Author: admin

  • მეცნიერებმა შოკის მომგვრელი აღმოჩენა გააკეთეს: დედამიწაზე მალე დღე და ღამე აღარ იქნება

    მეცნიერებმა შოკის მომგვრელი აღმოჩენა გააკეთეს: დედამიწაზე მალე დღე და ღამე აღარ იქნება

    დედამიწაზე მალე დღე და ღამე აღარ იქნება. ეს აპოკალიფსურად ჟღერს. ფაქტობრივად – მზე ისევ განათებს, მზის ამოსვლა და ჩასვლა ყოველდღე იქნება, ღამით კი – მთვარე და ვარსკვლავები.

     

    აბა, რაშია საქმე? საქმე ეხება დღისა და ღამის ჰაერის ტემპერატურას. კლიმატოლოგებმა დაადგინეს, რომ განსხვავება მათ შორის თანდათან ბუნდოვანია და ეს გლობალური დათბობის ბრალია.

     

    აქამდე მეცნიერები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ კლიმატის ცვლილების ამ ეფექტს. ყველა გაანგარიშება და გრძელვადიანი პროგნოზი ითვალისწინებს საშუალო დღიურ ტემპერატურას.

     

    იმავდროულად, განსხვავება დღისა და ღამის ჰაერის ტემპერატურას შორის მნიშვნელოვანია მრავალი პროცესისთვის. როცა შესაძლებელია, მაგალითად, კულტურების დარგვა, რომ მცენარეები არ გაიყინოს, როცა მოსავლის აღების დროა, გათბობისთვის, ჯანმრთელობისთვის (განსაკუთრებით ზაფხულში სიცხეში – გრილი ღამეები შესამჩნევად არბილებს სითბოს ზემოქმედებას სხეულზე, მაგრამ თუ ღამით სიცხე არ ჩაცხრება, ეს უკვე უფრო რთული იქნება).

     

     

    ამ მომენტის საფუძვლიანად შესწავლა გადაწყვიტეს აშშ-ს, იაპონიისა და ჩინეთის რამდენიმე უნივერსიტეტის მეცნიერებმა. მათ აიღეს სუპერკომპიუტერი იაპონიის ცუკუბას უნივერსიტეტიდან, შექმნეს ძალიან დეტალური პროგნოზის მოდელი – გარჩევადობით 2 კვადრატული მეტრი.კმ (როგორც წესი, კლიმატის მოდელები იყენებენ 100 კვ.კმ გარჩევადობას). მონაცემები ტემპერატურისა და ამინდის სხვა პარამეტრების შესახებ 21-ე საუკუნის დასაწყისში, 2005-2014 წწ. და კლიმატის ცვლილების სცენარები ამ საუკუნის ბოლოსთვის. ასევე, გათვალისწინებული იყო ნალექების რაოდენობა და ნიადაგის ტენიანობა.

     

    როგორც გაარკვიეს, ტემპერატურა მოიმატებს როგორც დღის, ასევე ღამის საათებში. თუმცა ეს სიახლე არ არის. თუმცა, გაირკვა, რომ დღისით ტემპერატურა ოდნავ უფრო ნელა მოიმატებს, ვიდრე, ღამისა დედამიწის ძალიან ბევრ რეგიონში.

     

    მიზეზი ღრუბლებშია. ისინი უფრო მეტი იქნება და ისინი ხელს უშლიან მზეს ჰაერის გაცხელებაში დღის განმავლობაში. ღამით კი პირიქით, ისინი დაიცავს დედამიწას სწრაფი გაციებისგან. შედეგად, სხვაობა დღისა და ღამის ტემპერატურას შორის ნაკლები იქნება, ვიდრე ახლა. ეს იქნება 0, 25 – 0, 5 გრადუსით. ზუსტი ციფრები დამოკიდებულია ადგილობრივ მახასიათებლებზე.

     

    – ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ შეიცვლება ღრუბლიანობა გლობალური დათბობის გამო. – აღიარებს დევ ნიიოგი ტეხასის უნივერსიტეტიდან (აშშ).

     

    – მაგრამ ამავე დროს ღრუბლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დღის განმავლობაში ტემპერატურის ცვლილებებზე, რადგან ისინი გავლენას ახდენენ როგორც მზის რადიაციის რაოდენობაზე, ასევე დედამიწის ზედაპირს, ან ოკეანესა და ატმოსფეროს შორის სითბოს გაცვლაზე. ხოლო, დღისა და ღამის ჰაერის ტემპერატურას შორის სხვაობა მნიშვნელოვანია ადამიანის, ცხოველისა და მცენარეების სიცოცხლისთვის.

  • “მამაკაცი რობოტი ვიყიდე, ვიფიქრე მასაჟს გამიკეთებს ხოლმეთქო, უცებ მეძგერა ეს სასიკვდილე და საწოლზე….”

    “მამაკაცი რობოტი ვიყიდე, ვიფიქრე მასაჟს გამიკეთებს ხოლმეთქო, უცებ მეძგერა ეს სასიკვდილე და საწოლზე….”

    “ორი თვის წინ მამაკაცი რობოტი ვიყიდე, დღეს ჩამომივიდა და სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, მაინტერესებდა რას და როგორ გააკეთებდა, ვფიქრობდი დამეხმარება სახლის საქმეებში, ან მასაჟს გამიკეთებს, რავიცი რამეში გამომადგებათქო.

    დღეს სამსახურიდან რომ მოვედი ჩავრთე, თავიდან განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, იდგა თავისთვის და რაღაცეებს ამბობდა, თავი დავანებე ვიფიქრე გაფუჭებულიათქო ან რამეში ვერ გავაერკვიეთქო, ტახტი მივალაგე თუ არა, მეძგერა და გახდა დამიწყო, თან რაღაც მოძრაობებს აკეთებდა, ვიფიქრე რაღაცამ აურიათქო, მაგრამ მთელი ტანსაცმელი შემომახია, შემეშინდა და გამორთვას ვაწვებოდი, მაგრამ არ გამოირთო, კიდევ უფრო გიჟდებოდა ეს სასიკვდილე. აღარ ვიცოდი რა მექნა, გაქცევა მინდოდა, მაგრამ ცოცხალი თავით არ მიშვებდა, რამდენჯერაც დავაპირე ხელიდან დასხლტომა იმდენჯერ თავიკენ მიმიზიდა. რამდენი ვურტყი, რამდენი ვწყევლე მაინც არ გამოირთო იქამდე სანამ ბატარიები არ დაუჯდა. როგორც იქნა თავი დავაღწიე, ახლა ვნახე და თურმე სექს მამაკაცი გამომიწერია, ვინმე დამეხმარეთ რა ვქნა.”

  • ახლგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, მას სავარაუდოდ მანქანა დაეჯახა ,მძღოლი მიიმალა.

    ახლგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, მას სავარაუდოდ მანქანა დაეჯახა ,მძღოლი მიიმალა.

    გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კარ­და­ნახ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს.

    • ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 34 წლის მა­მა­კა­ცის ცხე­დარს ბა­კურ­ცი­ხე-გურ­ჯა­ა­ნის შე­მოვ­ლით გზა­ზე მი­აკ­ვლი­ეს.

    ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ახალ­გაზ­რდა ვარ­ჯი­შობ­და, რა დრო­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა, მძღო­ლი კი მი­ი­მა­ლა. ახ­ლობ­ლე­ბი მას 20 ოქ­ტომ­ბრი­დან ეძებ­დნენ. გზის პი­რას მი­აკ­ვლი­ეს მის ავ­ტო­მო­ბილ­საც.

    ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

  • ნახეთ, რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ფარცხალაძის სახლების ჩხრეკაზე

    ნახეთ, რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ფარცხალაძის სახლების ჩხრეკაზე

    პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოღებულია: ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 220 000 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

    ამის შესახებ ივანიშვილის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

    «სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 220 000 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 лет საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 дней назад ელექტრო მოწყობილობა.

    ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრო მოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება, დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით, შემდგომი საგამოძიებო ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება». – განაცხადეს უწყებაში.

  • 22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    აკონტროლეთ ემოციები, გამოიჩინეთ წინდახედულობა და მოთმინება. უმჯობესია, დღე საკუთარ თავში გარკვევას, ან სასიამოვნო ადამიანების წრეში განტვირთვას დაუთმოთ.

    კურო

    დღე სასურველია, მშვიდ, წყნარ გარემოში გაატაროთ. თავი შეიკავეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობისგან, რომლებიც თქვენზე არასასურველ ზეგავლენას ახდენენ. არ გააკეთოთ მნიშვნელოვანი შენაძენი.

    ტყუპები

    შესაძლოა, სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ, სამსახურში კი აქტუალური იქნება ფინანსური საკითხები. პირადი ურთიერთობებისთვის საინტერესო დღეა.

    კირჩხიბი

    საკმაოდ კარგად გრძნობთ თავს, დღეც ჩვეულ რიტმში ჩაივლის. მიიყვანეთ დაწყებული საქმეები ბოლომდე. საღამოს კი ოჯახის წევრებს დაუთმეთ მეტი ყურადღება.

    ლომი

    კარგი შესაძლებლობების დღეა, თუმცა, შესაძლოა, ახალი ფინანსური წყაროების მოძიება დაგჭირდეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას.

    ქალწული

    დღეს გამართლებულია ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯებისგან.

    სასწორი

    შესაძლოა, დღე ისე არ წარიმართოს, როგორც ეს თქვენ გქონდათ დაგეგმილი, თუმცა, ამით ხასიათი არ გაიფუჭოთ. ეცადეთ, განიტვირთოთ, გახალისდეთ, მოიფიქრეთ რისი გაკეთება გინდათ ყველაზე მეტად, წინ უქმეები გელით.

    მორიელი

    გააკეთეთ ადეკვატური დასკვნები, იმის მიხედვით, თუ რამდენად გაკმაყოფილებთ თქვენი სამსახური, ან პირადი ცხოვრება, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ვალდებულებას უკავშირდება, მაშინ დროა, ცვლილებებზე იფიქროთ.

    მშვილდოსანი

    საქმიანი კუთხით, მეტად ცვალებადი დღეა, ამიტომ, იყავით მზადყოფნაში ნებისმიერი ქმედებისთვის, ნუ გაიფუჭებთ განწყობას. აი, პირადი ურთიერთობების მოწესრიგებისთვის კარგი დროა.

    თხის რქა

    მეტი სირბილე და მოთმინება გამოიჩინეთ როგორც კოლეგების, ასევე ოჯახის წევრების მიმართ. გახალისდით, ნუ განმარტოვდებით.

    მერწყული

    რომანტიული ვნებათაღელვა, ფლირტი, შეხვედრები, აი ეს თემა უფრო აქტუალურია დღეს თქვენთვის, თუმცა, ნებისმიერ ქმედებამდე კარგად დაფიქრდით, მოერიდეთ იმპულსურ ქმედებას.

    თევზები

    კარგია დღეა სხვადასხვა ფსიქოლოგიური პროცედურებისთვის. ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავეთ იქნება ეს იმიჯის, სამსახურის, თუ პირადი ურთიერთობების საკითხები.

  • “ცოდვის ზარი ტრიალებს, ტრაგიკომიკური სიტუაციაა…“ – ნინო ნადირაძე

    “ცოდვის ზარი ტრიალებს, ტრაგიკომიკური სიტუაციაა…“ – ნინო ნადირაძე

    „ცოდვის ზარი ტრიალებს, ტრაგიკომიკური სიტუაციაა…“, – ამის შესახებ ექიმმა, ნინო ნადირაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

  • “ერთადერთი ვარ ვინც მთელ მსოფლიოში სიმართლეს ამბობს..” – ნახეთ გაფრთხილება მოსახლეობას

    “ერთადერთი ვარ ვინც მთელ მსოფლიოში სიმართლეს ამბობს..” – ნახეთ გაფრთხილება მოსახლეობას

    წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია, სოციალურ ქსელში 2012 წლის ნაწინასწარმეტყველებ მოვლენებს აქვეყნებს ქართული პოლიტიკის შესახებ წერს.
    მისი თქმით, ის ბევრ რამეს ხედავს, მაგრამ არ წერს.
    „მავანთა საყურადღებოდ: ვისთვის გასამხნევებლად, ვისთვის – გასაფრთხილებლად!!!
    ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება, ჩაწერილი 2012 წლის 22 აპრილს
    რამდენიმე წლის წინ წამოვიდა კოსმოსიდან ასეთი ფრაზა: „მე დავდუმდები!“

    მაგრამ გამომდინარე ჩემი ხასიათიდან, არ დავემორჩილე, ასე ვთქვათ, კოსმოსის ბრძანებას და განვაგრძობ წინასწარმეტყველების გამოქვეყნებას.

    ისე, კი მაქვს კახური სიჯიუტე, გურული სიფიცხე და მეგრული სიბრძნე. აი ეს ხასიათი დიდად უწყობს ხელს ჩემს ბრძოლას ამ დადუმებასთან. ნამდვილად ვერ შევეგუები, რომ ამხელა ინფორმაცია, რომელიც მოდის კოსმოსიდან და რასაც წლების განმავლობაში ვწერ, არ განვაცხადო და დავდუმდე. რატომ უნდა გავახარო საქართველოს მტერი შადიმანები?! თანაც, ვიცი, რომ ერთადერთი, ვინც სიმართლეს ამბობს მთელ მსოფლიოში, მე ვარ.

    სასაცილო ისაა, რომ ის ხალხი, ვინც ვითომ ბევრი რამე იცის პოლიტიკაში, მის ანალიზში, და ამით თავი მოაქვთ, ისინი არიან დადუმებულები.

    მე კი ჩემი ხალხისთვის ვწინასწარმეტყველებ. ჩემი ქართველი, რომ კითხულობს წინასწარმეტყველებებს, ის ამით მშვიდდება, ვინაიდან იცის, რომ ყველა სიტყვა ასრულდება.

    შადიმანებო, ქართულ პოლიტიკაში ცუდად ნუ აფათურებთ ხელებს, თორემ…

    ძალიან ბევრ რამეს ვხედავ, რაც საქართველოში ხდება, მაგრამ ერთს ვიტყვი მხოლოდ:

    ჩემო ქართველებო, ნურაფრის გეშინიათ! გარკვევით ვხედავ, როგორ სდის ღვთისმშობელს თვალთაგან სიხარულის ცრემლი!!!

    ძალიან ბევრ რამეს ვხედავ, მაგრამ არ ვწერ!!!“- წერს ლელა კაკულია.

  • “ლუკა ძალიან გვატკინე გული” – ცნობილი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი გარდაიცვალა

    “ლუკა ძალიან გვატკინე გული” – ცნობილი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი გარდაიცვალა

    მუსიკალური ფესტივალი „თბილისი ოფენ ეარი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – გარდაიცვალა მუსიკოსი, ZION GARDEN-ის თანადამფუძნებელი ლუკა იოსელიანი.

    „ლუკა იოსელიანი 2016 წლიდან ჩვენი ფესტივალის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი საუკეთესო სცენის, Zion Garden-ის სულისჩამდგმელი იყო.

    ვეცდებით შენი გეგმების ნაწილი მაინც განვახორციელოთ.

    ძალიან გვატკინე გული. დროებით, მეგობარო“, – აღნიშნულია Tbilisi Open Air / AlterVisio-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

    დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

    მე არასდროს მითქვამს, რომ უკრაინა გაიმარჯვებდა, მე ვთქვი, რომ მათ გამარჯვება შეუძლიათ, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, ენტონი ალბანეზთან შეხვედრისას განაცხადა.

    ტრამპის თქმით, კიდევ ერთი ომი აქვს დასასრულებელი.

    „ეს რუსეთი და უკრაინაა და ვფიქრობ, რომ ამას მივაღწევთ, მაგრამ ეს რთული აღმოჩნდა, რადგან ორ ლიდერს ნამდვილად სძულთ ერთმანეთი.მათ ერთმანეთი ყველაფერზე მეტად სძულთ და ეს საქმეს ართულებს“, – განაცხადა ტრამპმა.

    ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვება შეუძლია, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არასდროს უთქვამს, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ“, თუმცა გამარჯვება შეუძლიათ.

    „არ ვფიქრობ, რომ გაიმარჯვებენ, მაგრამ მათ გამარჯვება ჯერ კიდევ შეუძლიათ. მე არასდროს მითქვამს, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ. მე ვთქვი, რომ მათ გამარჯვება შეუძლიათ, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ომი უცნაური რამ არის და ბევრი ცუდი რამ ხდება, ბევრი კარგი რამ ხდება“, – აღნიშნა ტრამპმა.