელს შეუწყობს შემოსავლისა და სტაბილურობის მნიშვნელოვან ზრდას. იყავით პრაქტიკული და დისციპლინირებული, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები და ეფექტიანად მართოთ თქვენი ფინანსები. თვის ბოლო შესაფერისია ბიუროკრატიული საკითხების მოსაგვარებლად, მოლაპარაკებებისა და ფინანსური რეფორმების დაგეგმვისთვის.

    თხის რქა

    ოქტომბერში თხის რქებს სურვილი გაუჩნდებათ, თავიანთი პოზიცია გააძლიერონ და სტაბილურობას მიაღწიონ. ბუნებრივია, ახალი ბიზნესწინადადებები გაჩნდება და შთაბეჭდილების მოხდენის უნარი უკეთესი პირობების უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ. ეს შესანიშნავი დროა მომავალი თვეების ფინანსური მიზნების დასახვისთვის. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შემოსავლის გაზრდა, არამედ ხარჯების ოპტიმიზაციაც – ჭკვიანური დაგეგმვა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, სამუშაო პროცესების გასამარტივებლად და კარგი შემოსავლის მისაღწევად თქვენს გუნდში მასშტაბური ცვლილებების გატარება დაგჭირდეთ.

    მერწყული

    ახლოვდება ახალი, დინამიკური პერიოდი. ენერგიის მოზღვავება დაგეხმარებათ რადიკალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და ფინანსური მდგომარეობა. ოქტომბრის შუა რიცხვებში პარტნიორებისა და კლიენტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდებით. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა სასარგებლო კავშირების განახლებისა და ახალი ფინანსური შესაძლებლობების შესასწავლად. გარკვეულ მომენტში შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენი თანხა მცირდება, მაგრამ სათანადო დაგეგმვა დაგეხმარებათ სიტუაციის გამოსწორებაში. თვის მეორე ნახევარში ეცადეთ თავი აარიდოთ ფულის სესხებას ან გასესხებას. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, მაგრამ გულუხვი საჩუქრები კი ნუ დაგენანებათ. თქვენი ყურადღება და თავაზიანობა დიდწილად უკან დაგიბრუნდებათ.

    თევზები

    თევზებო, ოქტომბერი კარგი დროა თქვენი კარიერული ამბიციების გადასინჯვისა და ფულის შოვნის ახალი გზების შესასწავლად. ზოგიერთი გეგმის შესრულება შეიძლება მოსალოდნელზე უფრო ნელა წარიმართოს, მაგრამ ეს იდეალური დროა მომავალი მიღწევების საფუძვლის ჩასაყრელად. თვის შუა რიცხვებში შესაძლებელია მოულოდნელი შემოთავაზებები, რაც საშუალებას მოგცემთ, გამოხატოთ თქვენი კრეატიულობა. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტებისა და ენდეთ თქვენს ინტუიციას – ის გეტყვით, სად იმალება რეალური სარგებელი. ოქტომბერში განსაკუთრებით წარმატებულები იქნებიან თევზების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობა ფსიქოლოგიას, პედაგოგიკასა და მედიცინას უკავშირდება.

    თამთა გურული

  • როდესაც ჩვენი ორგანიზმი ვიტამინ B12-ის დეფიციტს განიცდის, ის ამ ნიშნებს გვიგზავნის

    როდესაც ჩვენი ორგანიზმი ვიტამინ B12-ის დეფიციტს განიცდის, ის ამ ნიშნებს გვიგზავნის

    ხშირად განიცდით ჩხვლეტის შეგრძნებას ხელებსა და ფეხებში? ვიტამინ B12-ის დეფიციტი აზიანებს ნერვების თავდაცვით გარსს, რის შედეგადაც თავი შეიძლება იჩინოს ამ უსიამოვნო პრობლემამ.

    გარდა კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნებისა, არსებობს კიდევ რამდენიმე სიმპტომი, რომელიც ამ ვიტამინის უკმარისობაზე მიგვანიშნებს.

    ეს სიმპტომებია:

    1. გცივათ მუდმივად

    ვიტამინ B12-ის უკმარისობისას ჩვენს სხეულში მცირდება სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავება, რომლებიც ჟანგბადის ტრანსპორტირებაზეა პასუხისმგებელი. ყოველივე ამის შედეგად, ჩვენ მუდმივად გვაწუხებს სიცივის შეგრძნება. პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს კიდურების ხშირი კრუნჩხვები (კანკალი).

    2. გონების დაბინდვა

    ამ მნიშვნელოვანი ვიტამინის დეფიციტი საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს დეპრესიასა და სტრესს, გონების დაბინდვასა და მეხსიერების დაქვეითებას. ამ დროს ხშირია კოორიდნაციის უნარის დარღვევაც.

    სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია დანამატებით – ისინი უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ კვების რაციონს გაამდიდრებთ ამ ვიტამინის შემცვალი პროდუქტებით.

    3. გულისცემის გახშირება

    თუ მოულოდნელად თქვენი გულის რიტმი ჩქარდება ან ნელდება, დიდი ალბათობით ვიტამინ B12-ის დეფიციტი გაწუხებთ. მიირთვით დიდი რაოდენობით ქათმის ხორცი, კვერცხი და ზღვის პროდუქტები, რათა შეივსოთ ამ მნიშვნელოვანი ვიტამინის მარაგი ორგანიზმში.

    4. ასაკი – მთავარი ფაქტორი

    ასაკი – ძირითადი ფაქტორი, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც საუბარი ამ ვიტამინზე მიდის. ასაკის მატებისა და ორგანიზმის დაბერების პარალელურად ჩვენ სულ უფრო და უფრო გვიჭირს ამ ვიტამინის ათვისება, რამაც ნაკლებად სასიამოვნო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. თუ ანემიის, ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევისა და სხვა სერიოზული პრობლემების თავიდან არიდება გსურთ, აუცილებლად მიიღეთ ვიტამინ B12 დანამატების სახით. არ დაიწყოთ მისი მიღება თვითნებურად, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

    ყური უგდეთ იმ ნიშნებსა და სიგნალებს, რომელთაც ჩვენი სხეული გვიგზავნის. მხოლოდ ასეა შესაძლებელი პრობლემის დროულად გამოვლინება და სერიოზული გართულებების თავიდან არიდება.

    გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ვიტამინ B12-ის დეფიციტისათვის დამახასიათებელი ამ ნიშნების შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!