Blog

  • “ძალიან გვიჭირს ამ სიტყვების დაწერა”

    “ძალიან გვიჭირს ამ სიტყვების დაწერა”

    რესტორანი “ქვევრი” განცხადებას ავრცელებს.

    შეტყობინება რესტორანი „ქვევრი“

    “ძალიან გვიჭირს ამ სიტყვების დაწერა…განუსაზღვრელი ტკივილით ვგლოვობთ ჩვენთვის ძალიან ძვირფას ადამიანს ლაშა ბასლანძეს. ლაშა არ იყო უბრალოდ მფლობელი ან უფროსი. ის იყო ჩვენი მეგობარი, ჩვენი ოჯახის ნაწილი, ადამიანი, რომელიც სულ ჩვენს გვერდით იდგა და

    თავისი გული ჩადო „ქვევრში“. დღეს გლოვის დღეა ჩვენი გუნდისთვის. გატყდა თითოეული თანამშრომელი… ყველას გვტკივა, ყველას გვაკლია მისი ღიმილი, ენერგია და სითბო.ჩვენ ვიცით ლაშას მოეწონებოდა, რომ „ქვევრს,, ჩვეულ რეჟიმში ემუშავამან თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი

    ნაწილი დაუთმო იმას, რომ ეს ადგილი ყოფილიყო სითბოს, გემოს და მეგობრობის სიმბოლო. ამიტომ რესტორანი „ქვევრი“ აგრძელებს ლაშას ოცნების ასრულებას და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. ეს ჩვენი გზა იქნება მისი ხსოვნისადმი პატივისცემის გამოხატვის მიზანილაშას ასე

    გაუხარდებოდა ვუმასპინძლდებით ყველა სტუმარს იმავე სიყვარულითა და სითბოთი,რომელიც თავად ლაშამ გვასწავლა. მშვიდად განისვენე, ლაშა…შენი „ქვევრი“ აგრძელებს სიცოცხლეს შენით და შენს სახსოვრად,” – ნათქვამია განცხადებაში.

  • „ფანჯარასთან მტრედები მოდიოდნენ, ქრისტი ეფერებოდა და ამბობდა, ჩემი შვილები მოვიდნენო“

    „ფანჯარასთან მტრედები მოდიოდნენ, ქრისტი ეფერებოდა და ამბობდა, ჩემი შვილები მოვიდნენო“

    „სარკე“

    2025 წლის 5 იანვარს, გამთენიისას, საშინელი ტრაგედია დატრიალდა გალში, სოფელ საბერიოში _ ჭოლარიების სახლში 5 ბავშვი ხანძარს ემსხვერპლა. ყველაზე უფროსი 8 წლის იყო, ყველაზე პატარა კი _ 1 წლის…

    მათ მშობლებს, ვიტალი ჭოლარიას და ქრისტინე სორდიას, ამ ტრაგედიამდე კიდევ ერთი შვილი სამშობიაროშივე გარდაეცვალათ.

    წარმოუდგენელი ტრაგედია ბავშვების მშობლების ურთიერთობაზეც აისახა. მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალს, როგორ გადაწყვიტა 26 წლის ქრისტინემ მეუღლესთან გაშორება და ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი განაცხადა… ცოტა ხნით ადრე კი წყვილი ერთად გეგმავდა, რომ ხელოვნური განაყოფიერების გზით შვილი კვლავ გაეჩინა.

    ვიტალი ჭოლარიამ მეუღლესთან ურთიერთობის არევაში თურქეთში მცხოვრები სანდრა ზოიძე დაადანაშაულა. სანდრა ხელოვნური განაყოფიერების ფონდის ხელმძღვანელია. როგორც ამბობს, ფონდი იმ ქართველი წყვილებისთვის აგროვებს თანხებს, რომლებსაც ხელოვნური განაყოფიერების გასაკეთებლად ფინანსური საშუალება არ აქვთ.

    სანდრა ზოიძის ფონდმა ვიტალი ჭოლარიასა და ქრისტინე სორდიასთვისაც შეაგროვა ფული, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა…  სანდრა ზოიძე „სარკეს“ ექსკლუზიურად ესაუბრა:

    _ იმხელა ტკივილი აქვს ორივეს, ენით აღუწერელი, ამიტომ ყველა სიტყვას ვაკონტროლებ, რომელიც მათ ეხება… ამ წყვილთან ჩემი ურთიერთობა იმით დაიწყო, რომ ვიტალის დამ დამირეკა და მითხრა, მათ ხელოვნური განაყოფიერების გაკეთებაში დავხმარებოდი. ეს იმისთვის სჭირდებოდათ, რომ გადარჩენილიყვნენ…

    პირველად რომ ვნახე ქრისტი, საერთოდ არ ლაპარაკობდა, ხმა არ ამოსდიოდა. მერე კი ცოტ-ცოტა საუბარი დაიწყო. ფსიქოლოგიც სთხოვდა, გაეხსნა პირი, რადგან ის ტკივილი, რაც აქვს, თუ არ გაუზიარა ვინმეს, მას მოკლავს…

    ქრისტი ჩემთან რომ იყო, როცა ცუდად ხდებოდა ან ჩხუბი ჰქონდა ქმართან, ფანჯარასთან მტრედები მოდიოდნენ. უყურებდა, ეფერებოდა და ამბობდა, ჩემი შვილები მოვიდნენო. მითხრა, იცი, როცა მე მტკივა, საშუალებას არ ვაძლევ, იმქვეყნად ბედნიერები იყვნენ, რადგან ამ ტკივილის გამო ჩემთან მოდიან და არ მინდა, ასეთ ტკივილიანს მიყურებდნენო…

    ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

  • პენსიის გაცემის პროცედურა შეიცვალა – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

    პენსიის გაცემის პროცედურა შეიცვალა – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

    ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა. კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო, პენსია აღარ შეუჩერდება.

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა, სანამ მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა.

    „ცვლილებით კი, პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას, შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ.

    ამ გადაწყვეტილების შედეგად, ყოველთვიურად, 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • აირჩიეთ ქალი წითელ კაბაში დააკომენტარეთ და ნახეთ ,როგორი ხართ სინამდვილეში.

    აირჩიეთ ქალი წითელ კაბაში დააკომენტარეთ და ნახეთ ,როგორი ხართ სინამდვილეში.

    მოცემული ფერადი ტესტი განსაზღვრავს თქვენს შესაძლებლობებს, მიაღწიოთ მიზანს. ამისათვის თქვენ უნდა შეხედოთ სურათს …აირჩიეთ ქალი დაუფიქრებლად.წაიკითხეთ არჩევანის მნიშვნელობა.

    1.თქვენ ემპციყრი ხართ, როცა იღებთ გადაწყვეტილებებს. ხათ იმპულსური და გულღია პიროვნება, რონელსაც შორდება გამოხაფოს საკუთარი დამოკიდებულება გადაწყვეტილების დროს.

     

    2. თქვენ ხართ ტაქტიკური, მომთმენი. თქვენი გადარწმუნება შეიძლება, თუ თავად თვლით რომ ამით კონფლიქტს აირიდებთ.

    3. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც მოსწონს წესრიგი.თქვენ დიდხანს ფიქრობთ ყველა გადაწყვეტილების მიღების წინ და არ მოდიხართ კომპრომისზე. ყველაფერს რაც გადაწყვიტეთ, ყოველთვის აჟღერებთ თქვენს აზრს და მიდიხართ მიზნისკენ მტკიცე ნაბიჯებით.

  • ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

    ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

    ნიორი უკვე საუკუნეების მანძილზე გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მისი სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. ამ პროდუტში არის 70-ზე მეტი ნივთიერება რომლებიც აძლიერებენ იმუნიტეტს, აქვთ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი და ამაგრებენ გულის კუნთს. ნიორი კარგად კომბინირდება ისეთ პროდუქტებთან, როგორიც არის: ლიმონი, რძე და წითელი ღვინოც კი. დღეს სწორედ წითელი ღვინის და ნივრის სასარგებლო თვისებებზე გესაუბრებით.

    წითელი ღვინო მოქმედებს ორგანიზმზე როგორც კარდიოპროტექტორი. მისი მცირე დოზებით მიღების სასარგებლო თვისებები მეცნიერულად არის დამტკიცებული. ნივრის და ღვინის ნაზავი აძლიერებს ორივე პროდუქტის სასარგებლო თვისებებს. მხოლოდ ამ სამკურნალო ნაყენის მომზადებისას არის საჭირო აუცილებლად ნატურალური ღვინის გამოყენება.

    ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

    ღვინის და ნივრის ნაყენის სასარგებლო თვისებები

    ეს საშუალება დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლოდ საჭირო ყველა სისტემაზე:

    • ამაგრებს იმუნიტეტს;
    • არეგულირებს არტერიულ წნევას;
    • აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
    • წმენდს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობას;
    • ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გაჩენის რისკს;

    ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

    • გამოყავს ორგანიზმიდან შლაკები, ტოქსინები და მარილები;
    • ანადგურებს დაავადებების გამომწვევს ბაქტერიებს;
    • ხსნის ანთებით პორცესებს, განსაკუთრებით გინეკოლოგიის კუთხით;
    • დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.

    როგორ მოვამზადოთ ნაყენი

    ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

    დაგჭირდებათ:

    • 1 თავი საშუალო ზომის ნიორი
    • 0,7 ლ. ნატურალური წითელი ღვინო

    გაასუფთავეთ ნიორი და დააქუცმაცეთ (სასურველია ხის დაფაზე და ხის საჭყლეტით). ეს მნიშვნელოვანია, რადგან რკინასთან შეხებისას პროდუქტი კარგავს სასარგებლო თვისებებს. ამის შემდეგ გადაიატნეთ ნივრის ფაფა შავი მინის ჭურჭელში და დაასხით ღვინო. ჭურჭელს მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და დადგით გრილ ადგილზე 7-8 დღით.

    ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

    დღეში 2-ჯერ კარგად შეანჯღრიეთ შიგთავსი და 7-8 დღის შემდეგ გადაწურეთ. სითხე მოათავსეთ მინის ბოთლში, კარგად დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

    მიღების წესი:

    ნაყენი უნდა მიიღოთ 1 ან 2 თვიანი კურსით შეუსვენებლად. დღეში უნდა მიიღოთ 3-ჯერ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე 15 მლ.

    ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

    ცოცხალი ნივრისგან განსხვავებით, ეს ნაყენი რაც უფრო დიდხანს ინახება, მით უფრო ძლიერდება მისი სამკურნალო თვისებები. ყველაზე სასარგებლო არის 2-3 წლიანი დაძველებით. ასე რომ შეგიძლიათ დაამზადოთ დიდი რაოდენობით და შეინახოთ ცივ ადგილზე.

    უკუჩვენება: გასტრიტის და კუჭის წყლულის დროს ამ ნაყენის მიღება არ შეიძლება. ორსულებისთვის და მეძუძურთათვის ალკოჰოლის ნებისმიერი სახით მიღება აკრძალულია. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ნივრიანი ღვინო აძლიერებს მადას.

    აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

    ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

    ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

    დაგჭირდებათ:

    • 1 თავი საშუალო ზომის ნიორი
    • 0,7 ლ. ნატურალური წითელი ღვინო

    გაასუფთავეთ ნიორი და დააქუცმაცეთ (სასურველია ხის დაფაზე და ხის საჭყლეტით). ეს მნიშვნელოვანია, რადგან რკინასთან შეხებისას პროდუქტი კარგავს სასარგებლო თვისებებს. ამის შემდეგ გადაიატნეთ ნივრის ფაფა შავი მინის ჭურჭელში და დაასხით ღვინო. ჭურჭელს მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და დადგით გრილ ადგილზე 7-8 დღით.

    ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

    დღეში 2-ჯერ კარგად შეანჯღრიეთ შიგთავსი და 7-8 დღის შემდეგ გადაწურეთ. სითხე მოათავსეთ მინის ბოთლში, კარგად დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

    მიღების წესი:

    ნაყენი უნდა მიიღოთ 1 ან 2 თვიანი კურსით შეუსვენებლად. დღეში უნდა მიიღოთ 3-ჯერ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე 15 მლ.

    ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

    ცოცხალი ნივრისგან განსხვავებით, ეს ნაყენი რაც უფრო დიდხანს ინახება, მით უფრო ძლიერდება მისი სამკურნალო თვისებები. ყველაზე სასარგებლო არის 2-3 წლიანი დაძველებით. ასე რომ შეგიძლიათ დაამზადოთ დიდი რაოდენობით და შეინახოთ ცივ ადგილზე.

    უკუჩვენება: გასტრიტის და კუჭის წყლულის დროს ამ ნაყენის მიღება არ შეიძლება. ორსულებისთვის და მეძუძურთათვის ალკოჰოლის ნებისმიერი სახით მიღება აკრძალულია. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ნივრიანი ღვინო აძლიერებს მადას.

    აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

    ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

  • 43 წლის კაცმა ორ ადამიანს ესროლა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი?,

    43 წლის კაცმა ორ ადამიანს ესროლა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი?,

    პოლიციამ კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ზ. დააკავეს.

    დანაშაულები 16 – დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით, შურისძიების მოტივით, 1975 წელს დაბადებული თ.ღ. და 1984 წელს დაბადებული ნ.კ . დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად, თ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.კ. -ს კლინიკაში სამედიცინო დახმარება უტარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

    პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ზ. ბრალდებულის სახით დააკავა.

    სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს” – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში

  • ეს შაბათს მოხდება” – ლაშა ბასლანძის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება,

    ეს შაბათს მოხდება” – ლაშა ბასლანძის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება,

    27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა იმედი – შოთო სიხარულიძე გამოეხმაურა:

    „შეგრცხვეს სიკვდილო! დაგვანებე თავი ცოტა ხანი. შაბათს ჩამოასვენებენ ბასლას იტალიიდან. ყველასთვის თბილი და მოსიყვარულე იყავი…. ნუთუ ასეთი დაუნდობელია ეს ცხოვრება, რომ ასეთი სიმწარის გადატანა გვიწევს. შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული, სიკვდილო რა ძალიან გადიდგულებულხარ?! გაბედე და თავი გაგვიტოლე ! რა იფიქრე? არც ისეთი პატარები ვართ ტკივილის სიღრმე ვერ ვიგრძნოთ .. არც ისეთი დიდები ისე გადავიტანოთ რომ არ გაგვიტანოს“, – წერს შოთო სიხარულიძე.

  • ეს კადრები აქამდე არავის უნახავს,  კადრები გამოაქვეყნა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე სალომე ბაკურაძის მეუღლემ (ფოტოები) 😭😭

    ეს კადრები აქამდე არავის უნახავს, კადრები გამოაქვეყნა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე სალომე ბაკურაძის მეუღლემ (ფოტოები) 😭😭

    რესტორან „ქვევრის“ მფლობელი  და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.

    არსებული ინფორმაციით, ლაშა ბასლანძის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

    ლაშა, რამდენიმე დღის წინ იტალიაში მოგზაურობდა და გარდაცვალებამდე 14 საათით ადრე მის გვერდზე ფოტოები განათავსა.

  • ჟვანიას კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    ჟვანიას კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

    ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახსა და კოლეგებს, ჩვენი კოლეგის – ნანა გელაძის გარდაცვალების გამო.
    ნანა გელაძე გახლდათ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბავშვთა ექიმი-ნევროლოგი და ჩვენი კლინიკის გუნდის წევრი მრავალი წლის განმავლობაში.

    ის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, ადამიანურობითა და უდიდესი პასუხისმგებლობით თითოეული პაციენტის მიმართ. მისი სახელი ასოცირდება ათასობით ბავშვის ჯანმრთელობასა და მათ ოჯახებში დაბრუნებულ იმედთან.
    ნანა გელაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ბავშვთა ნევროლოგიის განვითარებასა და ახალგაზრდა ექიმთა თაობის აღზრდაში.

    თანავუგრძნობთ ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. მისი სიკეთე და პროფესიონალიზმი ყოველთვის დარჩება ჩვენს მოგონებებში“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

  • „მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა -7°-მდე დაეცემა…“ – ამინდი უარესდება ❗❗

    „მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა -7°-მდე დაეცემა…“ – ამინდი უარესდება ❗❗

    30 ოქტომბერი

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა,  მაღალმთაში თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15,ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით

    +14, +19°; მთაში ღამით  +3, +8°, დღისით +10, +15°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით +5, +10°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში  თოვლი,  დღისით  უმეტესად უნალექოდ, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან  ძლიერი 20-25 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით

    +1, +6°, დღისით +9,+14°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით +2, +7°, ზოგან +11°-მდე.

    31 ოქტომბერი

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +5, +10°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით  -2, +3°, დღისით +14, +19°; მაღალმთაში ღამით -7, -2°, დღისით +10, +15°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, ზოგან -3°-მდე; დღისით +12, +17°; მთაში ღამით

    -4, +1°, დღისით +11,+16°; მაღალმთაში ღამით -7, -2°, დღისით +3, +8°, ზოგან +14°-მდე.